1. გვირაბში გამოყენებულმა ელექტრომოწყობილობამ, კაბელებმა და ელექტრომომარაგების სისტემამ უნდა უზრუნველყოს გვირაბში მყოფი ადამიანების ელექტროუსაფრთხოება, აგრეთვე, აფეთქება- და ხანძარუსაფრთხოება.
2. ობიექტს უნდა ჰქონდეს მიწისქვეშა ელექტრომოწყობილობის ელექტრომომარაგების სქემა. სქემაზე აღნიშნული უნდა იყოს ელექტრომოწყობილობის ტიპი და დაყენების ადგილი, კაბელების კვეთი და სიგრძე, თითოეული დანადგარის ძაბვა და სიმძლავრე, აგრეთვე, მთავარი დამამიწებლის დაყენების ადგილი.
3. ელექტროდანადგარში ცვლილება აღნიშნული უნდა იყოს სქემაზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
4. აკრძალულია მიწისქვეშა პირობებში ყრუ დამიწების ნეიტრალიანი ტრანსფორმატორების ქსელის გამოყენება. გამონაკლისია სპეციალური ტრანსფორმატორი, რომელიც გამოიყენება ელმავლის საკონტაქტო ქსელის გარდამქმნელი მოწყობილობის კვებისთვის. ასეთ ტრანსფორმატორთან სხვა მომხმარებლების და მოწყობილობის მიერთება აკრძალულია.
5. ელექტროდენის დაზიანებისაგან ადამიანების დაცვა უნდა მოხდეს დამიწების, ხოლო 1000 ვ-მდე ძაბვის ქსელებში – აგრეთვე, დაზიანებული ქსელის ავტომატური გამორთვის უზრუნველმყოფი დენის გაჟონვის რელეს გამოყენებით. დაზიანებული ქსელის გამორთვის საერთო დრო არ უნდა აღემატებოდეს 0,2 წმ-ს.
6. სანათების კვებისათვის გათვალისწინებული უნდა იქნეს ცვლადი ან მუდმივი დენის წყარო, არა უმეტეს 220 ვ ძაბვით, ავარიული და საევაკუიციო განათების კვებისათვის – არა უმეტეს 42 ვ, ხოლო სარემონტო განათების კვებისათვის – 12 ვ.
7. აკრძალულია:
ა) ელექტრომოწყობილობის ექსპლუატაცია გაუმართავი ბლოკირების, დამიწების, დაცვის აპარატის, დაზიანებული მართვის და დაცვის სქემების და კაბელების შემთხვევაში;
ბ) გამოუყენებელი (სარეზერვოს გარდა) ელექტრული ქსელის ძაბვის ქვეშ დატოვება;
გ) ელექტრომოწყობილობის გარსის ხუფების გახსნა ძაბვის წინასწარი მოხსნის გარეშე;
დ) ელექტროქსელის ჩართვა კაბელის ძარღვების იზოლაციის დაზიანებისა და შლანგური გარსის გაგლეჯის შემთხვევაში;
ე) 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის მქონე ელექტრომოწყობილობის მომსახურება დამცავი საშუალებების (დიელექტრიკული ხელთათმანები, ფეხსაცმელი ან იზოლირებული ქვესადგამი) გარეშე;
ვ) ძაბვის ქვეშ მყოფი ელექტრომოწყობილობის ნაწილის და კაბელის რემონტი, ელექტრომოწყობილობის და ელექტროსაზომი ხელსაწყოების მიერთება და ჩახსნა.
8. დასაშვებია 42 ვ-მდე ძაბვის ელექტრომოწყობილობის და სატელეფონო კავშირის აპარატურის ექსპლუატაცია გაჟონვის რელეს დაცვის გარეშე.
9. ობიექტის ელექტრომეურნეობაზე ზედამხედველობა და კონტროლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისა