1. მიწისქვეშ ადამიანების გადასაყვანად  გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ მიზნისათვის სპეციალურად გათვალისწინებული ქარხნული დამზადების მოწყობილობა.

2. სატრანსპორტო საშუალებაში ადამიანების ჩასხდომის (გადმოსხმის) ადგილები უნდა იყოს განათებული.

3. ადამიანების გადაყვანის დროს  სატრანსპორტო საშუალების მსვლელობისას აკრძალულია მასში ჩასხდომა (გადმოსვლა).

4.  სატრანსპორტო საშუალებაში (ვაგონი, მანქანა), აგრეთვე, ადამიანების ჩასხდომის (გადმოსხმის) ადგილებში გამოკრული უნდა იყოს მგზავრების ქცევის წესები.

5. ადამიანების გადასაყვანად განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებით დასაშვებია ხელსაწყოების, ინსტრუმენტებისა და სათადარიგო ნაწილების გადატანა, თუ მათი  გაბარიტები არ აღემატება სატრანსპორტო საშუალების ზომებს.

6. სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი გვირაბის მაქსიმალური დახრა გამოყენებული ტრანსპორტის სახეობასა და ექსპლუატაციის პირობებზე დამოკიდებულებით  დადგენილი უნდა იქნეს პროექტით. ასეთ გვირაბს უნდა ჰქონდეს მკვეთრი ბიძგების გარეშე ტრანსპორტის მოძრაობის უზრუნველმყოფი სწორი საგები გვერდი.

7. თუ გვირაბის საგები გვერდი შედგება არამდგრადი ქანებისაგან, ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს  გზის მყარი საფარ