1.  ობიექტზე ცვლაში მომუშავე პერსონალის და სამკურნალოდ მყოფი პაციენტების რაოდენობაზე დამოკიდებულებით უნდა იყოს ჯგუფური შენახვის თვითმაშველები. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს საერთო რაოდენობის 10%  სარეზერვო, მაგრამ, სულ ცოტა, ორი თვითმაშველი.

2. ჯგუფური შენახვის თვითმაშველები უნდა ინახებოდეს სამუშაოთა წარმოების (სამკურნალოდ მყოფი პაციენტების ყოფნის) ადგილებში, მათი დაცულობის უზრუნველმყოფ პირობებში. თვითმაშველების  შენახვის ადგილი ცნობილი უნდა იყოს მიწისქვეშ მყოფი ყველა ადამიანისათვის.

3. პერსონალს, რომლის სამუშაო ადგილი არ არის მუდმივი, უნდა ჰქონდეს ინდივიდუალურად განპირობებული თვითმაშველი.

4. თვითმაშველების შემოწმება გამართულობაზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის მიერ უნდა მოხდეს კვარტალში ერთხელ ჯგუფური შენახვისას და თვეში ერთხელ – ინდივიდუალური მოხმარებისას. შემოწმების შედეგები  უნდა აისახოს აქტშ