1. ობიექტზე სამუშაოების ტექნიკურ ხელმძღვანელებად დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ტექნიკური, სამთო–ტექნიკური განათლება ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაიარეს სწავლება.

2. ხელმძღვანელებს და სპეციალისტებს უნდა ჰქონდეს თანამდებობრივი ინსტრუქციები.

3. ობიექტის ხელმძღვანელი ვალდებულია უზრუნველყოს რეგლამენტის და სამრეწველო უსაფრთხოების სფეროში სხვა ნორმატიულ–ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვა.

4. აკრძალულია  დავალების გაცემა იმ ადგილებზე სამუშაოდ, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების მოთხოვნები, გარდა იმ დავალებისა, რომელიც ითვალისწინებს ამ მოთხოვნების აღმოფხვრას.

5.  ობიექტს უნდა ჰყავდეს ობიექტის გამართულ მდგომარეობაზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელი ტექნიკური ზედამხედველ