რეგლამენტის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. მიწისქვეშა გვირაბი – მიწისქვეშა ქანების ხელოვნურად გამოღების შედეგად შექმნილი თავისუფალი სივრცე, რომლის სიგრძე აღემატება მისი განივკვეთის ზომებს. გვირაბის ექსპლუატაცია არ უნდა იყოს დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან.
2. მღვიმე (გამოქვაბული) – მიწისქვეშ ბუნებრივად წარმოქმნილი ვრცელი თავისუფალი სივრცე, რომელიც დღისეულ ზედაპირთან დაკავშირებულია ბუნებრივად ან ხელოვნურად შექმნილი გამონამუშევრით.
3. სამთო წნევა – ხელოვნურად გაყვანილ მიწისქვეშა გამონამუშევრის ირგვლივ არსებულ ქანებში წარმოქმნილი დაძაბულობა.
4. ჭაური– ვერტიკალური გვირაბი, რომელსაც უშუალოდ გამოსავალი მიწის ზედაპირზე აქვს.
5. რაბი, ტიხარი – სავენტილაციო ჭავლების გამმიჯნავი დროებითი კედელი, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს სუფთა და ნამუშევარჭავლიან ჰაერს.
6. სავენტილაციო კარი, სარქველი – რაბსა და ტიხარში, აგრეთვე, ჭაურის პირზე მოწყობილი ადამიანების სასვლელი, რომელიც დროებით იხსნება ადამიანების გავლის დროს.
7. კროსინგი– გვირაბების ურთიერთგადამკვეთი, საჰაერო ჭავლების გამმიჯნავი სავენტილაციო ნაგებობა.
8. გვირაბის სამაგრი – გვირაბში ამოყვანილი ხელოვნური საინჟინრო ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა გვირაბის განივკვეთის ზომების დაცვა და ხელოვნურად შექმნილ თავისუფალ სივრცეში მისი გარემომცველი ქანის ნატეხების ვარდნის თავიდან აცილება.
9. გვირაბის გამაგრება – სამაგრი კონსტრუქციის ამოყვანასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესების ერთობლიობა.
10. კამერა– დიდი განივკვეთისა და მცირე სიგრძის გვირაბი.
11. მთავარი განიავების ვენტილატორი – გვირაბის ექსპლუატაციის პერიოდში მთლიანი გვირაბის ან მისი ნაწილის (ფრთის, ბლოკის) გასანიავებელი ვენტილატორი.
12. დამხმარე განიავების ვენტილატორი – მომიჯნავე მოსამზადებელი გვირაბის გასანიავებელი ვენტილატორი.
13. მავნე აირები – აირები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება ან ადამიანის მოწამვლა.
14. ელექტრული სქემა – ელექტრული წრედის ელემენტთა ურთიერთკავშირის გრაფიკული გამოსახულება.
15. თვითმაშველი– მიწისქვეშა ავარიის (აფეთქება, ხანძარი, აირის უეცარი გამოტყორცნა, ჩამოქცევა) შემთხვევაში ადამიანის სუნთქვისათვის უვარგის გარემოში ინდივიდუალური დაცვისათვის ერთჯერადი გამოყენების აპარატი.
16. რესპირატორი– მომწამვლელი აირების და მტვრის მავნე ზემოქმედებისაგან ადამიანის სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დამცავი მოწყობილობა.
17. სავენტილაციო ჭავლის რევერსია (შექცევა)–გვირაბში ჰაერის მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოზე ხელოვნური შეცვლა.
18. სამთო–სამაშველო სამსახური (შემდგომ–სამაშველო სამსახური)– ობიექტის შემადგენლობაში მყოფი ან სახელშეკრულებო საწყისებზე მოწვეული სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი და საგანგებოდ მომზადებული სამსახური, რომლის დანიშნულებაა ობიექტზე ავარიის თავიდან აცილება, აგრეთვე, ავარიის შემთხვევაში ადამიანების გადარჩენა და ავარიის ლიკვიდაცია.
19. ტექნიკური ზედამხედველი – ობიექტის ხელმძღვანელის ინდივიდიალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დანიშნული სპეციალისტი, რომელიც პასუხისმგებელია გვირაბში პროექტის შესაბამისად სამუშაოების უსაფრთხო წარმოებაზე.
20. თანამდებობრივი ინსტრუქცია – ობიექტის მიერ დამტკიცებული ხელმძღვანელების და სპეციალისტების უფლება–მოვალეობებისა და პასუხისმგებ–ობის განმსაზღვრელი დოკუმენტი.
21. საწარმოო ინსტრუქცია – სპეციალურად შემუშავებული და ობიექტის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული კონკრეტული სამუშაოს ჩატარების წესებისა და თანმიმდევრობის განმსაზღვრელი დოკუმენტი.
პერსონა