1. ტექნიკური რეგლამენტი იმ მიწისქვეშა ობიექტების მშენებლობის (რეკონსტრუქციის) და  ექსპლუატაციის შესახებ, რომლებიც არ არიან დაკავშირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან (შემდგომში – რეგლამენტი) ადგენს ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებს იმ ბუნებრივად ან ხელოვნურად შექმნილი მიწისქვეშა სივრცის (მღვიმის, გამოქვაბულის, გვირაბის) გამოყენებისა და მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად, სადაც არ წარმოებს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული სამუშაოები.

2. რეგლამენტი ვრცელდება ბუნებრივად შექმნილ მღვიმეებში და გამოქვაბულებში განთავსებული ობიექტების (შემდგომში–ობიექტი) მშენებლობაზე (რეკონსტრუქციაზე), ექსპლუატაციაზე, მასში არსებულ პროცესებზე, მომსახურე პერსონალზე და სავალდებულოა ყველა იმ საწარმოსა და ორგანიზაციისათვის, რომელიც ამ ობიექტს იყენებს ადმიანთა ორგანიზებული დაშვების მიზნით.

3. რეგლამენტის მოთხოვნები არ ვრცელდება აირის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახ მიწისქვეშა ობიექტებზე, სატრანსპორტო და საკოლექტორო გვირაბებზე, აგრეთვე, მეტროპოლიტენზ