1. ობიექტის დაპროექტების და მშენებლობის დროს  გათვალისწინებული უნდა იქნეს შენობის, ნაგებობის და კომუნიკაციების ქვეშ მათი განთავსებისას  მიწისქვეშა და მიწისზედა ობიექტების ერთმანეთზე შესაძლო გავლენის მომხდენი მავნე შედეგების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები.

2. ობიექტის მშენებლობის  (რეკონსტრუქციის) პერიოდში ახალი გვირაბის გაყვანასთან დაკავშირებული  სამუშაოები (მათ შორის, გვირაბის ზომებისა და ფორმის და საყრდენი მთელანების შეცვლა), აგრეთვე, გვირაბის კვლავმაგრების სამუშაოები უნდა შესრულდეს საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ და  ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტების  მოთხოვნათა შესაბამისად.

3. მშენებარე და მოქმედ ობიექტზე სატელეფონო კავშირის გარდა მოწყობილი უნდა იყოს სპეციალური ავარიული სიგნალიზაცია.

4. აკრძალულია ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება, თუ სრულად არაა დაცული უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმებ