1. ფაბრიკის მშენებლობა და რეკონსტრუქცია უნდა განხორციელდეს დადგენილი წესით დამტკიცებული პროექტების შესაბამისად.

2. ახალი და რეკონსტრუირებული ფაბრიკების, აგრეთვე, მოქმედი ფაბრიკების ახალი განყოფილებების და საამქროების ექსპლუატაციაში მიღება უნდა მოხდეს კომისიის მიერ, ტექზედამხედველობის, სანიტარიული და საგანგებო სიტუაციებში პასუხისმგებელი სამსახურის (ორგანოების) ექსპერტთა მონაწილეობით.

3. აკრძალულია სამრეწველო ობიექტების ამუშავება და ექსპლუატაცია, თუ სრულად არაა დაცული უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.

4. ყველა ასამუშავებელ საამქროს, დანადგარს უნდა ჰქონდეს საწარმოს მიერ დამუშავებული მოწყობილობის უსაფრთხო მომსახურების ინსტრუქციები, აგრეთვე, წარმოების ამ პროცესის ტექნოლოგიური ინსტრუქციები (რუკები