1. მამდიდრებელი ფაბრიკა – საწარმო, რომლის დანიშნულებაა სასარგებლო წიაღისეულის მექანიკური გადამუშავება იმ მიზნით, რომ მიღებულ იქნეს ერთი ან რამდენიმე სასაქონლო პროდუქცია სასარგებლო მინერალების გაზრდილი ან მავნე მინარევების შემცირებული შემცველობით.
2. სამსხვრევ-სახარისხებელი ფაბრიკა – საწარმო, რომლის დანიშნულებაა ქანის დამსხვრევა-გაცხრილვა იმ მიზნით, რომ მიღებულ იქნეს სასურველი გრანულომეტრიული შედგენილობის პროდუქტი.
3. სააგლომერაციო ფაბრიკა – საწარმო, რომლის დანიშნულებაა მტვრისებრი წვრილი მადნის, კონცენტრატების და ლითონშემცველი ნარჩენების თერმული შეცხობით დანაჭროვნება.
4. მომგუნდავებელი ფაბრიკა – საწარმო, რომლის დანიშნულებაა ქიმიური, ფიზიკური, თერმული ან კომბინირებული მეთოდებით წვრილმანი ან დაწვრილმანებული კონცენტრატების დანაჭროვნება.
5. ფლოტაცია – სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების მეთოდი, რომელიც ემყარება დაწვრილმანებული მინერალების ფაზათა გაყოფის საზღვარზე დასველებადობით ან ზედაპირის აქტივობით შერჩენის სხვადასხვა უნარს.
6. ფლოტაციური რეაგენტები – ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც მიეწოდება პულპას, მოქმედებს მყარი და თხევადი ნივთიერებების ფაზათა გამყოფ საზღვარზე და ქმნის მინერალთა სელექციური გაყოფის პირობებს.
7. გრავიტაციული გამდიდრება – მინერალური მარცვლების სიმკვრივის, ფორმის ან სისხოს მიხედვით დაყოფის პროცესი.
8. გარეცხვა – გრავიტაციული გამდიდრების პროცესი, რომლის დროსაც ხორციელდება მასალაში მინერალური მარცვლებიდან მაცემენტებელი მინარევების წყლის საშუალებით მოცილება.
9. დალექვა – გრავიტაციული გამდიდრების პროცესი, რომლის დროსაც მინერალური მარცვლების სიმკვრივისა და სისხოს მიხედვით ფენებად დაყოფა წარმოებს სითხის პულსირებულ ნაკადში.
10. მძიმე სუსპენზიებში გამდიდრება – გრავიტაციული გამდიდრების პროცესი, რომლის დროსაც სხვადასხვა სიმკვრივის მარცვლების დაყოფა წარმოებს შუალედური სიმკვრივის სუსპენზიაში.
11. დაციანება – მადნებიდან კეთილშობილი ლითონების ამოკრეფა (გამოტუტვა) ციანიდების ხსნარის საშუალებით.
12. ამალგამაცია – ვერცხლისწყლის საშუალებით მადნიდან კეთილშობილი ლითონების არჩევითი ამოკრეფის პროცესი.
პერსონა