1. სამუშაოს დაწყებამდე მუშა უნდა დარწმუნდეს სამუშაო ადგილის უსაფრთხო მდგომარეობაში, შეამოწმოს მუშაობისათვის საჭირო მცველი მოწყობილობის, ინსტრუმენტების, მექანიზმებისა და სამარჯვების არსებობა და წესივრულობა. ისეთი უწესივრობების აღმოჩენისას, რომელთა აღმოფხვრაც მას არ შეუძლია, მუშა ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს ტექნიკურ ზედამხედველს და არ დაიწყოს მუშაობა.

2. ფაბრიკის ადმინისტრაცია ვალდებულია დროულად მოამარაგოს მუშები შესაბამისი სპეცტანსაცმლითა და ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით დადგენილი ნორმების მიხედვით. სპეცტანსაცმელი უნდა იყოს წესივრულ მდგომარეობაში, რაც გამორიცხავს მის მიტაცებას მოწყობილობის მოძრავი და მბრუნავი ნაწილებით. მომუშავეს თმები დაფარული უნდა ჰქონდეს თავსაბურავით. ფაბრიკაში უნდა წარმოებდეს აირწინაღებისა და რესპირატორების (გარდა ერთჯერადი გამოყენებისა) გამოყენების დროის აღრიცხვა.

3. ცვლის განმავლობაში თითოეული სამუშაო ადგილი უნდა დაათვალიეროს ტექნიკურმა ზედამხედველმა, რომელმაც უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნების დარღვევისას არ უნდა დაუშვას სამუშაოების წარმოება.

4. სამუშაო ადგილები უნდა განათდეს განათებულობის მოქმედი ნორმების შესაბამისად. საამქროებში ავარიული განათება სრულდება სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესაბამისად და აქვს დამოუკიდებელი კვება. მუდმივი ხელოვნური განათება შეიძლება იყოს მხოლოდ ელექტრული.

5. ფაბრიკების სათავსების, რეაგენტების საწყობების და სხვა ობიექტების განათებულობა უნდა შეესაბამებოდეს საწარმოო სათავსების ბუნებრივი და ხელოვნური განათებულობის მოქმედ ნორმებს. ფაბრიკაში ავარიული განათების არარსებობის შემთხვევაში სამუშაო ადგილებთან უნდა იყოს აკუმულატორული სანათები.

6. საგანწესო სათავსებში, სამუშაო ადგილებზე, დანადგარებთან და ადამიანების გადაადგილების გზებზე უნდა დაიკიდოს უსაფრთხოების ტექნიკის პლაკატები და ნიშნები.

7. სამუშაო ადგილებსა და გასასვლელებში უნდა იყოს სისუფთავე და წესრიგი. სამუშაო ადგილების და გასასვლელების ჩახერგვა დაუშვებელია.

8. სხვადასხვა მასალების, მანქანების დეტალების და წარმოების ნარჩენების შესანახად გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური ადგილები.

9. აკრძალულია უშუალოდ სამუშაო ადგილზე მოწევა და საკვების მიღება.

10. აკრძალულია წყლის დალევა ტექნიკური წყალსადენიდან.

11. სამუშაო ადგილებთან ახლოს უნდა დაიდგას ავზაკები სასმელი წყლით, შადრევნიანი ონკანები ან მუშებს უნდა მიეცეს წყლის სპეციალური მათარები. ცხელ საამქროებსა და განყოფილებებში მუშები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ გაზიანი წყლით.

12. ფაბრიკაში მომუშავეთა გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ამისთვის განკუთვნილი გასასვლელებით, კიბეებითა და ბაქნებით. მილებზე, ღარებზე, ბარიერებსა და სხვა მოწყობილობაზე გადაძრომა დაუშვებელია.

13. ყველა სამოსამსახურო ბაქანი, გადასასვლელი ბოგა და კიბე უნდა იყოს მტკიცე, მდგრადი, არანაკლებ 1 მ სიმაღლის მოაჯირით. მოაჯირს უნდა ჰქონდეს კადონი და მთლიანი შემოფიცვრა ქვედა ნაწილში, 0,14 მ სიმაღლეზე.

14. 0,3 მ-ზე მეტ სიმაღლეზე განლაგებული სამუშაო ბაქნები შემოფარგლული უნდა იყოს მოაჯირით და უნდა ჰქონდეს კიბეები.

15. მოწყობილობის მომსახურებისთვის განკუთვნილი ბაქნები და კიბის საფეხურები ისეთნაირად უნდა იყოს შესრულებული, რომ მათზე არ დაგროვდეს ტენი და ტალახი.

16. სამუშაო მოედნების და მექანიზმების კიბეების დახრილობის კუთხე არ უნდა აღემატებოდეს:

ა) თუ კიბე მუდმივადაა ექსპლუატაციაში – 450-ს;

ბ) ცვლაში 1-2–ჯერ გამოყენებისას – 600-ს;

გ) ზუმპფებში, ჭებში – 750-ს.

17. ყველა შემთხვევაში კიბეების სიგანე უნდა იყოს, სულ მცირე, 0,6 მ, საფეხურების სიმაღლე – არა უმეტეს 0,3 მ-ისა, საფეხურების სიგანე – სულ მცირე, 0,25 მ. კიბეების ლითონის საფეხურები და ბაქნები უნდა დამზადდეს დაღარული ლითონისაგან. ზუმპფებსა და ჭებში დასაშვებია კავების გამოყენება.

18. ფაბრიკის სათავსები და ტერიტორიაზე განლაგებული ყველა სამონტაჟო ღიობი, თანაორმო, ზუმპფი, ჭა, თხრილი შემოღობილი უნდა იყოს 1 მ სიმაღლის მოაჯირით, რომელიც ქვედა ნაწილში, 0,14 მ სიმაღლეზე მთლიანად უნდა იყოს შემოფიცრული, ხოლო გადასვლის ადგილებში უნდა დაიდგას, სულ მცირე, 1 მ სიგანის გასასვლელი ბოგები.

19. იმ შემთხვევაში, თუ ზუმპფები, ორმოები, თანაორმოები, სადრენაჟო თხრილები და ჭები გადახურულია მთელ ზედაპირზე თანაბრად დაგებული ფენილით, მოაჯირების მოწყობა არაა საჭირო.

20. მილებმა და ღარებმა არ უნდა ჩახერგოს სამუშაო ბაქნები. თუ მილები და ღარები კვეთს გასასვლელებს და სამუშაო ბაქნებს, ისინი უნდა განლაგდეს იატაკიდან არანაკლებ 1,8 მ სიმაღლეზე.

21. გასასვლელების და სამუშაო ბაქნების რეაგენტსადენებით გადაკვეთისას, ეს უკანასკნელები უნდა მოთავსდეს რეაგენტგაუღწევ ქვეშში. მინიმალური მანძილი გასასვლელის (სამუშაო ბაქნის) იატაკის დონიდან გარსაცმის ან ქვეშის ყველაზე უფრო გამოწეულ ნაწილამდე უნდა იყოს, სულ მცირე, 2 მ.

22. იატაკიდან 1,5 მ-ზე მეტ სიმაღლეზე განლაგებულ დაწნევის არმატურასთან, რომელსაც არ აქვს ავტომატური მართვა, ასევე საზომ-საკონტროლო ხელსაწყოებთან, უნდა მოეწყოს, სულ მცირე, 0,8 მ სიგანის სტაციონარული ბაქნები.

23. მინიმალური მანძილი სიოში მანქანების და აპარატების მოსაზღვრე გაბარიტებსა და კედლებსა და მოწყობილობის გაბარიტებს შორის უნდა იყოს, სულ მცირე:

ა) ძირითად გასასვლელებში – 1,5 მ;

ბ) მანქანებს შორის სამუშაო გასასვლელებში – 1 მ;

გ) კედლებსა და მანქანებს შორის სამუშაო გასასვლელებში – 0,7 მ;

დ) ადგილობრივი შევიწროება ნორმალური სამუშაო გასასვლელების შენარჩუნებისას მანქანებს შორის და კედელსა (სამშენებლო კონსტრუქციის) და მანქანას შორის – 0,7 მ;

ე) ავზებთან, როფებთან და რეზერვუარებთან მომსახურებისა და რემონტისათვის გასასვლელებში – 0,6 მ.

24. მოწყობილობის რემონტის დროს მსხვილი საცვლელი კვანძების და დეტალების ტრანსპორტირებისათვის გასასვლელების მინიმალური მანძილი განისაზღვრება კვანძების და დეტალების ყველაზე დიდი განივი ზომებით თითოეულ გვერდზე 0,6 მ-ის დამატებით.

კარი II

ტექნოლოგიური პროცესები და მოწყობილობა

თავი IV

ზოგადი მოთხოვნები ტექნოლოგიური პროცესებისა და მოწყობილობის მიმა