1. აალებადი მასალები (ზეთი, საწმენდი მასალები და ა.შ.) გატანილ უნდა იქნეს შედუღების წარმოების ადგილიდან, სულ მცირე, 10 მ მანძილზე მაინც.
2. შედუღების წარმოებისას ნაგებობის ხის ან სხვა იწვებადი ნაწილები, რომლებიც შედუღების ადგილიდან დაშორებულია 2 მ-მდე მანძილით, დაცულ უნდა იქნენ აზბესტის ან ფოლადის ფურცლებით.
3. საშემდუღებლო სამუშაოების წარმოების ადგილთან უნდა იყოს ცეცხლსაქრობი, ბრანდსპოიტი უახლოეს სახანძრო ქანჩთან მიერთებული სახანძრო სახელოთი ან კასრი, სულ ცოტა, 1მ3 წყლის მარაგით და ყუთი ქვიშით.
4. მძიმე და დიდი დეტალების შედუღება ნებადართულია ჩატარდეს მხოლოდ შესაბამისი ამწევი მოწყობილობის არსებობისას, რომელიც შესადუღებელი დეტალების მოხერხებულად გადაადგილების და შემოტრიალების საშუალებას იძლევა.
5. მუშებს, რომლებიც ამზადებენ დეტალებს შესადუღებლად (მათი გაწმენდა შედუღებამდე და შედუღების შემდეგ), უნდა მიეცეთ სპეციალური დამცავი სათვალეები.
6. საშემდუღებლო სახელოსნოში აკრძალულია ნავთის, ბენზინის და სხვა ადვილაალებადი საწვავი ნივთიერების შენახვა.
7. სანა
თურები და საჭრელები, რომლებიც მუშაობენ თხევად საწვავზე და განკუთვნილია აირსაჭრელი სამუშაოების ჩასატარებლად, უნდა აღიჭურვოს უკუსარქვლებით, რომლებიც გამორიცხავენ უკუდარტყმას ჟანგბადის შლანგში.
თავი V
სარეაგენტო მეურნეობ
მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 13. აირალიანი სამუშაოები
თავი IV — ზოგადი მოთხოვნები ტექნოლოგიური პროცესებისა და მოწყობილობის მიმართ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 7. დაპროექტება, მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება
- მუხლი 8. ექსპლუატაცია
- მუხლი 9. მოწყობილობის ექსპლუატაცია
- მუხლი 10. მოწყობილობის პროფილაქტიკური დათვალიერება
- მუხლი 11. მომზადება სარემონტო სამუშაოებისათვის
- მუხლი 12. სარემონტო სამუშაოები
- მუხლი 14. ზოგადი მოთხოვნები სარეაგენტო მეურნეობის მიმართ
- მუხლი 15. რეაგენტის საწყობები
- მუხლი 16. რეაგენტების მომზადება
- მუხლი 17. სამსხვრეველები
- მუხლი 18. ცხავები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 13, №1-1/609, 17.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.22.024.010.221 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70210/muxli-13/