1. სამსხვრეველას ოპერატორის სამუშაო ბაქანს უნდა ჰქონდეს ლითონის გისოსოვანი შემოღობვა სამსხვრეველადან ბაქანზე მადნის ნატეხების შესაძლო ამოყრის თავიდან ასაცილებლად.
2. სამსხვრეველადან მადნის ნატეხების ამოყრის თავიდან აცილების მიზნით ჩასატვირთი ღიობები:
ა) კონუსური სამსხვრეველასათვის იხურება ყრუ მოსახსნელი გადაღობვით;
ბ) ყბებიანი სამსხვრეველასათვის შემოიფარგლება, სულ მცირე, 1 მ სიმაღლის გვერდითი ყრუ შემოღობვით, რომელსაც აქვს საჩეხები.
3. სამსხვრეველას სამუშაო სივრცეში მადნის დიდი ნატეხების გაჩხირვისას ისინი სამსხვრეველადან ამწევი საშუალებებით უნდა იქნეს მოცილებული ან აფეთქებული საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მაისის №95 დადგენილებით დამტკიცებული „საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნების დაცვით. სამსხვრეველაში გაჩხირული მადნის ნატეხების ხელით მოცილება დაუშვებელია. სამსხვრეველას სამუშაო სივრცეში გაჩხირული მადნის ნატეხების დამტვრევა ჩაქუჩით ან სანგით აკრძალულია.
4. სამსხვრეველას სამუშაო სივრცეში ადამიანების ჩაშვებისას აუცილებელია დამცავი ქამრების გამოყენება და სამსხვრეველას ჩასატვირთი ღიობების ზემოთ დროებითი ფენილების მოწყობა, რომლებიც დაიცავენ ადამიანებს გარეშე საგნების შემთხვევითი ვარდნისაგან.
5. სამსხვრეველაში მოხვედრილი ლითონის ჭრა უნდა ხდებოდეს განწეს-დაშვებით ტექნიკური ზედამხედველის მეთვალყურეობით.
6. სამსხვრეველას ჩახერგვით ავარიული გაჩერებისას ჩახერგვისაგან გათავისუფლება და ამუშავება ხდება საწარმოს ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად.
7. ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ჩაქუჩებიან სამსხვრეველებს უნდა ჰქონდეს ბლოკირება, რომელიც გამორიცხავს ამუშავების შესაძლებლობას, თუ კორპუსის სახურავი ღიაა. ჰორიზონტალური ჩაქუჩებიანი სამსხვრეველების კორპუსის სახურავების გახსნა და დაკეტვა, თუ მასა 50 კგ-ს აღემატება, უნდა ხდებოდეს მექანიკური ხერხით
მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 17. სამსხვრეველები
თავი VI — მსხვრევა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 11. მომზადება სარემონტო სამუშაოებისათვის
- მუხლი 12. სარემონტო სამუშაოები
- მუხლი 13. აირალიანი სამუშაოები
- მუხლი 14. ზოგადი მოთხოვნები სარეაგენტო მეურნეობის მიმართ
- მუხლი 15. რეაგენტის საწყობები
- მუხლი 16. რეაგენტების მომზადება
- მუხლი 18. ცხავები
- მუხლი 19. მკვებავები
- მუხლი 20. საერთო მოთხოვნები წისქვილებისა და კლასიფიკატორების მიმართ
- მუხლი 21. წისქვილები
- მუხლი 22. კლასიფიკატორები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 17, №1-1/609, 17.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.22.024.010.221 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70210/muxli-17/