1. გაჩერების შემდეგ წისქვილის შიგა დათვალიერება და რემონტი უნდა მოხდეს მხოლოდ მისი სამუშაო სივრცის განიავებისა და ჰაერის ნორმალური შედგენილობის უზრუნველყოფის შემდეგ.
2. წისქვილის შიგნით მუშაობა დასაშვებია ტექნიკური ზედამხედველი პირის ან ბრიგადირის მეთვალყურეობით და ერთი გარე დამკვირვებლის თანდასწრებით.
3. ლიუკის სახურავის ქანჩების ამოხრახნა ან მოშვება, როდესაც წისქვილის ლიუკი ქვემოთაა, აგრეთვე, ლოკოკინასებრი მკვებავის გარსაცმის ჭანჭიკების დამაგრება წისქვილის მუშაობისას,აკრძალულია.
4. კონტეინერებში ბურთულების ჩატვირთვისას ჩატვირთვის ადგილი უნდა შემოიღობოს და დაიკიდოს პლაკატი „საშიშია“. კონტეინერის აწევისას ადამიანები უნდა იმყოფებოდნენ კონტეინერიდან უსაფრთხო მანძილზე. კონტეინერი ბურთულებით უნდა ჩაიტვირთოს ბორტებზე 100 მმ-ით ნაკლებ სიმაღლეზე.
5. ბურთულების ჩამტვირთავი მკვებავების, აგრეთვე ღეროების ჩამტვირთავი მექანიზმების გამოყენებისას უნდა დამუშავდეს მათი უსაფრთხო მუშაობის წესის განმსაზღვრელი სპეციალური ინსტრუქციები
მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 14.09.2012
მუხლი 21. წისქვილები
თავი VII — დაწვრილმანება და კლასიფიკაცია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. რეაგენტის საწყობები
- მუხლი 16. რეაგენტების მომზადება
- მუხლი 17. სამსხვრეველები
- მუხლი 18. ცხავები
- მუხლი 19. მკვებავები
- მუხლი 20. საერთო მოთხოვნები წისქვილებისა და კლასიფიკატორების მიმართ
- მუხლი 22. კლასიფიკატორები
- მუხლი 23. საფლოტაციო მანქანები
- მუხლი 24. საფლოტაციო რეაგენტები
- მუხლი 25. მაგნიტური და ელექტრომაგნიტური სეპარატორები
- მუხლი 26. ელექტრული სეპარატორები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მადნეული და არამადნეული სასარგებლო წიაღისეულის სამსხვრევ-სახარისხებელი, მამდიდრებელი, სააგლომერაციო და მომგუნდავებელი ფაბრიკების უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 21, №1-1/609, 17.04.2007, სარეგისტრაციო კოდი 380.090.000.22.024.010.221 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/70210/muxli-21/