1. თხევადი რეაგენტებისა და რეაგენტების ხსნარების მიწოდება სახარჯო ბაქნებზე შუალედურ ავზებსა და მკვებავებზე, როგორც წესი, უნდა ხდებოდეს მექანიკური ხერხით.

2. ციანიდებისა და გოგირდოვანი ნატრიუმის მიწოდება მშრალი სახით უშუალოდ პროცესის კვების წერტილებში დაუშვებელია.

3. დასაშვებია საფლოტაციო განყოფილების ფარგლებში რეაგენტების მცირე რაოდენობის გადატანა სპეციალური დახურული ჭურჭლებით.

4. რეაგენტების სინჯების აღება უნდა ხდებოდეს მექანიკური ხერხით. სინჯების ხელით აღებისას მუშები უნდა სარგებლობდნენ სინჯსაღებით, რომელსაც აქვს, სულ მცირე, 200 მმ სიგრძის სახელური.

5. სარეაგენტო ბაქნებზე განლაგებული ციანიდების სახარჯო ავზები მოთავსებული უნდა იყოს იზოლირებულ სათავსში, რომელსაც აქვს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია. სათავსი კლიტით უნდა იკეტებოდეს.

6. რეაგენტების როფებს, შუალედურ და სახარჯო ავზებს და მათთან დაკავშირებულ კომუნიკაციებს უნდა ჰქონდეს საავარიო ტევადობები, რომლებშიც საჭიროების შემთხვევაში რეაგენტები გადაშვებული უნდა იქნეს მთლიანად თვითდინებით.

7. სარეაგენტო ბაქნების ჩამდინარი წყლების მოცილება უნდა ხდებოდეს სპეციალური მილსადენით, რომელიც გვერდს უვლის საფლოტაციო განყოფილების სადრენაჟო მოწყობილობას. მჟავების შერევა ციანიდებისა და ქსანტოგენატების ხსნარებთან დაუშვებელია.

8. ცვლის უფროსი (ოსტატი) ვალდებულია შეამოწმოს, აქვს თუ არა სარეაგენტო ბაქნების მომსახურე პერსონალს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და წესრიგშია თუ არა ისინი.

9. ციანიდების რეაგენტსადენები ისე უნდა იყოს შეყვანილი მიწოდების წერტილებში, რომ გამოირიცხოს ციანიდის ხსნართან თავისუფლად შეღწევის შესაძლებლობა. დაუშვებელია რეაგენტების რაოდენობის გაზომვა მათი მიწოდების წერტილებში.

თავი IX

მაგნიტური, ელექტრომაგნიტური და ელექტრული სეპარაც