1. მაგნიტური და ელექტრომაგნიტური სეპარატორების ექსპლუატაციისას დაუშვებელია მაგნიტურ სისტემასთან რკინის საგნების მიტანა.

2. ელექტრომაგნიტური სეპარატორის გაჩერებისას მაგნიტური სისტემის გრაგნილებიდან ძაბვა უნდა მოიხსნას.

3. მშრალი მაგნიტური და ელექტრომაგნიტური სეპარაციის დროს აპარატურა მოთავსებული უნდა იყოს ჰერმეტულ კორპუსში, რომელსაც აქვს მილყელები გამწოვი ვენტილაციის მისაერთებლად. დაუშვებელია სეპარატორების ექსპლუატაცია უწესივრო ან გამორთული ვენტილაციით.

4. სეპარატორებისა და ღარების სათვალიერებელი და საჩხრეკი ლიუკები მუშაობის დროს დაკეტილი უნდა იყოს. აკრძალულია ნაფოტების ტკეჩების ხელით ამოღება მკვებავის ღარიდან.

5. აკრძალულია სეპარატორის ღრეჩოსა და ლენტის სვლის სისწორის რეგულირება გარეშე საგნების გამოყენები