1. აფეთქებასაფრთხიან და ხანძარსახიფათო საწარმოო სათავსებში, სადაც შეიძლება დიდი რაოდენობით ხანძარსახიფათო ან მომწამლავი ორთქლი და აირები გამოიყოს, აგრეთვე, ჩაქუჩიანი სამსხვრეველას განყოფილებებში, სადაც სამსხვრეველებში მტვრის აფეთქებისას მოსალოდნელია გოგირდოვანი აირების გამოყოფა, გათვალისწინებული უნდა იყოს ავარიული გამწოვი ვენტილაციის მოწყობა.
2. ჩაქუჩიანი სამსხვრეველების სამუშაო სივრცეში გოგირდოვანი მადნის მტვრის აფეთქების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია უზრუნველყოფილ იქნეს:
ა) ნამუშევარი ორთქლის ან წვრილფრქვეული წყლის მუდმივი მიწოდება (ნისლწარმომქმნელებით, ფრქვევანებით) მომუშავე სამსხვრეველების მსხვრევის ზონაში;
ბ) სამსხვრეველებზე სტატიკური ელექტრობის დაგროვებისაგან დაცვა სამსხვრევ განყოფილებაში ელექტროტექნიკური მოწყობილობის, მილსადენების, ლითონის ჰაერსატარების, კონვეიერების ჩარჩოების, ლითონის კონსტრუქციების ჩამიწების უწყვეტი წრედის საშუალებით.
3. მადანში ან გოგირდის მტვერში გოგირდის წვის კერების ჩასაქრობად გათბობად სამსხვრევ განყოფილებებსა და საკონვეიერო გალერეებში (მშრალი მსხვრევისას) გათვალისწინებული უნდა იყოს სახანძრო ონკანიანი ხანძარსაწინაღო წყალსადენები, ცივ განყოფილებებსა და გალერეებში – მშრალსადენები და ცეცხლსაქრობები.
4. ჩაქუჩიანი სამსხვრეველების განყოფილებებში მუშებს უნდა მიეცეთ მამხოლოებელი აირწინაღები სამსხვრეველების ღრუში წარმოქმნილი გოგირდოვანი გაზებისაგან დასაცავად.
5. გოგირდოვანი მადნების საშუალო მსხვრევისათვის ზედაპირის ნულოვანი ნიშნულის ქვემოთ სამსხვრეველების განლაგება აკრძალული