1. ფაბრიკებში სამუშაოების ტექნიკურ ხელმძღვანელებად დაიშვებიან პირები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ტექნიკური ან საშუალო სამთო-ტექნიკური განათლება, ან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაიარეს სწავლება.

2. ხელმძღვანელებს და სპეციალისტებს უნდა შეეძლოთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სარგებლობა და იცოდნენ პირველი სამედიცინო დახმარების ხერხები.

3. ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა მუშაობის დაწყების წინ უნდა გაიარონ ორკვირიანი სტაჟირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სტაჟირებასა და სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულებაზე დაშვება ფორმდება ბრძანებით.

4. საწარმოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა, რომლებიც დასაქმებულნი არიან ფაბრიკების დაპროექტებით, მშენებლობით, ექსპლუატაციით, ტექნიკური ზედამხედველობით, მოწყობილობის გამართვითა და გამოცდით, აგრეთვე, კადრების მომზადებით, უნდა გაიარონ „წესებისა“ და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნის პირველადი შემოწმება მათი საქმიანობის შესაბამისი მოცულობით.

5. „წესებისა“ და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნის პერიოდული შემოწმება ტარდება, სულ ცოტა, 3 წელიწადში ერთხელ.

6. ხელმძღვანელები და სპეციალისტები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ჩაჩქანით, სპეცტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ხელთათმანებით და სხვა დამცავი საშუალებებით.

7. ხელმძღვანელებს და სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებ