1. ობიექტისათვის, თავისი ბუნებრივი და ექსპლუატაციის პირობებიდან, აგრეთვე, კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, შედგენილი უნდა იქნეს ავარიის ლიკვიდაციის გეგმა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტის (შემდგომში-სტანდარტი) მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ავარიის ლიკვიდაციის გეგმას ადგენს და ამტკიცებს ობიექტის ხელმძღვანელი.
3. რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მცირე ობიექტზე ავარიის ლიკვიდაციის გეგმის ნაცვლად, ავარიული სიტუაციის შემთხვევისათვის შესაძლებელია ობიექტის ხელმძღვანელის მიერ შედგენილ და დამტკიცებულ იქნეს ევაკუაციის გეგმა.
4. ობიექტზე მომუშავე პირები გაცნობილი უნდა იყვნენ ავარიის ლიკვიდაციის ან ევაკუაციის გეგმას და იცოდნენ ავარიის შემთხვევაში პირადი მოქმედების წესები.
5. აკრძალულია ობიექტზე სამუშაოდ იმ პირების დაშვება, რომლებიც არ არიან გაცნობილნი ავარიის ლიკვიდაციის ან ევაკუაციის გეგმა