1. ობიექტზე საშემდუღებლო და აირალიანი სამუშაოები უნდა შესრულდეს ობიექტის ხელმძღვანელის ნებართვით ტექნიკური ზედამხედველის მეთვალყურეობით.
2. საშემდუღებლო და აირალიანი სამუშაობის დამთავრების შემდეგ შედუღების და ჭრის ადგილი უნდა იყოს ტექნიკური ზედამხედველის ან სპეციალურად გამოყოფილი პირის მეთვალყურეობის ქვეშ, სულ ცოტა, 2 სთ-ის განმავლობაში.
3. შედუღების ადგილზე 2 მ მანძილზე ხის ან სხვა წვადი მასალები დაცული უნდა იქნეს უწვავი მასალის ფურცლებით.
4. აალებადი მასალები (ზეთი, ძენძი, საწმენდი მასალები და სხვ.) შედუღების ადგილიდან მოცილებული უნდა იქნეს, სულ ცოტა, 10 მ-ით.
5. საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარების ადგილზე გათვალისწინებული უნდა იქნეს ორი ცეცხლსაქრობი მაინც ან, სულ ცოტა, 1 მ3 ტევადობის წყლის ავზი და ქვიშიანი ყუთი.
6. ხის მასალით გამაგრებულ გვირაბში საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისას, ხის კონსტრუქცია შედუღების ადგილიდან ორივე მხარეს, სულ ცოტა, 5 მ მანძილზე უნდა იყოს დატენიანებული.
7. იმ შემთხვევაში, როდესაც არ შეიძლება ელექტროშედუღებით სარგებლობა, დასაშვებია ნავთსაჭრელის გამოყენება, ამასთან, ეს უკანასკნელი აღჭურვილი უნდა იყოს ჟანგბადის შლანგში უკუდარტყმის გავრცელების თავიდან ასაცილებელი სარქველით.
8. ნავთსაჭრელი ავზის შევსება უნდა მოხდეს მხოლოდ გვირაბის გარეთ. მუშაობისას ნავთიანი ავზის დაშორება ცეცხლის წყაროდან უნდა იყოს, სულ ცოტა, 5 მ. იმ შემთხვევაში თუ დაშორება 5 მ-ზე ნაკლებია, ავზის წინ უნდა დაიდგას უწვავი მასალისაგან დამზადებული ეკრან