1. გამოქვაბულში დამთვალიერებელთა დაშვებამდე ტექნიკური ზედამხედველის მიერ შემოწმებული უნდა იქნეს: გამოქვაბულის ჭერისა და გვერდების მდგომარეობა, სამარშრუტო ბილიკის, განათების და საკაბელო მეურნეობის, ელექტროდანადგარების, უსაფრთხოების ხელსაწყოების, აგრეთვე, დადგენილ მარშრუტზე ხანძარსაწინააღმდეგოდაცვის საშუალებების გამართულობა. შემოწმების შედეგები შეტანილი უნდა იყოს ჟურნალში.
2. მღვიმის (გამოქვაბულის) დღისეულ ზედაპირზე გამოსასვლელები უნდა გადაიღობოს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მიწისქვეშ უცხო პირების მოხვედრა.
3. გამოქვაბულის დარბაზებში ყოველთვიურად უნდა ჩატარდეს გვერდების და ჭერის დათვალიერება. ჭერზე და გვერდებზე ქანის აშრევების მოცილება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სპეციალური სამარჯვების დახმარებით. ძნელმისადგომ და საშიშ ადგილებში აღნიშნულ სამუშაოებს უნდა ასრულებდეს სამაშველო სამსახური.
4. საქვეითო გზა, რომელსაც გამოქვაბულის ძირთან შედარებით აქვს 0,5 მ ამაღლება, შემოღობილი უნდა იქნეს ბადიანი მოაჯირებით. შემოღობვის სიმაღლე უნდა იყოს, სულ ცოტა, 1,2 მ, ხოლო სიგანე, სულ ცოტა, 1,0 მ. საქვეითო გზის 60-ზე მეტად დახრისას, უნდა მოეწყოს მოაჯირიანი კიბეები.
5. გვირაბიდან მიწის ზედაპირზე დამატებითი გამოსასვლელი (შესასვლელი), აგრეთვე, გრუნტის წყლების ასარინებლად გათვალისწინებული არხები, თხრილები მუდმივად უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში.
6. დამთვალიერებელთა მაქსიმალური რაოდენობა მომსახურე პერსონალთან ერთად, რომლებიც ერთდროულად შეიძლება იმყოფებოდნენ გამოქვაბულში, განისაზღვრება პროექტით.
7. მღვიმეში (გამოქვაბულშ) დამთვალიერებელთა ჯგუფის დაშვება უნდა მოხდეს გამოქვაბულის შესასვლელის (გამოსასვლელის) წინ მოწყობილ მოსაცდელ ადგილზე ყველა დამთვალიერებლის შეკრების შემდეგ.
8. მღვიმეში (გამოქვაბულში) დამთვალიერებელთა გადაადგილება ექსკურსიამძღოლის ან ტექნიკური ზედამხედველის თანხლების გარეშე და გაუთვალისწინებელი მარშრუტით აკრძალულია.
9. ექსკურსიამძღოლი ვალდებულია დამთვალიერებელთა ჯგუფს გააცნოს გამოქვაბულში მათი ქცევის წესები, რომელიც გამოკრული უნდა იყოს გამოქვაბულის შესასვლელთან მოწყობილ მოსაცდელ ადგილზ