წიაღით მოსარგებლე ვალდებულია დადგენილი წესით შექმნას კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) ან ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სპეციალიზებული სამთო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მომსახურებით სამთო გვირაბზე ავარიის, მათ შორის, ნავთობის, გაზის ან ბუნებრივი წყალბადის ჭაბურღილზე ღია შადრევნის გაჩენის, თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისთვის.
საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2613 – ვებგვერდი, 06.06.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4096 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №673 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
თავი მეექვსე. პასუხისმგებლობა წიაღის კანონის დარღვევისათვ