„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოში ნავთობისა და გაზის რესურსებითა და ბუნებრივი წყალბადის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ოპერაციები რეგულირდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
2. 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) დაამუშაონ მყარი სასარგებლო წიაღისეულის საბადო, ნავთობისა და გაზის საბადო, ბუნებრივი წყალბადის საბადო, აგრეთვე მიწისქვეშა წყლების საბადო მომპოვებელ საწარმოთა დამტკიცებული პროექტების, სამთო სამუშაოების გეგმებისა და ტექნოლოგიური სქემების შესაბამისად.“.
3. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 49. მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) და წიაღით მოსარგებლის ვალდებულებები ავარიის ლიკვიდაციის დროს
წიაღით მოსარგებლე ვალდებულია დადგენილი წესით შექმნას კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფი (სამთო მაშველი) ან ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სპეციალიზებული სამთო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) მომსახურებით სამთო გვირაბზე ავარიის, მათ შორის, ნავთობის, გაზის ან ბუნებრივი წყალბადის ჭაბურღილზე ღია შადრევნის გაჩენის, თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციისთვის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თბილისი, 12 ივნისი 2025 წ. N673-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 12.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №673-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 380000000.05.001.102654.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №673-IIმს-XIმპ, 12.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 380000000.05.001.102654 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6524150/