„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. 38-ე მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დაიცვან წიაღის ის უბნები, რომლებიც გამოიყენება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასთან დაკავშირებული საინჟინრო ნაგებობების, მიწისქვეშა საცავების, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ნაგავსაყრელების, ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოსაწყობად;“;
ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) არ დაუშვან სასმელი წყლითა და ტექნიკური წყლით მომარაგების სათავო ნაგებობებთან ახლოს და მათი წყალშემკვრელი ფართობების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება;“.
2. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45. მოთხოვნები წიაღში ნარჩენების განთავსებისა და ჩამდინარე წყლების ჩაშვებისადმი
წიაღში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების განთავსება და ჩამდინარე წყლების ჩაშვება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი მოთხოვნები:
ა) ნარჩენების მართვა განხორციელდება მკაცრად დადგენილ საზღვრებში, იმ პირობით, რომ ავარიული სიტუაციის შექმნისას თავიდან იქნება აცილებული მათი სამთო გვირაბებში, დედამიწის ზედაპირზე და წყლის ობიექტებში მოხვედრა;
ბ) ნარჩენების განთავსება და ჩამდინარე წყლების ჩაშვება განხორციელდება ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს წიაღისა და გარემოს სხვა კომპონენტების მავნე ზემოქმედებისაგან დაცვას;
გ) უზრუნველყოფილი იქნება ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და გარემოს მდგომარეობის კონტროლის მუდმივი სისტემის არსებობა, აგრეთვე ავარიის შემთხვევაში მიღებული იქნება ეფექტიანი ზომები მოსახლეობის დაცვის და მისთვის ავარიის შესახებ დროული შეტყობინების მიზნით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 15 იანვრიდან.
ქუთაისი, 26 დეკემბერი 2014 წ. N3006-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.12.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3006-რს. სარეგისტრაციო კოდი — 380000000.05.001.017600.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3006-რს, 26.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 380000000.05.001.017600 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2672355/