„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის 31 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისთვის, თავდაცვის ატაშესთვის, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებისთვის განხორციელებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვებზე;“.
2. 21-ე მუხლის:
ა) 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;“;
ბ) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. თუ შესყიდვის ობიექტი არის ნავთობპროდუქცია (საწვავი), რომლის ღირებულება თავისი სპეციფიკის გამო დამოკიდებულია საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე არსებულ ცვალებად ფასზე ან/და ეროვნული ვალუტის ოფიციალურ გაცვლით კურსზე, ხელშეკრულების დადებამდე მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს მისაწოდებელი საქონლის ერთეულის ფასი, რომელიც გამოთვლილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ, აგრეთვე თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლების მიერ ნავთობპროდუქციის (საწვავის) შესყიდვაზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 2 ოქტომბერი 2019 წ. N5079-Iს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.10.2019.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.10.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5079-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 040090000.05.001.019615.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.10.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5079-Iს, 02.10.2019, სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.019615 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4669491/