„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საკონტროლო შესყიდვა – ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგნის ან ნივთიერების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე), მომსახურების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 ან 1432 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოსავლენად ადამიანის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება ანდა განხორციელების სიტუაციის შექმნა;
ე) კონტროლირებადი მიწოდება – დანაშაულის სათანადოდ გამოძიებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენის მიზნით საქართველოს ფარგლებში (ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს ფარგლების გარეთაც), საქართველოს ფარგლების გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების კონტროლირებადი გადაადგილება;“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. კონტროლირებადი მიწოდების განხორციელებისას შესაძლო ნივთიერი მტკიცებულება შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ ჩანაცვლდეს წინასწარ ნიშანდებული ან/და ყალბი (სიმულაციური) საგნით, დოკუმენტით, ნივთიერებით ან სხვა ობიექტით. ამ მიზნით დასაშვებია ყალბი (სიმულაციური) საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის სპეციალურად დამზადება, რის შესახებაც დგება ოქმი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თბილისი, 19 დეკემბერი 2019 წ. N5620-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.12.2019.
- როდის იქნა მიღებული „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.12.2019. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5620-რს. სარეგისტრაციო კოდი — 140100000.05.001.019707.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.12.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5620-რს, 19.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 140100000.05.001.019707 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4737873/