„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ორგანული კანონი |
1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15
პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მოთავსებულ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გაგზავნილი განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალურია. მათი გახსნა და ცენზურა აკრძალულია. ისინი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს საქართველოს სახალხო დამცველს.“.
2. მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათ შორის, სამხედრო ქვედანაყოფში, პენიტენციურ დაწესებულებაში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში;“.
3. მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ამოწმებს პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას; პირადად ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ და მსჯავრდებულებს; ამოწმებს მათი აღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
2. პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა ქცევის რეგულარული შემოწმების, აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი:
ა) მოწმის გარეშე, პირადად ან თარჯიმნის მეშვეობით ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ბ) ამოწმებს პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა იქ ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.
ქუთაისი, 1 მაისი 2015 წ. N3560-IIს |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 15. პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში მოთავსებულ პირთა მიერ საქართველოს სახალხო დამცველისათვის გაგზავნილი განცხადებები, საჩივრები და წერილები კონფიდენციალური
- მუხლი 18. საქართველოს
- მუხლი 19. 1. საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ამოწმებს პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუ
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3560-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 150000000.04.001.016137.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3560-IIს, 01.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 150000000.04.001.016137 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2834050/