„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1330-რს
სარეგისტრაციო კოდი
450030000.05.001.017108
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/10/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

 

მუხლი 1. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 22.05.2007, მუხ. 138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-8 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუზეუმ-ნაკრძალი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ფუძნდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სამინისტროს წარდგინების, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარდგინების საფუძველზე. მუზეუმ-ნაკრძალს მთლიანად ან ნაწილობრივ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძეგლები, აგრეთვე არქეოლოგიური ობიექტები და სხვა ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუზეუმ-ნაკრძალის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს მუზეუმ-ნაკრძალის დაფუძნების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორგანო.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით მუზეუმ-ნაკრძალს შეიძლება განესაზღვროს სამოქმედო არეალი, რომლის ფარგლებშიც იგი ახორციელებს ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ობიექტების მდგომარეობის სისტემატურ შემოწმებას და სხვა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.“.

2. მე-18 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ძეგლს სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან.

2. ეროვნული მნიშვნელობის უძრავ ძეგლს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად მინისტრის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

3. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის დადგენილებით დგინდება მომეტებული საჯარო ინტერესების მქონე ძეგლთა ნუსხა და მათზე მესაკუთრის (კანონიერი მოსარგებლის) მიერ საზოგადოების დაშვების წესი. „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-7, მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ ძეგლებზე საზოგადოების დაშვების წესი დგინდება მესაკუთრესთან (კანონიერ მოსარგებლესთან) წინასწარი შეთანხმებით; უთანხმოების შემთხვევაში რელიგიურ უფლებებს აქვს უპირატესობა ძეგლებზე საზოგადოების დაშვების უფლებასთან შედარებით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

25 სექტემბერი 2013 წ.

N1330-რს

რა შეცვალა ამ აქტმა (3 მუხლი)

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.09.2013.
როდის იქნა მიღებული „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1330-რს. სარეგისტრაციო კოდი — 450030000.05.001.017108.
რამდენი მუხლისგან შედგება „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1330-რს, 25.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 450030000.05.001.017108 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2034667/