თავი V — კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა, კლასიფიკაცია, მისთვის სტატუსის მინიჭება და მოხსნა
1. ძეგლს სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან.
2. ეროვნული მნიშვნელობის უძრავ ძეგლს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად მინისტრის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით წარადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს 2013 წლის 25 სექტემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 08.10.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.09.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.09.2013 კანონი №1330
წინა რედაქცია (22.05.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. ძეგლის კატეგორია 1. ძეგლს სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს პმთავრეზობის დადგენტის ბრძანებულებით შეიძლება განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან თუ იგი დაკავშირებულია უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მოვლენასთან, პიროვნებასთან, ერის განვითარების ეტაპთან და გამორჩეულ ზოგად ეროვნულ ღირებულებებთან. 2. ეროვნული მნიშვნელობის უძრავ ძეგლს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად მინისტრის მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით წარადგენს საქართველოს პრეზმიდერ-მინისტრი.