მუხლი 215. საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის საქართველოში დაუბრუნებლობა
თავი XXVIII — დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში
საზღვარგარეთ გატანილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის დადგენილ ვადაში საქართველოში დაუბრუნებლობა, –
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №989 – სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.79
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
მთავარი მონაცემები
სასჯელიჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(22)
საქმე №2კ-69აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.05.2021
…გასაუბრებისას პროკურორს დაუდასტურა, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობა ს. ნ–ს არ შეუსრულებია. 16. 2020 წლის 13 მარტს პროკურორმა გიორგი გაგნიძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის დაცვით. 17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი…
საქმე №2კ-26აპ.-13 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 25.04.2013
…დანაშაულის ჩადენისათვის განაჩენით დადგენილი სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, 215–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3, მე–16, მე–18 მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: მსჯავრდებულ ა. ხ-ის საჩივარი საპროცესო…
საქმე №ვ-1630-შ-60-06 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.11.2006
…სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006წ. 2 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, სისხლის სამართლის საქმეზე _ მოქალაქე ტ. ბ-შვილის მიერ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ. აღწერილობითი ნაწილი: სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი…
საქმე №2კ-517დად.-05 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.01.2005
…ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ნოემბრის დადგენილება უნდა გაუქმდეს და მას უნდა აღუდგეს მოკვლევის მიერ მიღებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების ვადა. სარეზოლუციო ნაწილი: პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 215-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც…
საქმე №2კ-16აპ.-03 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.01.2003
…სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და მას უნდა აღუდგეს განაჩენის სააპელაციო გასაჩივრების ვადა. სარეზოლუციო ნაწილი: ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 215-ე, 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა: გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 დეკემბრის განჩინება,…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 215, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-215/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია