განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270139618002302840 (1/10-18)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
ანა კვირტიას მდივნობით
პროკურორ - მ-----------------,ბრალდებულების - ა-–-------------–-–----------------------------------------
ადვოკატ - ჯ---------–----
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----------------- შუამდგომლობა
1.ბრალდებულ ა-–-------------–-–---- მიმართ
დაბადების თარიღი: 0--------- წელი,პირადი ნომერი: 5-----------
საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებელი,მისამართი: წ--–--------------------------–---------
2.ბრალდებულ ჯ----------------- მიმართ
დაბადების თარიღი: 2--------- წელი,პირადი ნომერი: 5----------,საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებელი,მისამართი: წ--–--------------------------–---------
სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
დადგენილია, რომ ა-–-------------–-–---- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ა-–-------------–-–---- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 თებერვალს, ღამის საათებში, ა-–-------------–-–---- და ჯ----------------- უკანონოდ შეაღწიეს წა-–--------------------------–--------ში მდებარე კ------------------- კუთვნილ შემოღობილ საძოვარზე, საიდანაც მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად დაეუფლნენ კ------------------- 1000 ლარად ღირებულ ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ხარს, რის შედეგადაც დაზარალებულ კ------------------- მიადგა 1000 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
დადგენილია, რომ ჯ----------------- ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ჯ----------------- მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 თებერვალს, ღამის საათებში, ა-–-------------–-–---- და ჯ----------------- უკანონოდ შეაღწიეს წა-–--------------------------–--------ში მდებარე კ------------------- კუთვნილ შემოღობილ საძოვარზე, საიდანაც მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, ფარულად დაეუფლნენ კ------------------- 1000 ლარად ღირებულ ერთ სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს - ხარს, რის შედეგადაც დაზარალებულ კ------------------- მიადგა 1000 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის 13 თებერვალს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ-----------------, ბრალდებულებს ა-–-------------–-–----, ჯ----------------- და ადვოკატ ჯ---------–---- შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებულები აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი, სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებენ, მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ისინი მიაწვდიან სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ მათ აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებულები ა-–-------------–-–-------------------------- ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულებს და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტათ ბრალდებულებს, რომ მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი მ---------------- შუამდგომლობს ა-–-------------–-–---- და ჯ----------------- მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:
ბრალდებული ა-–-------------–-–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა რეალურად მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული ჯ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა რეალურად მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
1.ა-–-------------–-–----გან ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს ა-–-------------–-–----, ხოლო ჯ-----------------გან ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს ჯ-----------------.
2.ა-–-------------–-–---- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სანთებელა დაუბრუნდეს ა-–-------------–-–----, ჯ----------------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფანარი კი - ჯ-----------------.
3.ჩხრეკის შედეგად ამოღებული ლითონის მავთული, ა-–-------------–-–---- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული წკეპლა, მასზე არსებული ბეწვით, აგრეთვე, ბეწვის ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ბრალდებულები და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ჯ---------–--- ეთანხმებიან ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
ა-–-------------–-–---- და ჯ----------------- ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
მოწმეების: ი-----–-------------–-----------------–--------------–-–----------–-----–---------------------–------------------–---------–--- გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ კ------------------- გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულების ა-–-------------–-–----ა და ჯ----------------- გამოკითხვისას მიცემული აღიარებითი ინფორმაცია, ჩხრეკის ოქმი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები - ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ამოცნობის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობა.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ა-–-------------–-–---- და ჯ----------------- ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მათ უნდა დაედოთ მსჯავრი.
ა-–-------------–-–---- და ჯ----------------- მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.
იმავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ----------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მ----------------ს, ბრალდებულებს ა-–-------------–-–----ა და ჯ-----------------, ასევე, მათი ინტერესების დამცველ ადვოკატ ჯ---------–---- შორის;
ბრალდებული ა-–-------------–-–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა რეალურად მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული ჯ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა რეალურად მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, იმავე 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
1.ა-–-------------–-–----გან ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს ა-–-------------–-–----, ხოლო ჯ-----------------გან ამოღებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს ჯ-----------------.
2.ა-–-------------–-–---- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სანთებელა დაუბრუნდეს ა-–-------------–-–----, ჯ----------------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფანარი კი - ჯ-----------------.
3.ჩხრეკის შედეგად ამოღებული ლითონის მავთული, ა-–-------------–-–---- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული წკეპლა, მასზე არსებული ბეწვით, აგრეთვე, ბეწვის ნიმუში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ბრალდებულები და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ჯ---------–--- ეთანხმებიან ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.
ჯ----------------- სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 თებერვლის 07:16 საათიდან;
ა-–-------------–-–---- სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 თებერვლის 07:16 საათიდან;
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, ჯ-----------------ა და ა-–-------------–-–---- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ ჯ-----------------ა და ა-–-------------–-–---- ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილვევლმა მოსამართლემ უგულებელყო საქართველოს სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა