განაჩენი

სისხლის სამართლის 16.02.2019
საქმის ნომერი
020100119002853185
დავის ტიპი
210 1
თარიღი
16.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020100119002853185 (1/92-19)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

16 თებერვალი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

სალომე ქობალიას მდივნობით

 

პროკურორ - ლ--------–----

ბრალდებულ - ჯ--------------- და

ადვოკატ - მ------------------

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორის - ლ--------–--- შუამდგომლობა

 

ბრალდებულ ჯ--------------- მიმართ,მამის სახელი - ჯ---------

დაბადებული: 2----------–--–--

საქართველოს მოქალაქე,პირადი №1-----------

უმაღლესი განათლების მქონე,დაოჯახებული,მისამართი: ქ-------------------–-------------

 

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ ჯ--------------- ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება და გამოყენება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ჯ---------------- რომელიც 2----–-–------------–-–-- გაზაფხულის ჩათვლით მუშაობდა შ---------–---------–- დ-------------------------–----- შემოსავლის გაზრდის მიზნით, 20---–-–------------–---------------------- ჩათვლით პერიოდში, სა-------–------------–ი, ფიზიკური პირის სახელზე, გამოყენების მიზნით დაამზადა და გამოიყენა 24-–--–-----–-----–------------–-----------–---------------------------–--–-–-–-----------–--------–----------------------–----–------------------------------–------------–---------–----------------–---------------------------–-------–-------–--------------–-------–---------–----------–-------–--------------–-------------------------–--------------–---------------------–--------–--------------------------------------------------------–-------–-----–-------------------–--------–----–----------------------------–-–---------

 

ზემოაღნიშნული ხერხით, ჯ--------------- 2----–-–-ს პერიოდში, გამოყენების მიზნით დაამზადა და გამოიყენა 2--–--–-----–-----–------------–-----------–----------------------------–-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

2019 წლის 15 მაისს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორს ლ--------–---- ბრალდებულ ჯ--------------- და ადვოკატ მ------------------ შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი იმფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებული ჯ--------------- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პროკურორი შუამდგომლობს დ------------- მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:

 

ბრალდებული ჯ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასაჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0--–-–-----------------------------–------------–------------------------–---------------–------------–--------------------------–-–------------------------–----–----------

 

ჯ-------------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ----------------- ეთანხმებიან ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

 

ჯ--------------- ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

მოწმეების: ე------------–--–---–---------–--------------------–--–-------------------------------------------------------–---------------------------------–-----–--------------------–----------------–--------–--------------------–--------------------------–-----------------------------------------–------------–------------------------–-------------------–------------–--------------------- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებათა ერთობლიობა;

 

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ჯ--------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

ჯ--------------- მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნ-–--–-–---–------------------ საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (ი--------------------------------------------–------------–--------------------------------------------------------------------------------

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. ს-–---------------------–----------–-------------------–-------–---------–---------------------------------------------------------------

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (------------–-------–----–---------------------------------

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 79-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

პროკურორის ლ--------–--- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ლ--------–---- ბრალდებულ ჯ--------------- და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მ------------------ შორის;

 

ბრალდებული ჯ-------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასაჯელის სახედ და ზომად სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0--–-–-----------------------------–------------–------------------------–---------------–------------–--------------------------–-–------------------------–----–----------

 

ჯ--------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;

 

ჯ--------------- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა