უარი ეთქვა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ვ-1630-შ-60-06 13 ნოემბერი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის _ ვ.ს-ინის შუამდგომლობა სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006წ. 2 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, სისხლის სამართლის საქმეზე _ მოქალაქე ტ. ბ-შვილის მიერ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006წ. 2 ივნისის განაჩენით ტ. ა.ის ძე ბ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დაეკისრა ჯარიმა 500.000 დრამის ოდენობით, პირადი საკუთრების კონფისკაცია 1.801.450 დრამის ოდენობით, აღკვეთის ღონისძიების სახე გაუსვლელობის ხელწერილი დარჩა უცვლელი სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე; ნივთიერი მტკიცებულებები 72 ცალი წითელი ხიზილალა მინის ჭურჭელში, რომელიც ინახება საბაჟო საწყობში ...» და 25 სახეობის ავტონაწილები, რომლებიც ინახება სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საწყობში, დაექვემდებარა კონფისკაციას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (საქონლის ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს ნივთიერ მტკიცებულებებს ერთვის განაჩენს).
აღნიშნული სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2006წ. 19 ივნისს და 2006წ. 20 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ვ.ს-ინმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006წ. 2 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 20 ოქტომბრის განჩინებით სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის სამინისტროს უფროსი ვ.ს-ინის შუამდგომლობა, სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006წ. 2 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო რა შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვ.ს-ინის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006წ. 2 ივნისის განაჩენით ტ. ბ-შვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და დაეკისრა ჯარიმა 500.000 დრამის ოდენობით, პირადი საკუთრების კონფისკაცია 1.801.450 დრამის ოდენობით, აღკვეთის ღონისძიების სახე გაუსვლელობის ხელწერილი დარჩა უცვლელი სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე; ნივთიერი მტკიცებულებები 72 ცალი წითელი ხიზილალა მინის ჭურჭელში, რომელიც ინახება საბაჟო საწყობში და 25 სახეობის ავტონაწილები, რომლებიც ინახება სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის საწყობში, დაექვემდებარა კონფისკაციას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (საქონლის ჩამონათვალი, რომელიც წარმოადგენს ნივთიერ მტკიცებულებებს ერთვის განაჩენს).
აღნიშნული სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდა 2006წ. 19 ივნისს და 2006წ. 20 ივნისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ვ.ს-ინმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006წ. 2 ივნისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით.
«სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციის მე-3 კარი განსაზღვრავს კონვენციის მონაწილე ქვეყნების მიერ გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის «ბ» პუნტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობებით ცნობს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელი მხარეების ტერიტორიაზე გამოტანილ სასამართლოს გადაწყვეტილებებს სისხლის სამართლის საქმეებზეზარალის ანაზღაურების შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი გადაწყვეტილება არ განეკუთვნება მოცემული ნორმით რეგულირებად კატეგორიას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997წ. 21 ივლისის ¹1/51 გადაწყვეტილებით ცნობილი იქნა არაკონსტიტუციურად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 23-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი პუნქტი და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ის ნაწილი, რომელშიც დამატებითი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ქონების კონფისკაცია. ამდენად, ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი დამატებითი სასჯელის სახით ქონების კონფისკაციას არ ითვალისწინებს.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის 64-ე მუხლის «ა» პუნქტის თანახმად, სამართლებრივი დახმარება არ გაიწევა, თუ შუამდგომლობის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. ამდენად, სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006წ. 2 ივნისის განაჩენი ქონების კონფისკაციის ნაწილშიც, საკასაციო პალატის მიერ არ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 64-ე მუხლით, სსკ-ის 284-ე მუხლით, სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციის 51-ე მუხლის «ბ» პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის ვ.ს-ინის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.
სომხეთის რესპუბლიკის ლორისკის ოლქის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006წ. 2 ივნისის განაჩენი არ იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.