მუხლი 284. მხარეთა შეთანხმება რეალიზაციის სხვა წესზე
1. მოგირავნესა და დამგირავებელს წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებულ უნდა იქნეს სანოტარო წესით.
2. დამგირავებელსა და მოგირავნეს შეუძლიათ ასევე შეთანხმდნენ გირავნობის საგნის რეალიზაციის განსხვავებულ წესზე, რომელიც განსხვავდება ამ თავში მოცემული წესებისაგან. ასეთ შემთხვევაში გირავნობის საგნის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს გონივრულ და სამართლიან ფასში დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით.
საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1826 - სსმ I, №41, 19.07.2005წ., მუხ.284
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი №3879 - სსმ I, №48, 22.12.2006 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(844)
საქმე №ას-223-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…ლარის ოდენობით გადახდის ქვითარი, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს „ჯ...“-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის…
საქმე №ას-1236-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
…მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილში იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც აღნიშნული მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებულებას ადასტურებენ. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 412-ე, 284-ე მუხლებით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს „ა.ე. –....-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; 2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა…
საქმე №ას-60-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2026
…და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად წინამდებარე განჩინების კვლევით ნაწილში ასახული საკითხების გამოკვლევის მიზნით. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 410-ე, 412-ე, 284-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს „ჯ.ი–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; 2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის…
საქმე №ას-1624-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.01.2026
…Nას-37-36-2014, 17.02.2014). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 284-ე, 285-ე, 396.4 მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. სს,,ბ.ქ–უს'' საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის…
საქმე №ას-218-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2025
…10578 ლარისა და სააპელაციო საჩივარზე მოსარჩელისათვის გადავადებული 150 ლარის, სულ - 10 728 ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 260-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის…