დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 27.11.2006
საქმის ნომერი
ას-583-966-06
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.11.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-583-966-06 27 ნოემბერი 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: სამკვიდროდან წილის მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2006წ. 4 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ს. გ-ძის წარმომადგენელმა ლ. ვ-ევმა და მოითხოვა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატის მიერ ქობულეთის რაიონული სასამართლოდან გამოთხოვნილ იქნა საქმე ო., ვ. ლ. და ე. გ-ძეების სარჩელის გამო ა. გ-ძის მიმართ, სამკვიდრო წილის მიღების შესახებ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა, კერძოდ, ა. გ-ძის სახელზე რიცხული სადაო ბინიდან, მდებარე ... ¹334-ში, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებს, მოსარჩელეებს გამოეყოთ უძრავი ქონების იდეალური 4/5. მათვე დაუბრუნდათ მოპასუხე ნ. ლ-შვილის ხელთ არსებული ნივთების ნაწილი.

2006წ. 29 მაისს ლ. ვ-ევმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ყადაღის დადება მოითხოვა სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქი ქობულეთი, ... განცხადების საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოებები:

სადავო საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი მდებარე ქალაქ ქობულეთში‚ ... ¹334-ში, რომლის მესაკუთრე იყო გარდაცვლილი ა. გ-ძე, ქონების 2/3 სამემკვიდრეო მოწმობის საფუძველზე მიიღო გარდაცვლილის მეუღლემ ნ. ლ-შვილმა და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა ნ. გ-ძემ. აღნიშნული ქონებიდან ნ. ლ-შვილმა, როგორც თავისი, ასევე არასრულწლოვანი შვილის სახელით გაასხვისა 989 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ლ. ვ-ევის განმარტებით, იქმნებოდა საშიშროება იმისა, რომ ნ. ლ-შვილი კვლავ გაასხვისებდა სადავო ქონებას, რაც გააძნელებდა ან შეუძლებელს გახდიდა საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 29 მაისის განჩინებით ს. გ-ძის წარმომადგენლის ლ. ვ-ევის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ‚ ყადაღა დაედო ქ. ქობულეთში, ... ¹მდებარე ნ. ლ-შვილისა და ნ. გ-ძის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ლ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 7 ივლისის განჩინებით ნ. ლ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 29 მაისის განჩინება.

განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. გ-ძის წარმომადგენელმა ლ. ვ-ევმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 4 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვის პერიოდში შეიცვალა ს. გ-ძის წარმომადგენელი და საქმეში ჩაერთო დ. კვარაცხელია.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ს. გ-ძის წარმომადგენლის კერძო საჩივარი თავისი შინაარსით არის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ განჩინებაზე.

სსკ-ის 23-ე თავი _ სარჩელის უზრუნველყოფა _ არეგულირებს სასამართლოში მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მიმართვის წესებს. დასახელებული თავი ითვ-სწინებს აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როცა სასამართლოში აღძრულია სარჩელი ან გადაუდებელ შემთხვევაში, სარჩელის აღძვრამდე.

მოცემულ შემთხვევაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა ს. გ-ძის წარმომადგენლის განცხადება აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები, რადგან საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების განხილვისას (ან მის განხილვამდე) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვ-სწინებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 284-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. გ-ძის წარმომადგენლის დ. კვარაცხელიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 7 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

2. დაუსწრებელი გადაწყვეტილება _ სასამართლო სხდომაზე მოწვევა