დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ ას-403-795-06 ¹ ას-403-795-06 15 დეკემბერი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
მოსამართლე მ. ცისკაძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს «ა. კ-სის» დირექტორმა ნ. ჟ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მ. და გ. დ-ძეების, ა. და ც. კ-ძეების, გ. და ნ. ს-ძეების, მ. ბ-შვილისა და ნ. წ-ძის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეები: მ. დ-ძე, გ. დ-ძე, ა. კ-ძე, ც. კ-ძე, გ. ს-ძე, ნ. ს-ძე, მ. ბ-შვილი და ნ. წ-ძე გამოსახლებულ იქნენ ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .... მდებარე შპს «ა. კ-სზე» რიცხული სასაწყობო შენობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა მოსარჩელეს; მოსარჩელე შპს «ა. კ-სს» უარი ეთქვა აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე უსაფუძვლობის გამო.
მ. და გ, დ-ძეებმა, ა. და ც. კ-ძეებმა, გ. და ნ. ს-ძეებმა, მ. ბ-შვილმა და ნ. წ-ძემ სააპელაციო საჩივარი შეიტანეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 13 აპრილის გადაწყვეტილებით მ. და გ, დ-ძეების, ა. და ც. კ-ძეების, გ. და ნ. ს-ძეების, მ. ბ-შვილისა და ნ. წ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა _ ნაწილობრივ; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 21 ივნისის გადაწყვეტილება მოპასუხეთა გამოსახლების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება – შპს «ა კ-სის» დირექტორის ნ. ჟ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ. დ-ძე, გ, დ-ძე, ა. კ-ძე, ც. კ-ძე, გ. ს-ძე, ნ. ს-ძე, მ. ბ-შვილი და ნ. წ-ძე გამოსახლებულ იქნენ შპს «ა. კ-სის» ავტოპარკის ეზოში განთავსებული სასაწყობო შენობიდან; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
მ. და გ, დ-ძეებმა, გ. და ნ. ს-ძეებმა, ა. და ც. კ-ძეებმა, მ. ბ-შვილმა და ნ. წ-ძემ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე შეიტანეს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 21 ივლისის განჩინებით მ. და გ, დ-ძეებს, გ. და ნ. ს-ძეებს, მ. ბ-შვილს და ნ. წ-ძეს დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მათ განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა. ამავე სასამართლოს 2006წ. 30 სექტემბრის განჩინებით მ. და გ. დ-ძეებს, ა. და ც. კ-ძეებს, გ. და ნ. ს-ძეებს, მ. ბ-შვილს და ნ. წ-ძეს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა. მათ დაევალათ 5 დღის ვადაში სსკ-ის 396-ე და 391-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა; გ. და ნ. ს-ძეებს დაევალათ ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოადგინონ სსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი (კერძოდ, ხელმოწერილი) საკასაციო საჩივარი. მითითებული განჩინებით მათ განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზების შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და ამავე კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად განუხილველი დარჩებოდა.
სამოტივაციო ნაწილი:
სსკ-ის 401-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. და გ, დ-ძეების, ა. და ც. კ-ძეების, გ. და ნ. ს-ძეების, მ. ბ-შვილის და ნ. წ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006წ. 21 ივლისის განჩინებით მ. და გ, დ-ძეებს, გ. და ნ. ს-ძეებს, მ. ბ-შვილს და ნ. წ-ძეს დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მითითებული განჩინებით მათ განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა. ამავე სასამართლოს 2006წ. 30 სექტემბრის განჩინებით მ. და გ, დ-ძეებს, ა. და ც. კ-ძეებს, გ. და ნ. ს-ძეებს, მ. ბ-შვილს და ნ. წ-ძეს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა; მათ დაევალათ 5 დღის ვადაში სსკ-ის 396-ე და 391-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა; გ. და ნ. ს-აძეებს დაევალათ ზემოაღნიშნულ ვადაში წარმოადგინონ სსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი (კერძოდ, ხელმოწერილი) საკასაციო საჩივარი. მითითებული განჩინებით მათ განემარტათ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და ამავე კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილის მეორე ჭინადადების შესაბამისად განუხილველი დარჩებოდა. ეს განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ მ. და გ, დ-ძეებს, ა. და ც. კ-ძეებს, გ. და ნ. ს-ძეებს, მ. ბ-შვილს და ნ. წ-ძეს, რაც 2006წ. 17 ნოემბერს ჩაბარდა მათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებს შეეძლოთ განჩინებაში მითითებული ხარვეზები გამოესწორებინათ 2006წ. 22 ნოემბრის ჩათვლით; მაგრამ კასატორებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ. სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
იმის გამო, რომ მ. და გ. დ-ძეებმა, გ. და ნ. ს-ძეებმა, ა. და ც. კ-ძეებმა, მ. ბ-შვილმა და ნ. წ-ძემ სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზები, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მათი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. და გ. დ-ძეების, ა. და ც. კ-იძეების, გ. და ნ. ს-ძეების, მ. ბ-შვილის და ნ. წ-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 13 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.