თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
წინა რედაქცია (24.07.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 287. საერთო იპოთეკა თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), მაშინ საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.2
…არ მოიცავს ყველა იმ ქონებას, რომელიც სადავო სააღსრულებო ფურცელშია აღნიშნული, ეს გარემოება ვერ გახდება კასატორის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მიუხედავად, იპოთეკის ხელშეკრულება კვლავ ნამდვილია და სამოქალაქო კოდექსის 287-ე მუხლიდან გამომდინარე (თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის…
…საიჯარო ქირა (მათ შორის - კომუნალური გადასახადები) უნდა გადახდილიყო 2014 წლის 1 იანვრიდან. 19.2. მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავდა ნოტარიუსს, გაეცა რამდენიმე სააღსრულებო ფურცელი, თუნდაც ერთი მოვალის პირობებში, რადგან სახეზე იყო სსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებული საერთო იპოთეკა, როცა კრედიტორს შეეძლო, საკუთარი მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა არჩევით, იპოთეკით დატვირთული ნივთებიდან ცალ-ცალკე.…
…სამართლებრივი საფუძველი. სადავოდ გამხდარი სამემკვიდრეო მოწმობისა და ხელშეკრულების ბათილობის საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ გამარტა, რომ დოკუმენტები შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 287-ე, 488-ე, 489-ე, 1306-ე, 1307-ე, 1324-ე, 1328-ე, 1336-ე მუხლებისა და სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს იუსტიციის მინისტრ
…შემდეგი მოტივით: მოქმედი ადმინისტრაციული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. საპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობის შედეგებს არეგულირებს სსკ-ის 287-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო…
საქმე №ას-490-1174-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2003
…და უკანონოა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს იპოთეკით დატვირთული ნ. თ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის საჯარო აუქციონზე რეალიზაციაზე, რადგან სასამართლომ არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. სკ-ს 287-ე მუხლის თანახმად, “თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით, მაშინ საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი.…
საქმე №3კ/701-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.12.2002
საქმე №3კ/432-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2002