გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2160-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 აპრილი 2019 წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ყანჩელი
სხდომის მდივანი სალომე არევაძე
მოსარჩელე - სს " სა---------–--------ი"
წარმომადგენელი - და----------–---–ი
მოპასუხეები: - იმ------------ი, სანეივ----------–---ი, თა------------–---ა, პა-------------–---ა, ტა-–---------–---ა, სა------------–---ა, ვა-–---------–---ი
მოპასუხეების იმ------------ის, სანეივ----------–---ის, ვა-–---------–---ის წარმომადგენელი- თე---------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
aRwerilobiTi nawili
სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 34947 ლარის გადახდა, კერძოდ:
ვა-–---------–---ს სს ,,სა---------–--------ის'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 26918.83 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 15000 ლარი, სარგებელი- 4366.35 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო- 7552.48 ლარი.
ვა-–---------–---ს, იმ------------ს, სანეივ----------–---ას და სა------------–---ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 8028.17 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირია 2250 ლარი, სარგებელი- 594.21 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო- 5183.96 ლარი.
დავალიანების დაფარვა განხორციელდეს ვა-–---------–---ის, თა------------–---ას, პა-------------–---ას, სანეივ----------–---ას, ტა-–---------–---ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების- მდებარე: ქალაქი რუსთავი, ნ. ნიკოლაძის ქუჩა #5, ბინა # 44-45, საკადასტრო კოდი № 02.05.05.826.01.9-3 რეალიზაციის გზით. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად ვერ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, აღსასრულებად მიექცეს ვა-–---------–---ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონება;
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დააზუსტა პირველი სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოითხოვა, რომ ვა-–---------–---ს სს ,,სა---------–--------ის'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 26918.83 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 15000 ლარი, სარგებელი- 4366.35 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო- 7552.48 ლარი.
ვა-–---------–---ს, იმ------------ს, სანეივ----------–---ას და სა------------–---ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 8000 ლარის ანაზღაურება.
ასევე მოითხოვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:
2016 წლის 06 ივნისს ვა-–---------–---ს და სს ,,სა---------–--------ს'' შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება # GCL000157833-3386816, გენერალური საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2016 წლის 06 ივნისს გაფორმებული #GCLCA000157882-3538688 საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ვა-–---------–---ზე გაიცა კრედიტი 16 000 ლარის ოდენობით 44 თვის ვადით, წლიური 19 %-ის დარიცხვით, ხოლო 2016 წლის 06 ივნისს გაფორმებული #GCLCA000157863-3538738 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 4000 ლარი 12 თვით, სარგებლის წლიურად 19 %-ის დარიცხვით. ვა-–---------–---ის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა ორ ტრანშად- 4000 ლარი და 16 000 ლარი.
გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა # CAH000157848 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 02.05.05.826.01.9-3.
2016 წლის 06 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად ასევე გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები იმ------------თან, სანეივ----------–---ასთან და სა------------–---ასთან. თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 8000 ლარით.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ სესხზე #3538688 გადახდა მოხდა მხოლოდ ერთხელ 2017 წლის 09 იანვარს, შესაბამისად, მისთვის სარგებლის და პირგასამტეხლოს დარიცხვა მიმდინარეობს ბოლო გადახდის მომდევნო თვიდან 2017 წლის თებერვლიდან. ხოლო #3538738 სესხზე ბოლო გადახდა განხორციელდა 2017 წლის 28 მარტს, მასზე სარგებლის და პირგასამტეხლოს დარიცხვა მიმდინარეობს 2017 წლის აპრილიდან.
სარჩელში მითითებულია, რომ სარჩელის შეტანის მომენტისათვის მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 34947 ლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სა---------–--------ის'' წარმომადგენელი ითხოვს:
მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 34918.83 ლარის გადახდა, კერძოდ:
ვა-–---------–---ს სს ,,სა---------–--------ის'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 26918.83 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 15000 ლარი, სარგებელი- 4366.35 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო- 7552.48 ლარი.
ვა-–---------–---ს, იმ------------ს, სანეივ----------–---ას და სა------------–---ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 8000 ლარის ანაზღაურება.
დავალიანების დაფარვა განხორციელდეს ვა-–---------–---ის, თა------------–---ას, პა-------------–---ას, სანეივ----------–---ას, ტა-–---------–---ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების- მდებარე: ქალაქი რუსთავი, ნ. ნიკოლაძის ქუჩა #5, ბინა # 44-45, საკადასტრო კოდი № 02.05.05.826.01.9-3 რეალიზაციის გზით. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად ვერ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, აღსასრულებად მიექცეს ვა-–---------–---ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონება;
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, სარჩელი ცნეს ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში, რაც შეეხება პირგასამტეხლოს მიიჩნიეს, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 06 ივნისს ვა-–---------–---ს და სს ,,სა---------–--------ს'' შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება # GCL000157833-3386816, გენერალური საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2016 წლის 06 ივნისს გაფორმებული #GCLCA000157882-3538688 საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ვა-–---------–---ზე გაიცა კრედიტი 16 000 ლარის ოდენობით 44 თვის ვადით, წლიური 19 %-ის დარიცხვით, ხოლო 2016 წლის 06 ივნისს გაფორმებული #GCLCA000157863-3538738 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 4000 ლარი 12 თვით, სარგებლის წლიურად 19 %-ის დარიცხვით. ვა-–---------–---ის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა ორ ტრანშად- 4000 ლარი და 16 000 ლარი.
მტკიცებულება: გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულებები
3.1.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 06 ივნისს იპოთეკით დაიტვირთა ვა-–---------–---ის, თა------------–---ას, პა-------------–---ას, სანეივ----------–---ას, ტა-–---------–---ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ნ. ნიკოლაძის ქუჩა #5, ბინა # 44-45, საკადასტრო კოდი № 02.05.05.826.01.9-3 მტკიცებულება: იპოთეკის ხელშეკრულება 3.1.3. 2016 წლის 06 ივნისს საკრედიტო ხელშეკრულების #GCLCA000157863-3538738 უზრუნველსაყოფად, სს ,,სა---------–--------ს'', იმ------------ს, სანეივ----------–---ას და სა------------–---ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 8000 ლარით. მტკიცებულება: სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები. 3.1.4. 2018 წლის 19 ივლისის მდგომარეობით, ვა-–---------–---ის დავალიანება საბანკო კრედიტის #GCLCA000157882-3538688 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 26918.83 ლარს, ხოლო #GCLCA000157863-3538738 ხელშეკრულებიდან გამომდინარე- 8028.17 ლარს. მტკიცებულება: ცნობა დავალიანების შესახებ 3.1.5. მოპასუხეებს 2018 წლის 28 მაისს გაეგზავნათ შეტყობინებები დავალიანების 10 დღის ვადაში ნებაყოფლობით დაფარვის მიზნით, თუმცა მოპასუხეებს არ დაუფარავთ აღნიშნული დავალიანება.
მტკიცებულება: ახსნა- განმარტება, მიმართვა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის, ანუ დადგენილია, რომ არსებობდა მხარეებს შორის ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების ფარგლებში ვა-–---------–---მა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი თანხა, რომელიც უნდა დაბრუნებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით. უდავოა, რომ აღნიშნული შეთანხმება დაირღვა და მოპასუხეებმა ვერ შეძლეს ვალდებულების შესრულება. მოპასუხეს ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
samotivacio nawili
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, rom mopasuxeეებmა mosarCelis mimarT nakisri valdebulebebi ar Seasrulეს, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო დავალიანებიდან ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,სა---------–--------ს” და ვა-–---------–---ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისადაც სს ,,სა---------–--------ს” წარმოეშვა მსესხებლისათვის თანხის გადაცემის ვალდებულება, ხოლო მსესხებელს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. ბანკის მიერ შესრულდა ნაკისრი ვალდებულება და გაიცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, მსესხებლის მიერ არ შესრულდა ფულადი ვალდებულება შესრულებისათვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ.შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. განსახილველ შემთხვევაში მოვალეების მიერ ვალდებულების შესასრულებლად დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც არ შესრულდა ვალდებულება, როგორც ხელშეკრულების ასევე კანონის შესაბამისად სს ,,სა---------–--------ი” უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება. უდავოა, რომ მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად, მოპასუხეებმა მიიღეს თანხა, მაგრამ არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები _ არ დაფარეს კრედიტი. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 2016 წლის 06 ივნისს საკრედიტო ხელშეკრულების #GCLCA000157863-3538738 უზრუნველსაყოფად, სს ,,სა---------–--------ს'', იმ------------ს, სანეივ----------–---ას და სა------------–---ას შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 8000 ლარით. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „სა---------–--------ის” მოთხოვნა იმ------------ის, სანეივ----------–---ას და სა------------–---ას მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალეებმა ვალდებულება არ შეასრულეს და არ გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად გადაწყვეტილების შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია ძირითადი დავალინების თანხასთან მიმართებაში და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. #GCLCA000157882-3538688 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 755.25 ლარი, ხოლო #GCLCA000157863-3538738 ხელშეკრულებიდან გამომდინარე- 515.58 ლარის ანაზღაურება. 6.5. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 287-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დადგენილია, რომ კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვა-–---------–---ის, პა-------------–---ას, სანეივ----------–---ას და ტა-–---------–---ის თანასაკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა და სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი რუსთავი, ნ. ნიკოლაძის ქუჩა #5, ბინა # 44-45, საკადასტრო კოდი № 02.05.05.826.01.9-3 ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,სა---------–--------ი”-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი პუნქტის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ს” უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1048.50 ლარიდან ნაწილი- 691.37 ლარი; ამასთან, მოპასუხეებს-ვა-–---------–---ს, სანეივ----------–---ას, სა------------–---ას და იმ------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 1.83 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით, ხოლო მოპასუხე ვა-–---------–---ს უნდა დაეკისროს 12.18 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,სა---------–--------ის’’ სარჩელი მოპასუხეების ვა-–---------–---ის, თა------------–---ას, პა-------------–---ას, სანეივ----------–---ას, ტა-–---------–---ის, სა------------–---ას და იმ------------ის მიმართ ვალდებულების შესრულების და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 23481.39 ლარის გადახდა, კერძოდ:
2.1. ვა-–---------–---ს სს ,,სა---------–--------ის'' სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 20121.60 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირია 15000 ლარი, სარგებელი- 4366.35 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო- 755.25 ლარი.
2.2. ვა-–---------–---ს, იმ------------ს, სანეივ----------–---ას და სა------------–---ას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 3359.79 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირია 2250 ლარი, სარგებელი- 594.21 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო- 515.58 ლარი.
3. დავალიანების- 23481.39 ლარის დაფარვა განხორციელდეს ვა-–---------–---ის, თა------------–---ას, პა-------------–---ას, სანეივ----------–---ას, ტა-–---------–---ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების- მდებარე: ქალაქი რუსთავი, ნ. ნიკოლაძის ქუჩა #5, ბინა # 44-45, საკადასტრო კოდი № 02.05.05.826.01.9-3 რეალიზაციის გზით. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად ვერ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს, აღსასრულებად მიექცეს ვა-–---------–---ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონება;
4. მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ს’’ უკან დაუბრუნდეს 2018 წლის 20 ივლისს საგადახდო დავალება #748 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 1048.50 ლარიდან ნაწილი- 691.37 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22;
5. მოპასუხეებს ვა-–---------–---ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 12.18 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით;
6. მოპასუხეებს ვა-–---------–---ს, სანეივ----------–---ას, სა------------–---ას და იმ------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 1.83 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.
7. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
8. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის გამზ. #7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. #6) მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ეკატერინე ყანჩელი