გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2018
საქმის ნომერი
100210017002072461
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

100210017002072461

#2/198-17 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23.01.2018 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს.ს. ”ს----------–--------ი”

წარმომადგენელი: გ------- ც-----ა

მოპასუხეები: ა-–---------- ც--–------ე, ლ-- კ------–---–ი

 

დავის საგანი: ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება; უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ა-–---------- ც--–------ემ (პ.ნ.54001009529), სს „ს----------–--------ი“-ს (ს.ნ.2--------) მიმართ, უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობის მოთხოვნით.

მოსარჩელემ განცხადებით მომართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, კერძოდ განცხადებით მოითხოვა შპს „თბილისის სააუქციონო სახლს“ (ს.ნ.2--------) შეეჩერებინა ონლაინ აუქციონი მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე - ქ.ჭ---------, ტოლსტოის N6, სართული 7, ბ.N25, ს.კ.3-.10.17.0--.01.0--.

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხე - სს „ს----------–--------ი“-ს და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N4370001-ა-4370001, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 26970.00 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური 15.3% დარიცხვით, ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიურად 0.5%-ის პირგასამტეხლოს გათვალისწინებით; შესაბამისად მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N4370001-01, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი ქონება მდებარე - ქ.ჭ---------, ტოლსტოის N6, სართული 7, ბ.N25, ს.კ.3-.10.17.0--.01.0--.

მოპასუხის მიერ შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“-სთვის 08.08.2017 წ. მიწოდებული ინფორმაციით აღსასრულებელი ვალდებულების ჯამური მოცულობამ ამ დროისთვის შეადგინა 29 827.05 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 25 019.62 ლარი, სარგებელი - 2 391.19 ლარი და პირგასამტეხლო - 2362.49 ლარი; აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე შპს „თბილისის სააუქციონო სახლმა“ ა.წ. 24 აგვისტოს 12 სთ-ზე დანიშნა ონლაინ აუქციონი მოსარჩელის სარეალიზაციო კუთვნილ უძრავ ქონებაზე და გასაყიდი ქონების საწყისი ფასი განსაზღვრა - 21 512.70 ლარი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადაოდ გახადა მოპასუხის - სს „ს----------–--------ი“-ს მიერ შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“-სთვის 08.08.2017 წ. მიწოდებული ინფორმაციას დავალიანების ოდენობასთან მიმართებაში, ასევე ძირითადი ხელშეკრულების მე-8 მუხლისა და ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე დებულებები, რომლითაც განისაზღვრა მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ნივთის რეალიზაციის საშუალების წესის და პირობების უპირატესი გამოყენების საშუალება.

 

ა-–---------- ც--–------ის მიერ წარმოდგენილი სარჩელით სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს - სს „ს----------–--------ი“-ს და მოსარჩელეს შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან N4370001-ა-4370001 გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ნება დაერთოს მოსარჩელეს თვითონ მოახდინოს თავისი უძრავი ქონების რეალიზაცია მდებარე - ქ.ჭ---------, ტოლსტოის N6, სართული 7, ბ.N25, ს.კ.3-.10.17.0--.01.0--.

 

1.2. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა, სს „ს----------–--------ი“-ს (ს.ნ.2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ა-–---------- ც--–------ის და ლ-- კ------–---–ის მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

სარჩელში მითითებულია, რომ სს „ს----------–--------ი“-ს და ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N4370001-ა-4370001, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 26970.00 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური 15.3% დარიცხვით, ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიურად 0.5%-ის პირგასამტეხლოს გათვალისწინებით;

მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N4370001-01, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ა-–---------- ც--–------ის კუთვნილი ქონება მდებარე - ქ.ჭ---------, ტოლსტოის N6, სართული 7, ბ.N25, ს.კ.3-.10.17.0--.01.0--.

იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაზღვევის მიზნით მხარეებს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება N4370001 ა-3647391 და სს „ს----------–--------ი“-ს მიერ გაცემული იქნა სადაზღვევო სესხი N3647391 წლიური სარგებლის -18% დარიცხვის პირობით, ყოველწლიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 30.78 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს სს „ს----------–--------ი“-ს და ა-–---------- ც--–------ეს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება N 4826274, რომლითაც ა-–---------- ც--–------ეზე გაცემული იქნა საკრედიტო ბარათი ლიმიტის თავდაპირველი ოდენობა შეადგენდა 700.00 ლარს, კრედიტის ვადა-განუსაზღვრელი, წლიური სარგებელი შეადგენს - 48%, პირგასამტეხლო - ერთჯერადად 10.00 ლარი, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე - 1.5%.

 

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ 2017 წლის 03 ოქტომბრის მდგომარეობით სს „ს----------–--------ი“-ს წინაშე ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს გააჩნიათ შემდეგი დავალ--ნება: 1) სესხზე 3647390 31888.10 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 25019.62 ლარი, სარგებელი - 2978.50 ლარი, საკომისიო - 69.75 ლარი, პირგასამტეხლო - 3820.23 ლარი; 2) სესხზე N3647391 33.86 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 30.78 აშშ დოლარი, სარგებელი - 1.38 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1.70 აშშ დოლარი.

2017 წლის 03 ოქტომბრის მდგომარეობით სს „ს----------–--------ი“-ს წინაშე ა-–---------- ც--–------ის დავალიანება სესხზე N4740749 შეადგენს 891.82 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 706.13 ლარი, სარგებელი - 131.97 ლარი, პირგასამტეხლო - 53.72 ლარი.

 

სს „ს----------–--------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა შეადგენს, რომ მოპასუხეებს - ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს, სოლიდარულად დაეკისროთ სს“ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ 1) სესხზე 3647390 31888.10 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 25019.62 ლარი, სარგებელი - 2978.50 ლარი, საკომისიო - 69.75 ლარი, პირგასამტეხლო - 3820.23 ლარი; 2) სესხზე N3647391 33.86 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 30.78 აშშ დოლარი, სარგებელი - 1.38 აშშ დოლარი, პირგსამტეხლო - 1.70 აშშ დოლარი.

ასევე მოპასუხე - ა-–---------- ც--–------ეს სს „ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხზე N4740749 891.82 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 706.13 ლარი, სარგებელი - 131.97 ლარი, პირგასამტეხლო - 53.72 ლარი.

 

მოსარჩელე მხარე ასევე ითხოვს სააუქციონო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის 300.00 ლარის და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 968.16 ლარის მოპასუხეებზე დაკისრებას.

 

მოსარჩელე ითხოვს დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ა-–---------- ც--–------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ.ჭ---------, ტოლსტოის N6, სართული 7, ბ.N25, ს.კ.3-.10.17.0--.01.0--. იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს ა-–---------- ც--–------ის და ლ-- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა მატერიალური სახსრებიდან და უძრავ-მოძრავი ქონებიდან.

 

მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლომ წარმოდგენილი სარჩელები გააერთიანა ერთ წარმოებად.(ს.ფ.178)

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. სს „ს----------–--------ი“-ს წარმომადგენელი ა-–---------- ც--–------ის სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობს, წარმოდგენილი შესაგებლითა და ახსნა-განმარტებით. შესაგებელში განმარტავს რომ ა-–---------- ც--–------ის სარჩელი არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო. საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმებისას მხარეთა მიერ არ ყოფილა შეთანხმებული და განხილული იპოთეკის მესაკუთრის მიერ იპოთეკის საგნის რეალიზაცია თავის მიერ განსაზღვრული ფასით და პირობებით, მაგრამ იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, მესაკუთრეს მიეცა უფლება იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის დასრულებამდე ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს უზრუნველყოფილი მოთხოვნები და ამით შეწყვიტოს იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევა. სს „ს----------–--------ი“-ს პოზიციაა, რომ იპოთეკის საგნის საბაზრო ღირებულება, რომელიც განისაზღვრა 9000 აშშ დოლარით, წარმოადგენს სამართლიან და გონივრულ ღირებულებას.

 

2.2. მოპასუხეებს ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს მხარეს მოსამზადებელ ეტაპზე სს „ს----------–--------ი“-ს სარჩელზე შესაგებელი არ შემოუტანია. საქმის განხილვის მიმდინარეობისას ა-–---------- ც--–------ემ სს „ს----------–--------ი“-ს სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ; პირველ სესხზე იგი ცნობს ძირითად თანხას - 25019.62 ლარს და სარგებელს - 2978.50 ლარს, მეორე სესხზე იგი ცნობს მხოლოდ ძირითად თანხას - 706.13 ლარს, ხოლო მესამე სესხზე ცნობს - 30.78 აშშ დოლარს. დანარჩენ ნაწილში ა-–---------- ც--–------ე სს „ს----------–--------ი“-ს სარჩელს არ ცნობს. ლ-- კ------–---–ი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა მიუხედავად იმისა, რომ კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა შეტყობინება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .

3.1.1. მხარეთა შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება მორიგების თაობაზე. სასამართლოს მიერ მხარეებს განესაზღვრათ ვადა მოსარიგებლად, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ივნისს, სს ”ს----------–--------”-ს და ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით ხელშეკრულება №4370001-ა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს----------–--------ი“-ს და ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N4370001-ა-4370001, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 26970.00 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური 15.3% დარიცხვით, ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიურად 0.5%-ის პირგასამტეხლოს გათვალისწინებით;

 

ხელშეკრულების შესაბამისად კრედიტის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა მსესხებლის მიერ უნდა განხორციელებულიყო, სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულებები და სესხის დაფარვის გრაფიკი(ს.ფ. 95-116)

- მხარეთა განმარტებები(იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.2. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N4370001-01, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ა-–---------- ც--–------ის კუთვნილი ქონება მდებარე - ქ.ჭ---------, ტოლსტოის N6, სართული 7, ბ.N25, ს.კ.3-.10.17.0--.01.0--.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-2016 წლის 30 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება(ს.ფ.117-127)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 128-129)

- ხელშეკრულება (ს.ფ.33-42)

- მხარეთა განმარტებები(იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.3. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის წესზე, კერძოდ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის უფლებამოსილების წარმოშობის მომენტიდან ბანკი უფლებამოსილია თავის შეხედულებისამებრ: იპოთეკის რეალიზაცია მოახდინოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სასამართლო ან კერძო აღმასრულებლის მიერ. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის თაობაზე მხარეებმა მიიღეს სათანადო განმარტება. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ბანკს უფლება აქვს იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოახდინოს კერძო აუქციონის ფორმით.

ხელშეკრულების 8.4. პუნქტის შესაბამისად თუ რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დააკმაყოფილებს უზრუნველყოფილ მოთხოვნას მაშინ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიექცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

ხელშეკრულების 9.1. მუხლის შესაბამისად ბანკის მიერ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის უფლების გამოყენების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აუქციონის წესით ბანკის მიერ დანიშნული სპეციალისტის საშუალებით. მხარეები შეთანხმდნენ , რომ სპეციალისტი იქნება შ.პ.ს. ,,სააუქციონო სახლი“ ს/კ 2--------.

დადგენილია, რომ 2017 წლის 21 აგვისტოს ს.ს. ,,ს----------–--------მა“ ხელშეკრულების შესაბამისად მიმართა შ.პ.ს. ,,სააუქციონო სახლ“-ს . აუქციონის ორგანიზებისათვის გადახდილი იქნა 300 ლარი. ეს პროცედურა შეჩერებული იქნა სასამართლოს მიერ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.33-42)

- საგადასახადო დავალება (ს.ფ.159)

- მხარეთა განმარტებები(იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.4. დადგენილია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაზღვევის მიზნით მხარეებს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება N4370001 ა-3647391 და სს „ს----------–--------ი“-ს მიერ გაცემული იქნა სადაზღვევო სესხი N3647391 წლიური სარგებლის -18% დარიცხვის პირობით, ყოველწლიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 30.78 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება და გრაფიკი(ს.ფ.130 -140)

- მხარეთა განმარტებები(იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს სს „ს----------–--------ი“-ს და ა-–---------- ც--–------ეს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება N 4826274, რომლითაც ა-–---------- ც--–------ეზე გაცემული იქნა საკრედიტო ბარათი ლიმიტის თავდაპირველი ოდენობა შეადგენდა 700.00 ლარს, კრედიტის ვადა-განუსაზღვრელი, წლიური სარგებელი შეადგენს - 48%, პირგასამტეხლო - ერთჯერადად 10.00 ლარი, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე - 1.5%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ექსპრეს პაკეტის განაცხადი და ხელშეკრულების პირობები (ს.ფ.141-143)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.6. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დავალიანების ცნობის შესაბამისად მოპასუხეების - ა-–---------- ც--–------ის და ლ-- კ------–---–ის მიერ, სს „ს----------–--------ი“-ს მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები არ შესრულებულა. სს „ს----------–--------ი“-ს მიერ გაცემული იქნა ცნობა ბანკის მიმართ არსებული ფინანსური ვალდებულებების შესახებ, რომლის თანახმადაც 2017 წლის 03 ოქტომბრის მდგომარეობით სს „ს----------–--------ი“-ს წინაშე ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს გააჩნიათ შემდეგი დავალიანება: 1) 3647390 სესხზე 31888.10 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 25019.62 ლარი, სარგებელი - 2978.50 ლარი, საკომისიო - 69.75 ლარი, პირგასამტეხლო - 3820.23 ლარი; 2) N3647391 სესხზე 33.86 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 30.78 აშშ დოლარი, სარგებელი - 1.38 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1.70 აშშ დოლარი.

3)2017 წლის 03 ოქტომბრის მდგომარეობით სს „ს----------–--------ი“-ს წინაშე ა-–---------- ც--–------ის დავალიანება სესხზე N4740749 შეადგენს 891.82 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 706.13 ლარი, სარგებელი - 131.97 ლარი, პირგასამტეხლო - 53.72 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.145)

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.7. დადგენილია, რომ მოპასუხე ა-–---------- ც--–------ემ მთავარ სხდომაზე ნაწილობრივ ცნო სარჩელი კერძოდ: პირველ სესხზე იგი ცნობს ძირითად თანხას - 25019.62 ლარს და სარგებელს - 2978.50 ლარს, მეორე სესხზე იგი ცნობს მხოლოდ ძირითად თანხას - 706.13 ლარს, ხოლო მესამე სესხზე ცნობს - 30.78 აშშ დოლარს. დანარჩენ ნაწილში ა-–---------- ც--–------ე სს „ს----------–--------ი“-ს სარჩელს არ ცნობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარის განმარტებები (იხ.ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ სს ”ს----------–--------ი”-ს სარჩელი ა-–---------- ც--–------ის და ლ-- კ------–---–ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებულია სესხის ხელშეკრულებები, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პროცენტი, ასევე განსაზღვრულია პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის, მოსარჩელეს მთლიანი თანხის სახით აქვს მოთხოვნილი პირგასამტეხლო, ხელშეკრულების დარღვევის პერიოდისათვის. მოცემულ შემთხვევაში სს „ს----------–--------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის, სარგებელის და საკომისიოს ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ხოლო რაც შეეხება მოთხოვნილ პირგასამტეხლოს, უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. ასევე სასამართლო თვლის, რომ სს „ს----------–--------ი“-ს მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება ა-–---------- ც--–------ის სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი სარჩელი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, შესაბამისად არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე 53-ე , 254-ე, 278-ე, 286-ე, 287-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 417-ე, 418-, 420-ე, 463-ე, 464-ე 623-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე და 895-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ივნისს, სს ”ს----------–--------”-ს და ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით ხელშეკრულება №4370001-ა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს----------–--------ი“-ს და ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება N4370001-ა-4370001, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 26970.00 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, საპროცენტო სარგებლის წლიური 15.3% დარიცხვით, ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიურად 0.5%-ის პირგასამტეხლოს გათვალისწინებით;

 

დადგენილია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების დაზღვევის მიზნით მხარეებს შორის გაფორმებული იქნა ხელშეკრულება N4370001 ა-3647391 და სს „ს----------–--------ი“-ს მიერ გაცემული იქნა სადაზღვევო სესხი N3647391 წლიური სარგებლის -18% დარიცხვის პირობით, ყოველწლიურად გადასახდელმა თანხამ შეადგინა 30.78 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო განისაზღვრა ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს სს „ს----------–--------ი“-ს და ა-–---------- ც--–------ეს შორის გაფორმებული იქნა საკრედიტო ხელშეკრულება N 4826274, რომლითაც ა-–---------- ც--–------ეზე გაცემული იქნა საკრედიტო ბარათი ლიმიტის თავდაპირველი ოდენობა შეადგენდა 700.00 ლარს, კრედიტის ვადა-განუსაზღვრელი, წლიური სარგებელი შეადგენს - 48%, პირგასამტეხლო - ერთჯერადად 10.00 ლარი, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.”

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა საპროცენტო განაკვეთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირისა და საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის ნაწილში კანონიერია, შესაბამისად უნდა მოხდეს ძირისა და პროცენტის სახით მოთხოვნილი თანხების მოპასუხე მხარეზე სრულად დაკისრება.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად ”თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.”

 

სამოქალაქო კოდექსის - 464-ე მუხლის შესაბამისად ”სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.”

 

ამ შემთხვევაში მოპასუხეები -ა-–---------- ც--–------ე და ლ-- კ------–---–ი არიან სოლიდარული მოვალეები.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ”ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან შესრულებას ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით ”მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით ”კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.”

დადგენილია რომ მოპასუხე წერილობითი ფორმით იქნა გაფრთხილებული ვალდებულების შესრულების თაობაზე, განესაზღვრა დამატებითი ვადა.

 

ამდენად დადგენილია, რომ მოპასუხე - ა-–---------- ც--–------ისა და ლ-- კ------–---–ის მიერ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, არ შესრულებულა. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, როგორც ძირითადი კრედიტის თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლის, მოპასუხეთა მიერ სოლიდარულად ანაზღაურების თაობაზე, საფუძლიანია.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე #.ას 848-814-16, #ას-816-767-15, #ას-953-918).

 

ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო. სასამართლო თვლის რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე.

 

ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით ს.ს. ,, ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ 2016 წლის 30 ივნისის N3647390 სესხზე 2501.96 ლარის (ძირითადი თანხის 10 პროცენტი) გადახდა, ხოლო ა-–---------- ც--–------ეს ს.ს. ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს N4740749 სესხზე პირგასამტეხლო 53,72 ლარი (ძირითადი თანხის 10 პროცენტი).

 

სასამართლო თვლის, რომ N3647391 სესხზე მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ უნდა შემცირდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).” მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად იპოთეკარია სს ”ს----------–--------ი” და უძრავი ქონების მესაკუთრეა ა-–---------- ც--–------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 287-ე მუხლის თანახმად ”თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, ”თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

რეალიზაცია ხორციელდება ამ თავში მოცემული წესებისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ აუქციონის ჩატარების სხვა წესზე მხოლოდ ამ კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 3061–3063 მუხლებით, 3065 მუხლის პირველი ნაწილითა და 307-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვა ხდება აუქციონზე კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს, მისივე თანხმობით. შეთანხმებით განისაზღვრება სპეციალისტის ანაზღაურება.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების 8.2 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის წესზე, კერძოდ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის უფლებამოსილების წარმოშობის მომენტიდან ბანკი უფლებამოსილია თავის შეხედულებისამებრ: იპოთეკის რეალიზაცია მოახდინოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სასამართლო ან კერძო აღმასრულებლის მიერ. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის თაობაზე მხარეებმა მიიღეს სათანადო განმარტება. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ბანკს უფლება აქვს იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოახდინოს კერძო აუქციონის ფორმით.

ხელშეკრულების 8.4. პუნქტის შესაბამისად თუ რეალიზაციით მიღებული თანხა ვერ დააკმაყოფილებს უზრუნველყოფილ მოთხოვნას მაშინ მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიექცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

ხელშეკრულების 9.1. მუხლის შესაბამისად ბანკის მიერ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იპოთეკის საგნის რეალიზაციის უფლების გამოყენების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია კერძო აუქციონის წესით ბანკის მიერ დანიშნული სპეციალისტის საშუალებით. მხარეები შეთანხმდნენ , რომ სპეციალისტი იქნება შ.პ.ს. ,,სააუქციონო სახლი“ ს/კ 2--------.

დადგენილია, რომ 2017 წლის 21 აგვისტოს ს.ს. ,,ს----------–--------მა“ ხელშეკრულების შესაბამისად მიმართა შ.პ.ს. ,,სააუქციონო სახლ“-ს . აუქციონის ორგანიზებისათვის გადახდილი იქნა 300 ლარი. ეს პროცედურა შეჩერებული იქნა სასამართლოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში ბანკის მიერ გამოყენებული იქნა კერძო აუქციონის წესით საგნის რეალიზაციის უფლებამოსილება ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ბანკი ასევე იყენებს თავის უფლებას მიმართოს სასამართლოს იპოთეკის საგნის რეალიზაციას მოთხოვნით .

მოცემულ საქმეზე იპოთეკის საგანს წარმოადგენს მოპასუხე ა-–---------- ც--–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს ა-–---------- ც--–------ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ.ჭ---------, ტოლსტოის N6, სართული 7, ბ.N25, ს.კ.3-.10.17.0--.01.0--. იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდება უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს ა-–---------- ც--–------ის და ლ-- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა მატერიალური სახსრებიდან და უძრავ-მოძრავი ქონებიდან. აღნიშნული მოთხოვნა სასამართლოს საფუძვლიანად მიაჩნია, შესაბამისად უნდა მოხდეს აღნიშნული ფორმით მისი დაკმაყოფილება.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

წარმოდგენილი ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლოს ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.

 

6.8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო მთავარ სხდომაზე ძირისა და პროცენტის ნაწილში, შესაბამისად სს „ს----------–--------“-ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში სს „ს----------–--------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო ა-–---------- ც--–------ეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991.მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ამ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც უნდა გაუქმდეს 2017 წლის 22 აგვისტოს საჩხერის რაიონული სასამართლოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“-ს (ს/კ.2--------) მდებარე: თბილისი, ტეტელაშვილის N8) ონლაინ აუქციონი მოსარჩელის სარეალიზაციოდ კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე: ჭ---------, ტოლსტოის ქ. N6, სართული 7, ბ.N25 საკადასტრო კოდი: 3-.10.17.0--.01.0--.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.ს.ს. ,, ს----------–--------ი“-ს (ს/ნ.2--------) სარჩელი, ა-–---------- ც--–------ის (პ.ნ.5----------) და ლ-- კ------–---–ის (პ.ნ.5----------) მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს ს.ს. ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს N3647390 სესხზე 30 569 (ოცდაათი ათასხუთას სამოცდაცხრა) ლარი და 83(ოთხმოცდასამი) თეთრი (საიდანაც ძირი თანხა არის 25019,62 ლარი, სარგებელი 2978,5 ლარი , საკომისიო 69,75 ლარი, პირგასამტეხლო 2501, 96 ლარი).

1.2. ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს ს.ს. ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს N3647391 სესხზე 33,86 (ოცდაცამეტი და ოთხმოცდაექვსი მეასედი) ა.შ.შ. დოლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხა არის 30,78 ა.შ.შ. დოლარი, სარგებელი 1,38 ა.შ.შ. დოლარი, პირგასამტეხლი კი არის 1,70 ა.შ.შ. დოლარი).

1.3. ა-–---------- ც--–------ეს ს.ს. ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს N4740749 სესხზე 891,82(რვაასოთხმოცდათერთმეტი და ოთხმოცდაორი მეასედი) ლარი (საიდანაც ძირი თანხა არის 706,13 ლარი, სარგებელი 131,97 ლარი , პირგასამტეხლო 53,72 ლარი).

 

2.ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს ს.ს. ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სააუქციონო მომსახურების გაწევისათვის გადახდილი საფასურის 300 ლარის გადახდა.

3.N 4370001 ხელშეკრულების დავალიანების (30 569 ლარი და 83 თეთრი, 33,86 ა.შ.შ. დოლარი) ანაზღაურების მიზნით რეალიზებული იქნას ა-–---------- ც--–------ის კუთვნილი უძრავი ქონება ს/კ 3-.10.17.0--.01.0--). იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდება აღნიშნული საგნის რეალიზაცია ან რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს ბანკის მიმართ არსებულ დავალიანებას, თანხის ამოღება განხორციელდეს ა-–---------- ც--–------ის და ლ-- კ------–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან.

 

4. ს.ს. ,, ს----------–--------ი“-ს მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

5.ს.ს. ს----------–--------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 225 ლარი და 87 თეთრი (215,28+10,59) (საგადასახადო დავალებაN1; გადახდის თარიღი: 04.10.2017 წელი; გადამხდელის დასახელება: სს „ს----------–--------ი“-ს სათავო ოფისი; სახაზინო კოდი: 300223150; ბანკის კოდი - TRESGE22; თანხა - 994.91 ლარი; ) კანონით დადგენილი წესით.

 

ა-–---------- ც--–------ეს ს.ს. ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გადასახდელად 16 ლარი და 16 თეთრი.

 

ა-–---------- ც--–------ეს და ლ-- კ------–---–ს ს.ს. ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 713 ლარის და 31 თეთრის გადახდა .

 

6. ა-–---------- ც--–------ის სარჩელი ს.ს. ,,ს----------–--------ი“-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

7.გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა შპს „თბილისის სააუქციონო სახლი“-ს (ს/კ.2--------) მდებარე: თბილისი, ტეტელაშვილის N8) ონლაინ აუქციონი მოსარჩელის სარეალიზაციოდ კუთვნილ უძრავ ქონებაზე მდებარე: ჭიათურა, ტოლსტოის ქ. N6, სართული 7, ბ.N25 საკადასტრო კოდი: 3-.10.17.0--.01.0--.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი