1. იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვა ხდება აუქციონზე კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს, მისივე თანხმობით. შეთანხმებით განისაზღვრება სპეციალისტის ანაზღაურება.
11. სპეციალისტის მიერ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ნივთის აუქციონზე რეალიზაცია არ ითვლება იძულებით აღსრულებად.
2. ყოველი დათქმა, რომელიც მესამე პირებს მათი თანხმობის გარეშე აკისრებს ვალდებულებებს, ბათილია, რაც არ იწვევს აუქციონის შესახებ შეთანხმების ბათილობას.
3. კრედიტორისა და მესაკუთრის შეთანხმებით შეიძლება დადგინდეს აუქციონისაგან განსხვავებული რეალიზაციის ფორმა.
31
. კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
4. თუ კრედიტორი და მესაკუთრე ვერ თანხმდებიან აუქციონის ჩატარებაზე ან უძრავი ნივთის რეალიზაციის სხვა ფორმაზე, სასამართლო კრედიტორის განცხადების საფუძველზე წყვეტს უძრავი ნივთის აუქციონზე იძულებით გაყიდვის საკითხს. სასამართლოს გადაწყვეტილება უძრავი ნივთის აუქციონზე იძულებით გაყიდვის შესახებ აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. სპეციალისტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი, მათ შორის, კრედიტორი, მოვალე ან მესაკუთრე.
6. სპეციალისტი ვალდებულია აუქციონის შესახებ შეატყობინოს საჯარო რეესტრში შეყვანილ უფლებამოსილ პირებს.
7. ყადაღადადებული ნივთის სპეციალისტის მეშვეობით რეალიზაცია დაუშვებელია.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი №5127 - სსმ I, №27, 17.07.2007წ., მუხ.260
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №219 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.135
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №826 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.304
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2284 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.329
საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3368 - სსმ I, №39, 19.07.2010წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(181)
- საქმე №ას-1397-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.03.2026
…მიყენებული ზიანის ანაზღაურებას არაუგვიანეს ასეთი ფაქტის დადგომიდან 20 დღის განმავლობაში. მხარეთა განცხადებით, უძრავი ქონება არ იყო სადავო და არ გააჩნდა სხვა უფლებრივი და ქონებრივი ნაკლი. მხარეებს ასევე განემარტათ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის თანახმად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების…
- საქმე №ას-1013-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.02.2025
…პუნქტის თანახმად, სესხი სარგებლიანია. სარგებელი სესხისთვის განისაზღვრა ყოველთვიურად 3 %. მსესხებელი გამსესხებელს წინასწარ გადაუხდიდა 1 თვის სარგებელს. 3. ხელშკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, მხარეებს ნოტარიუსის მიერ განემარტათ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის და „ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის შინაარსი (კერძოდ, მესაკუთრის ან/და მსესხებლის მიერ წინამდებარე…
- საქმე №ას-519-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2024
…და არც 2013 წლის 20 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებაში მხარეები არ შეთანხმებულან, რომ აღსრულების დაწყება შესაძლებელია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მაშასადამე, სააღსრულებო ფურცლების გაცემისას დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ნაწილის და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნები. შესაბამისად, საღსრულებო ფურცლის გაცემას არ…
- საქმე №ას-63-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.04.2024
…ხოლო, განჩინების რეგისტრაციის ზუსტი თარიღის დადასტურებით დგინდება, რომ 2017 წლის 24 იანვარს ნოტარიუს ჟ.ტ–ის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემისას მისთვის ცნობილი იყო უძრავ ნივთზე სასამართლო ყადაღის რეგისტრაციის თაობაზე. - სსკ-ის 302.7 მუხლის თანახმად, ყადაღადადებული ნივთის რეალიზაცია დაუშვებელია. ამ მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის შინაარსიდან…
- საქმე №ას-1042-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2023
…და კრედიტორის - ს.ს. „ს.ბ–ი“-ს მიმართვის საფუძველზე, ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. 11. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება: 11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ…
- საქმე №ას-1914-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2023
- საქმე №ას-1178-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
- საქმე №ას-325-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2022
- საქმე №ას-994-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №ას-1329-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2022
- საქმე №ბს-281-279(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.03.2022
- საქმე №ას-1645-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.01.2022
- საქმე №ას-91-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2021
- საქმე №ას-917-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2021
- საქმე №ას-1381-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.12.2020
- საქმე №ას-279-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2020
- საქმე №ას-66-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.07.2020
- საქმე №ას-1132-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.04.2020
- საქმე №ას-1339-2019(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2020
- საქმე №ას-559-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
- საქმე №ას-1880-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2019
- საქმე №ას-1544-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2019
- საქმე №ას-875-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2018
- საქმე №ას-1378-1298-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2018
- საქმე №ას-662-662-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2018
- საქმე №ას-798-747-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2018
- საქმე №ას-578-578-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.06.2018
- საქმე №ას-1216-1136-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2018
- საქმე №ას-69-69-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.03.2018
- საქმე №ას-1177-1097-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2017
- საქმე №ას-363-339-2017 (b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.06.2017
- საქმე №ას-712-682-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2017
- საქმე №ას-1015-976-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.01.2017
- საქმე №ას-184-177-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2016
- საქმე №ას-726-694-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2016
- საქმე №ას-466-448-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.09.2016
- საქმე №ას-61-59-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2016
- საქმე №ას-255-243-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.06.2016
- საქმე №ას-1246-1169-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2016
- საქმე №ას-519-492-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.12.2015
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 181-დან.