1. სპეციალური საწარმო არის პირი, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად სპეციალური საწარმოს სტატუსი აქვს მინიჭებული.
2. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ საქმიანობასთან ერთად, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური თანხმობით, განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის აღნიშნული ტერიტორიიდან საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მიწოდება ან/და საქართველოს ტერიტორიიდან (გარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა) კანონის შესაბამისად ექსპორტის პროცედურაში მოქცევა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აკრძალულია აქციზური საქონლის (გარდა ალკოჰოლიანი სასმლისა და თამბაქოს ნაწარმისა) მიწოდება;
ბ) საქართველოს საქონლის (გარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილისა ან წარმოებულისა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდება;
გ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქონლის მხოლოდ ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისთვის წარმოება.
3. პირს სპეციალური საწარმოს სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო.
4. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება განახორციელოს მხოლოდ:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე/ ტერიტორიიდან – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/მიმართულებით;
ბ) ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან/ მიმართულებით.
5. პირისთვის სპეციალური საწარმოს სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე წარმოშობილი ან წარმოებული საქონლის დადგენისა და აღნიშნული სტატუსის მქონე პირის ფუნქციონირების წესებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2018 წლის
6
ივნისის
კანონი №
2476 –
ვებგვერდი,21.06.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 28.06.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 28.06.2019 კანონი №4906
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(42)
- საქმე №ბს-452(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.10.2025
…დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალიწინებულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლების გაუქმების შემთხვევები, კერძოდ: ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით…
- საქმე №ბს-1314(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
…ორგანო უფლებამოსილია გაატაროს გადასახადის გადახდევინების შესაბამისი ღონისძიებები. სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებით, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, გადასახადის გადამხდელს დავალიანება არ დაუფარავს, რაც განაპირობებს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით, დაყადაღებული ქონების რეალიზაციისა და ამ გზით დავალიანების გადახდევინების აუცილებლობას. თბილისის საქალაქო სასამართლოს…
- საქმე №ბს-1313(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.02.2024
…ორგანო უფლებამოსილია გაატაროს გადასახადის გადახდევინების შესაბამისი ღონისძიებები. სსიპ შემოსავლების სამსახურის მითითებით, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, გადასახადის გადამხდელს დავალიანება არ დაუფარავს, რაც განაპირობებს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით, დაყადაღებული ქონების რეალიზაციისა და ამ გზით დავალიანების გადახდევინების აუცილებლობას. თბილისის საქალაქო სასამართლოს…
- საქმე №ბს-887(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
…გაყიდული საქონელი სახეობების, რაოდენობის და სარეალიზაციო ფასის მიხედვით, ყოველთვიური საქონლის რეალიზაცია და ჩამოწერა სახეობის მიხედვით წარმოდგენილ იქნა ექსელის ფაილში; 3) გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით - საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის უკანონო გადატანა/გადმოტანისათვის; 4) გადამხდელი შესამოწმებელ…
- საქმე №ბს-911(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.12.2023
…გირავნობით/იპოთეკით, ხოლო შემდგომში შემოსავლების სამსახურის ბრძანებით გავრცელდა ყადაღა. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, გადასახადის გადამხდელს დავალიანება არ დაუფარავს, რამაც განაპირობა საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით, დაყადაღებული ქონების რეალიზაციისა და ამ გზით დავალიანების გადახდევინების აუცილებლობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს…
- საქმე №ბს-794(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2023
- საქმე №ბს-541(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2023
- საქმე №ბს-719(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.03.2023
- საქმე №ბს-451(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.10.2022
- საქმე №ბს-131(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.04.2022
- საქმე №ბს-890-886(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.07.2021
- საქმე №ას-1614-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2020
- საქმე №ას-1426-1346-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2018
- საქმე №ბს-382-379(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2017
- საქმე №ბს-160-157(კს-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.05.2015
- საქმე №ბს-806-790(უს-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.12.2012
- საქმე №3გ/ად-81-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.10.2003
- საქმე №330310017002136738 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.11.2019
- საქმე №080310017002068465 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
- საქმე №100311219002995004 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.06.2019
- საქმე №080310017001878030 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.06.2019
- საქმე №100311219002962932 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.05.2019
- საქმე №110311219002927091 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №330311218002552742 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.05.2019
- საქმე №030311219002854180 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №330310015001146702 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №060311219002847196 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 05.04.2019
- საქმე №050311219002847250 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №020311218002327907 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.03.2019
- საქმე №330310017001992545 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 05.03.2019
- საქმე №330210116001400084 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.06.2018
- საქმე №030310117002025601 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 27.03.2018
- საქმე №330210116001417089 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 14.03.2018
- საქმე №100311218002252140 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.02.2018
- საქმე №080311217002161885 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 06.02.2018
- საქმე №100311217002238175 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.01.2018
- საქმე №080311217002237218 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.01.2018
- საქმე №010311217002192934 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 22.01.2018
- საქმე №110311219003118476 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 26.08.2019
- საქმე №080310017002068465 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 31.05.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 42-დან.