გადაწყვეტილება №26266/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26266/2/2025
26 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 3.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26266/2/2025).
დავის საგანი:
მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლების გავრცელების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 23.07.2025 წლის №21-17/54512 გადაწყვეტილება;
2. შემოსავლების სამსახურის 12.11.2025 წლის №24873 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
ი.მ.ა „-------“-ზე (ს/ნ -------) 2017 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული აუღიარებელი საგადასახადო დავალიანების (2,095,619.73 ლარი) გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, მის მთელ ქონებაზე, მათ შორის №------- (ახალი ს.კ.№-------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 29 დეკემბრის №------- შეტყობინებით, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №------- (29/12/2017) გადაწყვეტილება).
აღნიშნული ქონება 2025 წლის 24 თებერვალს, -------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის №-------, გადაწყვეტილების საფუძველზე, დარეგისტრირდა მომჩივნის საკუთრებაში. ამ ქონებაზე ვალის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 29 დეკემბრის №------- შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდა მისი ახალი მფლობელის (მომჩივნის) მიმართ.
მომჩივანმა 2025 წლის 25 ივნისს მიმართა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (-------, ------- ს/კ -------) 2017 წლის 29 დეკემბრის №------- შეტყობინებით წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების მოთხოვნით.
მომჩივანს განცხადებაზე პასუხი გაეცა ვალის მართვის დეპარტამენტის 23.07.2025 წლის №21- 17/54512 გადაწყვეტილებით, აღნიშნული 16.10.2025 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.11.2025 წლის №24873 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 24 თებერვალს მომზადებული ამონაწერის თანახმად, №------- (ახალი ს.კ №-------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ფ/პ ------- (პ/ნ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2025 წლის 24 თებერვალს (უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - სააღსრულებო ფურცელი, საქმე №-------, დამოწმების თარიღი 2024 წლის პირველი ივლისი, -------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, გადაწყვეტილება №-------, დამოწმების თარიღი: 2023 წლის 22 ნოემბერი.), ხოლო სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია 2017 წლის 29 დეკემბერს, უძრავ ქონებაზე ფ/პ ------- საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ამავე ამონაწერში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, №------- (ახალი ს.კ. №-------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ფიქსირდება ი.ბ.ა ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2017 წლის 29 დეკემბრის №------- შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ი.მ.ა ამხანაგობა „-------“-ს (ს/ნ -------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.
რაც შეეხება მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის №------- კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, რომლის თანახმად, ფ/პ ------- (პ/ნ -------) ცნობილ იქნა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „-------"-ის (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: -------, ------- (ყოფილი -------), მიწის ნაკვეთზე ს/კ ------- მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, შენობის მე-11 სართულზე პროექტით გათვალისწინებული და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 27 ივნისის - №------- დასკვნაში მითითებული შემდეგი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ: 1. +29.70 ნიშნულზე ბ, დ და 1.6 ღერძებს შორის არსებული 147.57 კვ.მ და საზაფხულო ფართი 7.97კვ.მ., სულ 155.54 კვ.მ. ბინა, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა ფ/პ ------- (პ/ნ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ვერ დგინდება ქონების ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე, შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მომჩივნის მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მომჩივნის არგუმენტაცია
2016 წლის 2 სექტემბერს ------- და იმა „-------“-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ყველა პირობა-ვალდებულება ------- მხრიდან შესრულებულია 2017 წლის 29 დეკემბერს №------- საჯარო რეესტრისადმი შეტყობინებით წარმოშობილი საგადასახადო გირავნობამდე, რაც დასტურდება 2016 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულებაზე თანდართული სალაროს შემოსავლის ორდერებით და ამავდროულად ამავე ხელშეკრულების საფუძველზე 2023 წლის 22 ნოემბრის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
ვალის მართვის დეპარტამენტმა 2025 წლის 24 ივლისის №21-17/54512 წერილობით გასცა ბუნდოვანი პასუხი სრულიად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, კერძოდ მოითხოვეს სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება, მაშინ როდესაც ------- ზემოთ აღნიშნული ქონება ი.მ.ა. „-------“ - დან შეძენილი ჰქონდა 2016 წლის 2 სექტემბერს საგადასახადო გირავნობის წარმოშობამდე და ------- საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის (საქმე №-------) გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა ამ ქონების მესაკუთრედ და ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით.
2025 წლის 5 სექტემბერს №139883/21 განცხადებით მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა გონივრული ვადა რომ წარედგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მაგრამ აღსანიშნავია რომ ზ/ხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილი) არ არის ბუნდოვანი, ჩამოყალიბებულია და მიღებულია კანონშესაბამისად, ვალის მართვის დეპარტამენტის უარის მიღების შემდგომ იძულებული გახდა 2025 წლის 16 ოქტომბერს მიემართა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოსთვის და მოითხოვა რომ მათ მოეხდინათ საკითხის სრული შესწავლა და დაეკმაყოფილებინათ მისი მოთხოვნა, თუმცა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭომ 2025 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე საკითხი განიხილა მისი მონაწილეობის გარეშე რის გამოც არ მიეცა საშუალება დაეცვა საკუთარი უფლებები.
შემოსავლების სამსახურმა გამოსცა №24873 ბრძანება 2025 წლის 12 ნოემბერს, რითაც არ დააკმაყოფილა საჩივარი, აღნიშნული ბრძანება rs.ge-ს მეშვეობით ------- ჩაბარდა 12 ნოემბერს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა გაუქმდეს მის კუთვნილ ქონებაზე (ს/კ -------) უკანონოდ რეგისტრირებული ი.მ.ა. „-------“-ისთვის 2017 წლის 29 დეკემბრის №------- საჯარო რეესტრისადმი შეტყობინებით წარმოშობილი საგადასახადო გირავნობა, რომლის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს 2016 წლის 2 სექტემბერს ------- და ი.მ.ა. „-------“-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის ყველა პირობა-ვალდებულება ------- მხრიდან შესრულებულია 2017 წლის 29 დეკემბრის №------- საჯარო რეესტრისადმი შეტყობინებით წარმოშობილ საგადასახადო გირავნობამდე, რაც დასტურდება 2016 წლის 2 სექტემბრის ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულებაზე თანდართული სალაროს შემოსავლის ორდერებით და ამავდროულად ამავე ხელშეკრულების საფუძველზე 2023 წლის 22 ნოემბრის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის სარეზოლუციო ნაწილიც არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, არ შეიცავს ბუნდოვანებას, იგი ყველასთვის შესასრულებლად სავალდებულოა საქართველოს კონსტიტუციის თანახმად და ამ სარეზოლუციო ნაწილში მკაფიოდ და ცალსახად არის მითითებული, რომ ------- ქონება საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირებულიყო (ყოველგვარი ყადაღის აკრძალვისა და ვალდებულებების გარეშე), რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის ვალდებულება არ უნდა ასახულიყო ------- კუთვნილი ქონების საჯარო რეესტრის ამონაწერში, მაგრამ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე შეზღუდულ იქნა ------- უფლებები და მისი კუთვნილი ქონება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 და მე-6 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-9 ნაწილების თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.
ცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება უქმდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1 ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 15.12.2025 წლის №112823-21-17 წერილი, სადაც მითითებულია შემდეგი:
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ი.მ.ა „ამხანაგობა „-------“-ს (ს/ნ -------) 2017 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება აუღიარებელი საგადასახადო დავალიანება 2,095,619.73 ლარი. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ი.მ.ა. “ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2017 წლის 29 დეკემბრის №------- შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №------- (29/12/2017) გადაწყვეტილებით, ი.მ.ა. ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე განხორციელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 24.02.2025 წელს მომზადებული ამონაწერების თანახმად, №------- (მოქმედი ს.კ №-------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეა ------- (პ/ნ -------). საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი:
1. სააღსრულებო ფურცელი, საქმე №-------, დამოწმების თარიღი 1.07.2024 წელი, ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
2. გადაწყვეტილება №-------, დამოწმების თარიღი: 22.11.2023, ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.
აღნიშნული ამონაწერის თანახმად, №------- (მოქმედი ს.კ. № -------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, კვლავ ფიქსირდება სსკ-ის 239-ე მუხლის საფუძველზე, ი.ბ.ა ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2017 წლის 29 დეკემბრის №------- შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
ვალის მართვის დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს „გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ” შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №10808 ბრძანების პირველი მუხლის „თ“ პუნქტზე, რომლის თანახმადაც: ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ უნდა გაუქმდეს ახალი მფლობელის ქონებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება და ქონებაზე ყადაღის დადების ღონისძიება, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებად არის მიჩნეული ამავე ქონების ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე, საგადასახადო ორგანოსათვის მიმართვის შემთხვევაში. ამასთან, ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, 2025 წლის 30 ივნისის №56737-21-17 წერილით მიმართა შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტსა და იურიდიულ დეპარტამენტს. მეთოდოლოგიის დეპარტამენტის №64972-21-15 წერილში განმარტებულია, რომ ქონებებზე საგადასახადო ორგანო, გირავნობა/იპოთეკის უფლების არ გაუქმების შემთხვევაშიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შემდგომი აღსრულების მიზნით, ვერ გამოსცემს ბრძანებას ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ამ ქონებაზე ამხანაგობა „-------“- ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების ამოღების მიზნით. ამასთან, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, ვალის მართვის დეპარტამენტმა განცხადების წარმომდგენ პირებს მისცეს რეკომენდაცია, სასამართლოდან დამატებით წარმოადგინონ განმარტება, მიღებული გადაწყვეტილებები მოიცავს თუ არა მათ შორის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმებას.
იურიდიული დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივლისის №63418-21-03 წერილით განმარტებულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული, საკუთრების უფლების რეგისტრაცია ყოველგვარი აკრძალვის, ყადაღის და ვალდებულებების გარეშე თავის თავში არ მოიცავს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2025 წლის 25 ივნისის №98962/211 განცხადებით ------- (პ/ნ -------) მიერ წარმოდგენილი იქნა ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის (საქმე N-------) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც ვერ დგინდება განსახილველი საკითხის შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 მაისის №10808 ბრძანების პირველი მუხლის „თ“ პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობდა გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის თანახმად:
2.09.2016 წელს ------- (პ/ნ -------) და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „-------“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ამ ამხანაგობის წევრობის სანაცვლოდ წილობრივი მონაწილეობისთვის ------- საკუთრებაში გადაეცემოდა ჯამში 164 მ2 ფართის მქონე საცხოვრებელ ბინა მე-11 სართულზე. ხელშეკრულების თანახმად ------- ვალდებული იყო ბინის ღირებულებიდან 2000 დოლარის ეკვივალენტი ლარში გადაეხადა პირველადი შენატანის სახით ხოლო დარჩენილი თანხა გადეხადა შემდეგი თანმიმდევრობით:
2.09.2016 წელს 26 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
9.09.2016 წელს 48 670 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში;
16.09.2016 წელს 12 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერების ასლების მიხედვით გადახდები განხორციელდა ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით.
შემოსავლების სამსახურის 29.12.2017 წლის №------- შეტყობინების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 29.12.2017 წლის №------- გადაწყვეტილებით, ი.მ.ა. ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საჩივარს ერთვის 17.07.2025 წელს მომზადებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც, -------, -------, №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავ ქონებაში ------- (პ/ნ -------) 24.02.2025 წლიდან რეგისტრირებულია 155,54 მ2 ფართის ბინა, რომელიც მდებარეობს პირველ სადარბაზოში, მე-11 სართულზე და არის №81. ამავე ამონაწერის მიხედვით ამ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია:
1. ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.11.2023 წლის გადაწყვეტილება (საქმე №-------).
2. - საქალაქ------ო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.11.2023 წლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №-------) 1.07.2024 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.07.2025 წლის №M------- გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული ამონაწერის თანახმად ქონებაზე ამხანაგობა ი.მ.ა „-------“-ის საგადასახადო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად შემოსავლების სამსახურის 29.12.2017 წლის №------- შეტყობინების საფუძველზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო საგადასახდო ვალდებულებების უზრუნველყოფის სხვა იძულებითი ღონისძიებები რეგისტრირებული არ არის.
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტში მომჩივნის მიერ 2025 წლის 25 ივნისს წარდგენილი განცხადების პასუხად (23.07.2025 წლის №21-17/54512 გადაწყვეტილება) მომჩივანს ეთხოვა დაეზუსტებინა ის სამართლებრივი საფუძვლები, რასაც ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა და დამატებით წარედგინა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები, კერძოდ:
ა) იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების საფუძვლად განიხილავდა უშუალოდ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ/უდავო ფაქტობრივ გარემოებებს, დამატებით წარედგინა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.
ბ) იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების საფუძვლად განიხილავდა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულ დათქმას საკუთრების უფლების ყოველგვარი აკრძალვის, ყადაღის და ვალდებულებების გარეშე რეგისტრაციის თაობაზე, წარმოედგინა აღნიშნული გადაწყვეტილების განმარტება, რომლიდანაც მკაფიო იქნებოდა გარემოება ეხებოდა თუ არ აღნიშნული უშუალოდ საგდასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებას.
მომჩივანი თვლის, რომ მის მიერ უძრავი ქონების შეძენა მოხდა 2.09.2016 წელს, ი.მ.ა. „-------“- ის მთელს ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების 29.12.2017 წელს რეგისტრაციამდე, რასაც ადასტურებს ხელშეკრულება, სალაროს შემოსავლის ორდერები, ------- საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.11.2023 წლის გადაწყვეტილებაზე (საქმე №-------), რომლის თანახმადაც ------- სარჩელი მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა:
ა) ------- (პ/ნ -------) ცნობილ იქნა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „-------“-ის (ს/კ -------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: -------, ------- (ყოფილი -------), მიწის ნაკვეთზე ს/კ ------- მდებრე საცხოვრებელ კორპუსში შენობის მე-11 სართულზე პროექტით გათვალისწინებული და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 27 ივნისის №------- დასკვნაში მითითებული შემდეგი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ 1. + 29,70 ნიშნულზე ბ, დ და 1.6 ღერძებს შორის არსებული 147.57 მ2 ფართზე და 7,97მ2 საზაფხულო ფართზე, სულ 155.54 მ2 ფართზე;
ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დაევალა განეხორციელებინა ------- (პ/ნ -------) სახელზე ზემოაღნიშნული ბინის რეგისტრაცია ყოველგვარი აკრძალვის, ყადაღის და ვალდებულების გარეშე.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ------- საქალაქო სასამართლოს, 22.11.2023 წლის გადაწყვეტილება (საქმე №-------) სადავო უძრავი ქონების ყოველგვარი აკრძალვის, ყადაღის და ვალდებულების გარეშე რეგისტრაციის ვალდებულება ევალება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და არა შემოსავლების სამსახურს.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 22.11.2023 წლის №------- გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს არ ევალება რაიმე ქმედების განხორციელება, მომჩივნის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლების გავრცელების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
ი.მ.ა-ზე 2017 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული აუღიარებელი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, მის მთელ ქონებაზე, ვალის მართვის დეპარტამენტის შეტყობინებით, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ერთ-ერთი ქონება 2025 წლის 24 თებერვალს, დარეგისტრირდა მომჩივნის საკუთრებაში. ვალის მართვის დეპარტამენტის 2017 წლის 29 დეკემბრის შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდა მისი ახალი მფლობელის (მომჩივნის) მიმართ. მომჩივანმა 2025 წლის 25 ივნისს მიმართა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე 2017 წლის 29 დეკემბრის №005-19195 შეტყობინებით წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების მოთხოვნით.
მომჩივანს განცხადებაზე პასუხი გაეცა ვალის მართვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული 16.10.2025 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.11.2025 წლის №24873 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურს არ ევალება რაიმე ქმედების განხორციელება, მომჩივნის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239(5)