განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
საქმე №050311219002847250 (3/ბ-114-19წ.)
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ - მოსამართლეები ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი) გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი - 2019 წლის 25 მარტს, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.12 მუხლის და VII5 თავით დადგენილი წესით, მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი ი/მ „გ-------------ის“ (პ/ნ 3----------) საჩივარი.
საქმეში მონაწილე მხარეები:
საჩივრის ავტორი - ი/მ „გ-------------ე“
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი − ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია
საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება
2019 წლის 13 თებერვალს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მ-----ა ნ------ემ შუამდგომლობით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს – ი/მ „გ-------------ის“ (პ/ნ 3----------) მიმართ და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გაცემა.
თავის მოთხოვნას შუამდგომლობის წარმომდგენი შემდეგ გარემოებაზე ამყარებდა: ინდ. მეწარმე ,,გ-------------ე“ რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი: 3----------. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1-------ის №0------ ბრძანების საფუძველზე ი/მ „გ-------------ის“ (პ/ნ 3----------) ქონებას დაედო ყადაღა. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შუამდგომლობის (შუამდგომლობის მომზადების თარიღია: 08.02.2019) წარდგენის დროისთვის ბიუჯეტის წინაშე შეადგენდა 11 117,45 ლარს.
საგადასახადო ვალდებულების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო იყენებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის ღონისძიებებს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზურნველყოფის ერთ-ერთ სახეს წარმაოდგენს ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე დარიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა და ამ ქონების განკარგვის აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.
საგადასახადო ორგანოს მიერ ქონებაზე ყადაღის დადება, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საგადასახადო დავალიანებაზე, რომელიც პირის მიერ აღიარებულია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია, აგრეთვე ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგება; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
შუამდგომლობის წარმდგენი მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, წარმოშობილია მისივე დეკლარაციების საფუძველზე. დეკლარირებული თანხების გადაუხდელობის გამო გადამხდელის ქონება დაიტვირთა საგადასახადო გირავნობა-იპოთეკით, ხოლო შემოსავლების სამსახურის ბრძანებით, გადამხდელის ქონებაზე გავრცელდა ყადაღა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2018 წლის 26 ივნისს ჩაჰბარდა შემოსავლების სამსახურის ბრძანება „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, რაც არ გასაჩივრებულა საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV თავით დადგენილი წესით, შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გაატაროს გადასახადის გადახდევინების უზრუნვეყოფის ღონისძიებები.
შემოსავლების სამსახურის მიერ, 2018 წლის 26 ივნისს განხორციელდა ყადაღის დადება და შედგა ქონების დაყადაღების აქტი, რომელიც ჩაბარდა გადასახადის გადამდელს, რაც დასტურდება მისი ხელმოწერით. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა გადასახადის გადამხდელის მხრიდან დავალიანების დაფარვა არ მომხდარა, რაც განაპირობებს დაყადაღებული ქონების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლით დადგენილი წესით რეალიზაციას და ამ გზით საგადასახადო დავალიანების გადახდევინების აუცილებლობას.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ღია აუქციონის წესით რეალიზაციას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის ი/მ „გ-------------ის“ (პ/ნ 3----------) ყადაღადადებული ქონება, აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს ბრძანება 2019 წლის 05 მარტს გაასაჩივრა ი/მ „გ-------------ემ“ (პ/ნ 3----------), რომელმაც გასაჩივრებული ბრძანების გაუქმება მოითხოვა. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2019 წლის 25 თებერვალს შემოსავლების სამსახურის ოზურგეთის სერვის ცენტრში შეიტანა განცხადება საგადასახადო დავალიანების შემცირებისა და საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, რისი დამადასტურებელი განცხადების ასლიც წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც 2019 წლის 25 თებერვალს გამართულ სასამართლო სხდომაზე. საჩივრის ავტორმა ითხოვა არ ყოფილიყო მიღებული ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, ვინაიდან არ ჰქონდა მიღებული პასუხი წარდგენილ განცხადებაზე (ამასთან ადმინისტრაციულ ორგანოსთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკება საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე), თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა მის მიერ მითითებული გარემოება, დაარღვია კანონი და გამოსცა უკანონო და დაუსაბუთებელი ბრძანება.
გასაჩივრებული ბრძანების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ი/მ „გ-------------ის“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სსკ 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება (მოცემულ შემთხვევაში ბრძანება) აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათაგან ერთ-ერთს. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება საგადასახადო ორგანოს უფლებაა და ამ უფლების რეალიზაცია ხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2121 მუხლით, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით. 2123 მუხლით, ოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში, ხოლო საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში.
საქმის მასალებით დგინდება, რომ გ-------------ე რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი: 3---------- (ს.ფ 10).
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1-------ის N0------ ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო გ-------------ის (პ/ნ 3----------, მის.: ოზურგეთის რაიონი, სოფ. ნ-------ი) საკუთრებაში რიცხულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას (ს.ფ. 9).
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1-------ის N0------ ბრძანება გ-------------ეს ჩაჰბარდა 26.06.2018 წ. (ს.ფ. 11).
2018 წლის 26 ივნისს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ოფიცრების მიერ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 1----.2018 წლის N0------ ბრძანების საფუძველზე შედგენილ იქნა გ-------------ის (პ/ნ 3----------) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N1 აქტი, რომლითაც დაყადაღდა:
1. უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი: 2-----------, - 500 კვ.მ.-ში გ-------------ის წილი, ოზურგეთი, სოფ. ნ-------ი;
2. გ-------------ის წილი მიწის ნაკვეთსა და მასზედ განთავსებულ შენობა-ნაგებობებში, საკადასტრო კოდი: 2-----------, - 6 001 კვ.მ. (ს.ფ. 14-15).
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 26 ივნისის ყადაღის აქტი შედგენილია გ-------------ის თანდასწრებით, რაც დასტურდება აქტზე მისი ხელმოწერით (ს.ფ. 14-15).
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 8----------, მომზადების თარიღი: 30.11.2017წ.) N2----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონება (მის.: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნ-------ი, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 500 კვ.მ.) რეგისტრირებულია გ-------------ის (პ/ნ 3----------), დ------------ის (პ/ნ 3----------) და მ-----–------–----ის (პ/ნ 3----------) თანასაკუთრებად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 12 თებერვლის N51356 წერილის თანახმად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: რაიონი ოზურგეთი, სოფელი ნ-------ი, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი), დაზუსტებული ფართობი: 500.00 კვ.მ; საკადასტრო კოდი: 2-----------, რეგისტრირებულია: გ-------------ის (პ/ნ 3----------), დ------------ის (პ/ნ 3----------) და მ-----–------–----ის (პ/ნ 3----------) თანასაკუთრების უფლება.
აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლებები: 1) უფლების რეგისტრაციის ნომერი: 8-----------; თარიღი: 07/02/2014 17:52:51, იპოთეკარი: სააქციო საზოგადოება "ხ--–--------------------–ო" (ს/ნ 2--------); მესაკუთრეები: გ-------------ე (პ/ნ 3----------), მ-----–------–----ე (პ/ნ 3----------); დ------------ე (პ/ნ 3----------) საგანი: ფართობი 500 კვ.მ.; იპოთეკის ხელშეკრულება N2--------ვ, დამოწმების თარიღი07/02/2014, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2) უფლების რეგისტრაციის ნომერი: 8-----------; თარიღი 13/11/2015 13:02:29 იპოთეკარი: სააქციო საზოგადოება "ხ--–--------------------–ო" (ს/ნ 2--------) მესაკუთრეები: დ------------ე (პ/ნ 3----------), გ-------------ე (პ/ნ 3----------), მ-----–------–----ე (პ/ნ 3----------), საგანი: ფართობი 500 კვ.მ.; იპოთეკის ხელშეკრულება N2--------ა, რეესტრის ნომერი: 1--------, დამოწმების თარიღი12/11/2015, ნოტარიუსი ხ. კალანდარიშვილი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებათა რეესტრის ძალაში მყოფი მონაცემების ერთიანი ბანკის საფუძველზე ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის ზემოაღნიშნული უძრავი ნივთიდან გ-------------ის (პ/ნ 3----------) კუთვნილ წილზე რეგისტრირებულია ყადაღა: გადაწყვეტილების N/თარიღი: 1-----------/3 : 08 დეკ 2017 14:14, საფუძველი: განჩინება, N411უზრ/17 (2-4337/17), 05.12.2017, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. 2) გადაწყვეტილების N / თარიღი 1-----------/3 : 27 ივნ 2018 17:02 საფუძველი: ბრძანების საფუძველზე გამოცემული აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 26.06.2018წ, N0------, 1----.2018, შემოსავლების სამსახური.
უძრავ ნივთზე, რომლის მისამართია: რაიონი ოზურგეთი, სოფელი ნ-------ი, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 6001.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სხვა ფართი: საერთო ფართი 304,1 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 96 კვ.მ, განაშენიანების ფართი 162 კვ.მ, არასაცხოვრებელი ფართი 208.1 კვ.მ, სართულიანობა 2, ოთახების რაოდენობა 13, საკადასტრო კოდი:2-----------, რეგისტრირებულია გ-------------ის (პ/ნ 3----------), დ------------ის (პ/ნ 3----------) და მ-----–------–----ის (პ/ნ 3----------) თანასაკუთრების უფლება.
ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებულია იპოთეკის უფლება: 1) უფლების რეგისტრაციის ნომერი: 8-----------; თარიღი 07/02/2014 17:50:27 იპოთეკარი: სააქციო საზოგადოება "ხ--–--------------------–ო" 2--------; მესაკუთრეები: დ------------ე (პ/ნ 3----------), მ-----–------–----ე (პ/ნ 3----------), გ-------------ე (პ/ნ 3----------), საგანი: ფართობი 6001 კვ.მ. საერთო ფართი 304,1 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 96 კვ.მ, განაშენიანების ფართი 162 კვ.მ, არასაცხოვრებელი ფართი 208.1 კვ.მ, სართულიანობა 2, ოთახების რაოდენობა 13; იპოთეკის ხელშეკრულება N2--------ე, დამოწმების თარიღი07/02/2014, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; 2) უფლების რეგისტრაციის ნომერი: 8-----------; თარიღი 13/11/2015 12:58:40 იპოთეკარი: სააქციო საზოგადოება "ხ--–--------------------–ო" (ს/ნ 2--------); მესაკუთრეები: დ------------ე (პ/ნ 3----------), მ-----–------–----ე (პ/ნ 3----------), გ-------------ე (პ/ნ 3----------), საგანი: ფართობი 6001 კვ.მ; სხვა ფართი: საერთო ფართი 304,1 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი 96 კვ.მ, განაშენიანების ფართი 162 კვ.მ, არასაცხოვრებელი ფართი 208.1 კვ.მ, სართულიანობა 2, ოთახების რაოდენობა 13. ; იპოთეკის ხელშეკრულება N2--------ა, რეესტრის ნომერი N1--------, დამოწმების თარიღი12/11/2015, ნოტარიუსი ხ. კალანდარიშვილი.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებათა რეესტრის ძალაში მყოფი მონაცემების ერთიანი ბანკის საფუძველზე ინფორმაციის მომზადების მომენტისათვის ზემოაღნიშნული უძრავი ნივთიდან გ-------------ის (პ/ნ 3----------) კუთვნილ წილზე რეგისტრირებულია ყადაღა: 1) გადაწყვეტილების N / თარიღი 1-----------/3 : 08 დეკ 2017 14:09 საფუძველი: განჩინება, N411უზრ/17 (2 -4337/17), 05.12.2017, ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; 2) გადაწყვეტილების N / თარიღი 1-----------/3 : 28 ივნ 2018 11:26 საფუძველი: აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, შედგენილი 2018 წლის 1-------ის N0------ ბრძანების საფუძველზე, N1(0------), 26.06.2018, შემოსავლების სამსახური.
ასევე, გ-------------ის (პ/ნ 3----------) მთელ ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის უფლება: გადაწყვეტილების N/თარიღი 1-----------/3, 17 ნოე 2017 14:33, საფუძველი: შეტყობინება, N2------, 17.11.2017, შემოსავლების სამსახური (ს.ფ. 51-52).
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2019 წლის 31 იანვრის №4---------- დაკვნით ი/მ „გ-------------ის“ (პ/ნ 3----------) კუთვნილი ქონებების (2----------- – 1/3 წილი და 2----------- – 1/3 წილი) საერთო საბაზრო ღირებულებამ შეფასების დღისათვის შეადგინა 47 900 ლარი, საიდანაც N2----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაში გ-------------ის 1/3 წილის ღირებულებაა 16 600 ლარი, ხოლო N2----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ქონებაში - 31 300 ლარი (ს.ფ. 16-32).
2019 წლის 18 თებერვლის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის - ი/მ „გ-------------ის“ (პ/ნ 3----------) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა - 11 159,92 ლარს (ძირითადი: 8 221,16 ლარი, ჯარიმა: 950 ლარი, საურავი: 1 988,76 ლარი) (ს.ფ. 50).
2019 წლის 25 თებერვალს გ-------------ის მიერ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა საგადასახადო დავალიანების შემცირების და საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სსიპ შემოსავლების სამსახურში შეტანილი განცხადების ასლი. 2019 წლის 25 თებერვლის N3---------- (შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის შტამპის მიხედვით) განცხადებით გ-------------ე ითხოვს მისი საგადასახადო დავალიანება განისაზღვროს 4 500 ლარით, რაც გადახდილი იქნება შეთანხმების გაფორმებიდან 30 დღეში (ს.ფ. 55-56).
განადი თოიძის საჩივარი წარმოდგენილია იმ პრეტენზიით, რომ მან მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით, თუმცა სასამართლომ მისი მიმართვა არ გაითვალისწინა და შემოსავლების სამსახურისგან შესაბამისი პასუხის არარსებობის მიუხედავად მიიღო გადაწყვეტილება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.
გ-------------ის საჩივარი, მასში მოყვანილ საკითხებზე წერილობით მოსაზრების წარმოსადგენად გადაეგზავნა სსიპ შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახური, 2019 წლის 21 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოდგენილ მოსაზრებაში, არ დაეთანხმა წარმოდგენილ საჩივარს და აღნიშნა, რომ არ არსებობდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანების გაუქმებისა და გ-------------ის საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ქონების დაყადაღების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 1-------ის N0------ ბრძანება და მის საფუძველზე შედგენილ ყადაღის აქტს გ-------------ე გაეცნო 2018 წლის 26 ივნისს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის სასამართლო სხდომა, ბრძანების სარეზოლუიო ნაწილის გამოცხადების მიზნით გადაიდო 2019 წლის 25 თებერვალს 14:00 საათზე, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო გ-------------ე, რომელიც ასევე ესწრებოდა 2019 წლის 18 თებერვლის სასამართლო სხდომას. გ-------------ემ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით სსიპ შემოსავლების სამსახურს მიმართა სწორედ 2019 წლის 25 თებერვლას, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთვის დანიშნული სასამართლო სხდომის დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის თანახმად საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის. ამავე კოდექსის 293-ე მუხლით, გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომელიც უფლებამოსილია: ა) უარი თქვას გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე; ბ) განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაწილობრივ ან სრულად გაუქმების/არგამოყენების შესახებ.
შესაბამისად, სააპელაციო პაალტა განმარტავს, რომ იძულებითი ღონისძიებების ნაწილობრივ ან სრულად გაუქმება არ ხდება საგადასახადო შეთანხმების საბოლოო გაფორმებამდე და მხარეთა მიერ მის ხელმოწერამდე. უზრუნველყოფის ღონისძიებათა გაუქმება ასევე საჭიროებს შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებას, რომელიც არა ვალდებული, არამედ უფლებამოსილია მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით განცხადების წარდგენა კი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII5 თავით დადგენილი ამ კატეგორიის საქმეთა შემჭიდროვებულ ვადებში განხილვის წესისას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 279-ე მუხლით განსაზღვრული საქმის წარმოების შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლების გათვალისწინებით, ვერ გახდებოდა სასამართლოს მიერ შუამდგომლობის უარყოფის ან/და საქმის წარმოების შეჩერების/შეწყვეტის საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის დროისათვისაც არ ყოფილა წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურსა და გადამხდელს შორის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების დამადასტურებელი დოკუმენტი,ზემოთ მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტებს, რაც გააქარწყლებს შუამდგომლობის ავტორის მიერ წამოყენებულ მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო ვალდებულების არსებობისა და ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ვალდებული პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ. მეტიც, საჩივრის ავტორი აღიარებს არსებულ დავალიანებას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, რაც შუამდგომლობის შეტანის დროისთვის შეადგენდა 11 117,45 ლარს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საგადასახადო კოდექსის 238-ე, 241-242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, დაიშვება გადამხდელის ან/და სხვა ვალდებული პირის კუთვნილი ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია. ამდენად, რაიონული სასამართლოს ბრძანება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, კანონიერია და მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს.
ზემოთ მოხსენიებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებით სააპელაციო პალატა უარყოფს გ-------------ის საჩივარს და უცვლელი ტოვებს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანებას.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2123-ე მუხლით
ბ რ ძ ა ნ ე ბ ს
1. ი/მ „გ-------------ის“ (პ/ნ 3----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის ბრძანება;
3. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე
მურთაზ მეშველიანი