განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/3107-18
N-30310017001992545
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
5 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - სს ,,ტ----“
წარმომადგენლები - მი----–----------–--ე, გო---------ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო
წარმომადგენელი - სო--------–-------ე
მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ავ--------–-------------ე
მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნა----–-------–-----ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ტ----ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ 2005 წლის 30 დეკემბერს სს ,,ტ----ს“ საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ზ----------------–--------- (მიწის ნაკვეთი - 75661.00 კვ.მ. და შენობა-ნაგებობები: N- - 3---- კვ.მ.; N- - 618.68 კვ.მ. და N- - 62.7 კვ.მ.) (საკადასტრო კოდი: N------------) (ს.ფ. 73-76).
1.2.2. სსიპ შემოსვალების სამსახურის 2013 წლის 6 თებერვლის N0----- ბრძანებით ყადაღა დაედო სს ,,ტ----ს“ (ს/ნ 2--------) ქონებას (მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს).
სსიპ შემოსვალების სამსახურის 2013 წლის 25 თებერვლის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0-----/- აქტით კი დასტურდება, რომ ყადაღა დაედო სს ,,ტ----ს“ ზემოაღნიშნულ ქონებას, მდებარე: ქ. ზ----------------–--------- (საკადასტრო კოდი: N------------) (ს.ფ. 70-72).
1.2.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის ბრძანებით (საქმე N-/2----) დაკმაყოფილდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა და განისაზღვრა სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის გზით სს ,,ტ----ს“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, რეალიზაციის დღისთვის არსებული დავალიანებების ფარგლებში (აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, შედგენის თარიღი - 25.02.2013 წელი, საგადასახადო ორგანო - შემოსავლების სამსახური, ბრძანება - 06.02.2013 წელი, N0-----).
დადგენილია ასევე, რომ 2013 წლის 18 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის ზემოაღნიშნულ ბრძანებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (N-/2----) (ს.ფ. 66-69; 90-91; 64; 107).
1.2.4. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ტ----ს“ დაყადაღებული ქონების მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 18 სექტემბერს გაცემული N---- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება მოითხოვა.
დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება აღსრულების თაობაზე, მოვალე - სს ,,ტ----ს“ მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A-------- (ს.ფ. 63, 78).
1.2.5. დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მოვალე - სს ,,ტ----ს“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა 2016 წლის 31 მაისის №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ მას 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა. მოვალე გაფრთხილებული იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და ეცნობა, რომ აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა.
დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 31 მაისის №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ სს ,,ტ----ს“ დირექტორს ჩაბარდა 2016 წლის 31 მაისს (ს.ფ. 79-85).
1.2.6. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2016 წლის 31 ოქტომბერს მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სს ,,ტ----ს“ სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ--------------------–----------ში, საკადასტრო კოდი: N------------, ყადაღის დარეგისტრირება მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის სასარგებლოდ (ს.ფ. 105).
1.2.7. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 31 ოქტომბრის №A---------------- მიმართვის საფუძველზე კი, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ შეფასებულ იქნა სს ,,ტ----ს“ სახელზე რიცხული უძრავი ქონება: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 75661 კვ.მ. ფართით და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე - ქ--------------------–----------ში, საკადასტრო კოდი: N------------. აღნიშნული დასკვნის თანახმად, შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა 3 723 000 ლარი (ს.ფ. 109-118).
1.2.8. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ მოვალე - სს ,,ტ----ს“ გაეგზავნა 2016 წლის 10 ნოემბრის №A----------------- გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ.
დადგენილია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 10 ნოემბრის №A----------------- გაფრთხილება აუქციონის დანიშვნის შესახებ მოვალე - სს ,,ტ----ს“ დირექტორს ჩაბარდა 2016 წლის 14 ნოემბერს (ს.ფ. 122-127).
1.2.9. დადგენილია, რომ 2017 წლის 12 აპრილს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ზემოაღნიშნულ ქონებაზე გამოცხადდა პირველი საჯარო აუქციონი, რომლის ფარგლებშიც ვერ მოხდა ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია და შესაბამისად, უშედეგოდ დასრულდა 2017 წლის 20 აპრილს.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2017 წლის 20 აპრილს დაინიშნა პირველი განმეორებითი აუქციონი, თუმცა 2017 წლის 28 აპრილს აღნიშნული აუქციონიც უშედეგოდ დასრულდა.
2017 წლის 11 მაისს გამოცხადდა მეორე განმეორებითი აუქციონი, რომელიც ასევე უშედეგოდ დასრულდა 2017 წლის 19 მაისს. აღნიშნულ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენდა 0 ლარს (ს.ფ. 162-173).
1.2.10. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 მაისის NA---------------- განკარგულებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების რეალიზაცია არ განხორციელდა იძულებით აუქციონზე, მოვალე - სს ,,ტ----ს“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--------------------–------------------------------- (ნაკვეთის წინა ნომერი: 4-----------) - მეორე განმეორებითი უშედეგო აუქციონის შემდგომ გადაეცა და აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში. ამასთან, განისაზღვრა, რომ სს ,,ტ----ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ღირებულება ნატურით გადაცემისას, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის N--- ბრძანების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შეადგენდა - 1 861 500 ლარს (ს.ფ. 174-175).
1.2.11. საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ 2017 წლის 30 მაისს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 მაისის NA---------------- განკარგულების საფუძველზე, უძრავი ქონება, მდებარე - ქ--------------------–------------------------------- (ნაკვეთის წინა ნომერი: 4-----------), დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე (ს.ფ. 183-184).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 მაისის NA---------------- განკარგულებას უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ. სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომში – აღსრულების ეროვნული ბიურო), ხოლო მე-5 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოვალების სამსახურის 2013 წლის 6 თებერვლის N0----- ბრძანებით ყადაღა დაედო სს ,,ტ----ს“ ქონებას (მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს). სსიპ შემოვალების სამსახურის 2013 წლის 25 თებერვლის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0-----/- აქტით კი დასტურდება, რომ ყადაღა დაედო სს ,,ტ----ს“ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. ზ----------------–--------- (საკადასტრო კოდი: N------------). საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის ბრძანებით (საქმე N-/2----) განისაზღვრა სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის გზით სს ,,ტ----ს“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, რეალიზაციის დღისთვის არსებული დავალიანებების ფარგლებში. ამასთან, 2013 წლის 18 სექტემბერს, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის ზემოაღნიშნულ ბრძანებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (N-/2----).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს საგადასახადო ორგანო.
საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ტ----ს“ დაყადაღებული ქონების მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 18 სექტემბერს გაცემული N---- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება მოითხოვა. დადგენილად იქნა მიჩნეული ასევე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მიღებულ იქნა კრედიტორ - სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება აღსრულების თაობაზე, მოვალე - სს ,,ტ----ს“ მიმართ და საქმეს მიენიჭა ნომერი - A--------.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, მოვალე - სს ,,ტ----ს“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გაეგზავნა 2016 წლის 31 მაისის №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ მას 7 (შვიდი) დღის ვადაში ნებაყოფლობით უნდა გადაეხადა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხა. მოვალე გაფრთხილებული იქნა ასევე, რომ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში განხორციელდებოდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულებითი მოქმედებები. ამასთან, განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და ეცნობა, რომ აღსრულების ღონისძიებების კონკრეტული დრო და ადგილი დამატებით არ ეცნობებოდა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2016 წლის 31 მაისის №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ სს ,,ტ----ს“ დირექტორს ჩაბარდა 2016 წლის 31 მაისს. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი სააღსრულებო წარმოების მასალებით დასტურდება, რომ სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ განახორციელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო მოქმედებები, მათ შორის 2016 წლის 31 ოქტომბრის №A---------------- მიმართვის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის შემფასებლის მიერ შეფასებულ იქნა სს ,,ტ----ს“ სახელზე რიცხული უძრავი ქონება: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 75661 კვ.მ. ფართით და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობებით, მდებარე - ქ--------------------–----------ში, საკადასტრო კოდი: N------------. აღნიშნული დასკვნის თანახმად, შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა 3 723 000 ლარი.
სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 12 აპრილს, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ზემოაღნიშნულ ქონებაზე გამოცხადდა პირველი საჯარო აუქციონი, რომლის ფარგლებშიც ვერ მოხდა ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია და 2017 წლის 20 აპრილს უშედეგოდ დასრულდა. 2017 წლის 20 აპრილსვე დაინიშნა პირველი განმეორებითი აუქციონი, თუმცა 2017 წლის 28 აპრილს აღნიშნული აუქციონიც უშედეგოდ დასრულდა. 2017 წლის 11 მაისს კი გამოცხადდა მეორე განმეორებითი აუქციონი, რომელიც ასევე უშედეგოდ დასრულდა 2017 წლის 19 მაისს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 მაისის NA---------------- განკარგულებით კი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების რეალიზაცია არ განხორციელდა იძულებით აუქციონზე, მოვალე - სს ,,ტ----ს“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე: ქ--------------------–------------------------------- (ნაკვეთის წინა ნომერი: 4-----------) - მეორე განმეორებითი უშედეგო აუქციონის შემდგომ გადაეცა და აღირიცხა სახელმწიფოს საკუთრებაში.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 მაისის NA---------------- განკარგულებას უძრავი ქონების ნატურით გადაცემის შესახებ იმ საფუძვლით, რომ საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლი იყო ან აღემატებოდა მას. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელის განმარტებით, ქონების ღირებულება 112-ჯერ აღემატებოდა საგადასახადო დავალიანებას, რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც გაიცა სასამართლო ბრძანება. ამასთან, აღნიშნულზე მსჯელობისას მოსარჩელე აპელირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება განსახილველ შემთხვევაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გავრცელების თაობაზე და აღნიშნა, რომ მოცემული დავის კანონიერად გადაწყვეტის მიზნით აუცილებელია განიმარტოს აღნიშნულის სამართლებრივი მექანიზმი და კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში) შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N9-- ბრძანებით დამტკიცებულ ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესზე“, რომლითაც განისაზღვრება საგადასახადო ორგანოების მიერ კონტროლის განხორციელების (მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის, ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების და სამართალდარღვევების საქმის წარმოების) პროცედურები. აღნიშნული წესის XII თავი განსაზღვრავს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესს, რომლის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის შედგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე წესის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, საგადასახადო ორგანო დოკუმენტებს წერილობითი მიმართვით უგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს. მე-3 პუნქტის შესაბამიად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის შესაბამისად აცნობებს საგადასახადო ორგანოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის დაწყების თაობაზე, ხოლო რეალიზაციის პროცესის დასრულების შემდგომ დაუყოვნებლივ წარუდგენს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N9-- ბრძანებით დამტკიცებული ზემოაღნიშნული წესის 552 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის და ნატურით გადაცემის წესს. ხსენებული ნორმის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ აცნობებს სახელმწიფო ქონების განკარგვისათვის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს; მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების განკარგვისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ წერილობითი ინფორმაციის გაგზავნას და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანო; მე-3 პუნქტის თანახმად კი, ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემდგომ საგადასახადო ორგანო ახორციელებს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების ამ წესის 551 მუხლით განსაზღვრული რიგითობით ჩამოწერას ქონების საბაზრო ღირებულების ოდენობით, შესაბამისი გადაწყვეტილების თარიღით ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ორ სხვადასხვა საშუალებას - ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას და პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას. პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის წესი და პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N9-- ბრძანებით დამტკიცებული ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესით“, ხოლო ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის წესზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს საგადასახადო ორგანო.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საგადასახადო ორგანოს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების განსახორციელებლად გადასახადის გადამხდელისაგან ქონების ნუსხის გამოთხოვას, პირის ქონების აღწერას, შეფასებას, ქონებაზე ყადაღის დადების აქტის შედგენას, დალუქვას, მარეგისტრირებელ ორგანოში გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის უზრუნველყოფას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საგადასახადო ორგანოს სახელით სასამართლოსადმი მიმართვას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ამ ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით და ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნით სხვა აუცილებელ მოქმედებებს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
ამასთან, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი დეტალურად აწესრიგებს აღსრულების წესსა და პირობებს, მათ შორის, აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების პროცედურას. ამავე კანონის 771 მუხლი კი ითვალისწინებს ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემის შესაძლებლობას გარკვეული წინაპირობების არსებობისას, კერძოდ, ხსენებული ნორმის მე-21 პუნქტის თანახმად, თუ მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.
საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ სს ,,ტ----ს“ საკუთრებაში არსებულ ყადაღადადებულ ქონებაზე გამოცხადებული პირველი საჯარო აუქციონი, პირველი განმეორებითი აუქციონისა და მეორე განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, მოპასუხემ იხელმძღვანელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 771 მუხლით და ამავე ნორმით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, მეორე განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულებიდან (2017 წლის 19 მაისი) 15 დღის ვადაში გამოსცა 2017 წლის 22 მაისის გასაჩივრებული განკარგულება აღნიშნული ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემის შესახებ.
ამდენად, სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსრულების ფარგლებში სახელმწიფოსთვის ქონების ნატურით გადაცემა და არა საგადასახადო კოდექსის XXXV თავით დადგენილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა - პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის სახით. შესაბამისად, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის აპელირებას, განსახილველ შემთხვევაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის გავრცელების თაობაზე.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააღსრულებო ბიურომ ორი შესაძლო გადაწყვეტილებიდან (ქონების სახელმწიფოსთვის ნატურით გადაცემა და ქონების მოვალისათვის დაბრუნება) პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით არ დაასაბუთა ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება და არ დაიცვა კრედიტორისა და მოვალის ინტერესების ბალანსი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება, ხოლო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის პრინციპის გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა აღსასრულებელი გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის.
1.3.3. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 მაისის NA---------------- განკარგულება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სს ,,ტ----ს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც მოსარჩელე თავის მოთხოვნებს აფუძნებდა, კერძოდ, ვინაიდან აღსასრულებელი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 27.03.2013წ. ბრძანებით დაკმაყოფილდა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 28.02.2013წ. შუამდგომლობა (სს "ტ----ს" საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით დაყადაღებული ქონების რეალიზაციის ნებართვის თაობაზე) და დადგინდა, რომ "სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის გზით რეალიზებულ იქნეს შპს "ტ----ს" (ს/ნ 2--------) ყადაღადადებული ქონება რეალიზაციის დღისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში“, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა დავალიანების "ფარგლები", შესაბამისად, დავალიანების ფარგლების დასადგენად, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი იყო დავალიანების მოცულობა. სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ შუამდგომლობის აღძვრის მომენტისათვის სს "ტ----ს“ საგადასახადო დავალიანება 33 472,53 ლარს შეადგენდა. ამ დავალიანებიდან სს "ტ----ს“ მიერ 2013 წლის 16 სექტემბრიდან 2014 წლის 19 თებერვლამდე პერიოდში გადახდილ იქნა 13 200 ლარი. შესაბამისად, გადასახდევინებელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რომლის უზრუნველსაყოფადაც განხორციელდა ქონებაზე ყადაღის დადება და სასამართლოს მიერ მისი რეალიზაციის ნებართვის გაცემა, 20 272,53 ლარს შეადგენდა. სასამართლომ ასევე ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ 03.05.2017წ. აღმასრულებელმა შემოსავლების სამსახურისაგან მოითხოვა ინფორმაცია დავალიანების ოდენობის შესახებ, რაზეც შემოსავლების სამსახურმა სააღსრულებო ბიუროს აცნობა, რომ 10.05.2017წ. მონაცემებით სს "ტ----ს“ საგადასახადო დავალიანება 138 991.78 ლარს შეადგენდა, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულებულიყო 20 272,53 ლარის ფარგლებში.
აპელანტის მოსაზრებით, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად იმაზე იყო დამყარებული, რომ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 771 მუხლით სააღსრულებო ბიუროს მინიჭებული ჰქონდა დისკრეციული უფლებამოსილება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისას თანაზომადობისა და პროპორციულობის პრინციპების გათვალისწინებით, ქონება ნატურით გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში ან ქონებისათვის მოეხსნა ყადაღა და მოვალისათვის დაებრუნებინა. სასამართლომ მითითებული ნორმა ისე განმარტა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ქონების ღირებულებისა და დავალიანების მოცულობის მიუხედავად, თუ ქონება აუქციონის წესით არ გაიყიდებოდა, სააღსრულებო ბიუროს იგი უნდა მიექცია სახელმწიფო საკუთრებაში. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 771 მუხლის დანაწესი და არ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების, თანაზომადობისა და პროპორციულობის პრინციპები. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, სასამართლომ, იმ არასწორი სამართლებრივი მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ქონების ღირებულებისა და დავალიანების მოცულობის მიუხედავად, თუ ქონება აუქციონის წესით არ გაიყიდებოდა, სააღსრულებო ბიუროს იგი უნდა მიექცია სახელმწიფო საკუთრებაში, არ დაადგინა საგადასახადო დავალიანების ოდენობა, რომლის ფარგლებშიც უნდა აღსრულებულიყო სასამართლო გადაწყვეტილება და იგი ქონების ღირებულებას არ შეუპირისპირა. შესაბამისად, ამ ეპიზოდით გადაწყვეტილების დასაბუთება არასრულია.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობა მდგომარეობს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 771 მუხლის დანაწესის არასწორ განმარტებაში და დისკრეციული უფლებამოსილების, თანაზომადობისა და პროპორციულობის პრინციპების გამოუყენებლობაში. აღსასრულებელი სასამართლო ბრძანებით დადგინდა, რომ ღია აუქციონის გზით რეალიზებული ყოფილიყო ყადაღადადებული უძრავი ქონება, რეალიზაციის დღისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების ფარგლებს არ უნდა სცდებოდეს რეალიზებული ქონების ღირებულება. ერთ-ერთ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ბრძანება, რომლითაც შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ ერთ-ერთი მოტივით, რომ ყადაღადადებული ქონების ღირებულება დავალიანებას რამდენჯერმე აღემატებოდა. სასამართლომ მიუთითა, რომ "ყადაღადადებული ქონების ღირებულება გაუმართლებლად არ უნდა აღემატებოდეს დავალიანების მოცულობას" (24.01.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება №3/7132-16 საქმეზე). სასამართლოები, როგორც ჩანს, იმ შემთხვევაში, როდესაც ყადაღადადებული ქონების ღირებულება დავალიანებას აღემატება, უთითებენ, რომ რეალიზაცია მოხდეს რეალიზაციის დღისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში, იმისათვის, რომ არ მოხდეს გადასახადის გადამხდელის საკუთრების უფლების შელახვა, დაუსაბუთებელი შეზღუდვა. ზუსტად ამ ტიპის გადაწყვეტილებას მიეკუთვნება აღსასრულებელი ბრძანება, რომელშიც სპეციალურად მითითებულია, რომ ყადაღადადებული ქონების რეალიზება უნდა მომხდარიყო რეალიზების დღისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკითხი, თუ როგორ უნდა დადგინდეს დავალიანების ფარგლები. ბიურო ამ საკითხს მარტივად მიუდგა - აუქციონის წინ გამოითხოვა შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია დავალიანების შესახებ, მიიღო ეს ინფორმაცია და ამით დაამთავრა. მაგრამ აღსრულებისათვის მნიშვნელოვანი აუქციონის მომენტისათვის არსებული საერთო დავალიანება კი არ იყო, არამედ ყადაღის დადების მომენტისათვის არსებული ანუ აღსასრულებელი ბრძანებით ნაგულისხმევი აღიარებული საგადასახადო დავალიანებიდან გადაუხდელი დავალიანება (დაახლოებით 20 ათასი ლარი და არა დაახლოებით 140 ათასი ლარი).
აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა საკითხი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბიურო, როდესაც ქონების ღირებულება დავალიანებას აღემატება. იმის გათვალისწინებით, რომ ბიუროს ქონების რეალიზება ევალება დავალიანების ფარგლებში, თუ სხვადასხვა ქონებაა ყადაღადადებული, მან ის ქონება უნდა მიაქციოს სარეალიზაციოდ, რომელიც საკმარისი იქნება დავალიანების დასაფარავად, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ქონების რეალიზება ხდება და ბიუროს არ აქვს შერჩევის შესაძლებლობა, მან ქონება უნდა გაიტანოს სარეალიზაციოდ და თუ ამონაგები თანხა დავალიანებაზე და ხარჯებზე მეტი აღმოჩნდება, მაშინ ზედმეტი თანხა საგადასახადო კოდექსის 242.6 მუხლის შესაბამისად, მოვალე გადასახადის გადამხდელს დაუბრუნდება.
განსახილველ შემთხვევაში, სწორედ, რომ დავალიანების თანხას (დაახლოებით 20 ათასი ლარი) ქონების ღირებულება (3,7 მლნ. ლარი) 185-ჯერ აღემატებოდა. ქონების აუქციონზე რეალიზებით დავალიანების სიმცირის გამო, გადამხდელს დაუბრუნდებოდა ამოგებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ აუქციონზე ქონება ვერ გაყიდა. შესაბამისად, დგება საკითხი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბიურო, როდესაც ქონების ღირებულება დავალიანებას აღემატება და ქონება არც აუქციონზე გაიყიდა. ამ კითხვაზე სწორი პასუხის გასაცემად, რამდენიმე სამართლებრივ გარემოებას უნდა მიექცეს ყურადღება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №9-- ბრძანების 552 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების ნატურით სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო ახორციელებს გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების დადგენილი რიგითობით ჩამოწერას ამ ქონების საბაზრო ღირებულების ნახევრით. ამრიგად, თუ ქონება ნატურით მიექცევა სახელმწიფო საკუთრებად, დავალიანება იფარება მისი ღირებულების ნახევრით. შესაბამისად, თუ ღირებულება დავალიანებაზე ორჯერ მეტია, დავალიანება სრულად იფარება, მაგრამ თუ ღირებულება ორზე მეტად აღემატება დავალიანებას, ამ კითხვაზე „წესი“ პირდაპირ პასუხს არ იძლევა, ვინაიდან იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების ღირებულება ორჯერზე მეტად აღემატება დავალიანებას, დაუშვებელია გადასახადის გადამხდელის ქონების ნატურით გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში. მოცემულ დასკვნასთან, მითითებული „წესის“ გარდა, შესაბამისობაშია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №1-- ბრძანებით დამტკიცებული „წესის“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, მოცემული ტიპის საქმეებზეც ქონების ნატურით გადაცემის შემთხვევაში, ქონების ფასი განისაზღვრება ამ ქონების საბაზრო ღირებულების ნახევრით. განსახილველ საქმეზე ზუსტად ის შემთხვევაა სახეზე, როდესაც ქონების ღირებულება საგადასახადო დავალიანებას ორჯერზე მეტად აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, სადავო განკარგულების მიღების შემდეგ, იმის გამო, რომ ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი „წესი“ ამ შემთხვევაზე არაფერს ამბობდა, ჩამოიწერა დავალიანება, მაგრამ „ზედმეტი“ თანხა არც ზედმეტობაში ასახულა და არც გადამხდელს დაბრუნებია.
აპელანტის განმარტებით, სამართლებრივად გადასაწყვეტია საკითხი, როგორ უნდა მოიქცეს სააღსრულებო ბიურო, როდესაც ყადაღადადებული ქონების ღირებულება საგადასახადო დავალიანებას ორჯერზე მეტად აღემატება და ქონება არც აუქციონზე გაიყიდა. "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 771 მუხლის თანახმად, თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შეიძლება ეტაპობრივად ჩატარდეს პირველი, პირველი განმეორებითი და მეორე განმეორებითი აუქციონები. თითოეულ ეტაპზე აუქციონის წარუმატებლობის შემთხვევაში, ბიურო უფლებამოსილია 15 დღეში ქონება ნატურით გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში ან ჩაატაროს მომდევნო ეტაპის აუქციონი. მეორე განმეორებითი აუქციონის ჩატარების შემთხვევაში კი, ბიურო 15 დღეში ქონებას ნატურით გადასცემს საჯარო საკუთრებაში ან ქონებას ეხსნება ყადაღა და მოვალეს უბრუნდება. მოცემულ ნორმაში სიტყვასიტყვით არ არის მითითებული, კონკრეტულად რითი ხელმძღვანელობს ბიურო ამ ორი გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთის შერჩევისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბიურომ მხოლოდ ფორმალურად უნდა გადაწყვიტოს საკითხი, ბიურომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკუთრების უფლების დაცვის, აღსრულების თანაზომადობის (თანაბარზომიერების), საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობისა და გადაწყვეტილების დასაბუთებულობის სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციები REC(2003)17, შემუშავებული მხარე სახელმწიფოებისთვის აღსრულების საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ "აღსრულების პროცესში საჭიროა პოზიტიური ბალანსის მიღწევა მხარეების უფლებებსა და ინტერესებს შორის". რეკომენდაციების თანახმად, "აღსრულების პროცესის განმავლობაში უნდა დაცული იყოს ბალანსი მოსარჩელისა და მოპასუხის ინტერესებს შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-8 მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით", "აღსრულების პროცესი თანაბარზომიერი უნდა იყოს წარდგენილი პრეტენზიისა, ამოსაღები დავალიანებისა და ითვალისწინებდეს მოპასუხის ინტერესებს. მოცემულ პროცესში მოვალის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული". აღსრულებასთან დაკავშირებული ევროპის საბჭოს რეკომენდაციების განხორციელების ხელშეწყობაზე მიმართული სახელმძღვანელო დირექტივები (სტრასბურგი, 2009 წლის 17 დეკემბერი CEPEJ (2009) 11 REV; მართლმსაჯულების ეფექტურობის ევროპული კომისია (CEPEJ) ხაზგასმით მიუთითებენ, რომ "აღსრულების პროცესში უნდა დაბალანსდეს მოსარჩელის მოთხოვნები და მოპასუხის უფლებები". შესაბამისად, "აღმასრულებლის მიერ გატარებული პრაქტიკული ღონისძიებები პროპორციული უნდა იყოს სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით დასაყადაღებელი აქტივების ღირებულებასთან (ანუ არ უნდა იყოს დაყადაღებული აქტივების გადამეტებული რაოდენობა იმისთვის, რომ პრეტენზია დაკმაყოფილდეს)" (ქართული სააღსრულებო სისტემა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში, თბ., 2013, გვ. 103).
აპელანტი მიუთითებს, რომ "სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღმასრულებელი უნდა დაეხმაროს მხარეებს მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში". გადაწყვეტილების სწრაფად აღსრულების ვალდებულებას არ უნდა "შეეწიროს მხარეთა კანონიერი უფლებები და ინტერესები". "აღმასრულებელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა გადაწყვეტილების რეალური აღსრულებისათვის". "სააღსრულებო წარმოების მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით ჩატარება არ ადასტურებს მის მართლზომიერებას" (25.05.2017წ. სუსგ №ბს-908-900 (კ-16)). საკასაციო სასამართლოს განმარტებით, "...როდესაც საქმე ეხება ისეთ ძირითად უფლებებს, რო-გორიცაა საკუთრება, საცხოვრებლის უფლება და სხვა, აღმასრულებელი ვალდებულია დაიცვას თანაზომიერების პრინციპი - წარმოების მონაწილეთა შორის აუცილებელი ბალანსი, ხოლო თავის მხრივ, სასამართლომ უნდა განახორციელოს ეფექტური სასამართლო კონტროლი სააღსრულებო წარმოებაზე" (20.06.2013 წ. სუსგ №ბს-500-494 (კ-12)).
აპელანტის განმარტებით, სზაკ-ის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამო-იწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. "სასამართლო ხელისუფლება ამოწმებს აღმასრულებელი ხელისუფლების, ადმინისტრაციული ორგანოების ნორმაშეფარდებითი საქმიანობის კანონიერებას და იგი არ არის შეზღუდული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შედეგად პირის კანონით დაცულ უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად არ უნდა აღემატებოდეს იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ უნდა გამოიწვიონ პირის კანონიერი უფლე-ბებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დასაბუთების ვალდებულება განპირობებულია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების მიზნით. დასაბუთებაში აღნიშნული უნდა იყოს შეხედულებები, მოსაზრებები და გარემოებები, რომლებსაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო გადაწყვეტილების მიღების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასაბუთების, როგორც თვითნებობისაგან დაცვის ვალდებულების იგნორირება წარმოადგენს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეცდომის დადგენის და აქტის გაუქმების საფუძველს“ (11.04.2012 წ. სუსგ № ბს-1655-1627 (კ-11)).
ამრიგად, აპელანტის განმარტებით, მცდარია, მოსაზრება, რომ ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება და მოვალისათვის დაბრუნება არაა ბიუროს გადაწყვეტილების შედეგი და ამას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როდესაც ბიურო უბრალოდ გაუშვებს ვადას ქონების ნატურით გადასაცემად. ქონების ნატურით გადაცემის შესახებ ან ქონების მოვალისათვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებები სწორედ, რომ უნდა იყოს სრული მოცულობით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგი (მთელი თავისი გამოკვლევა-შეფასებითი და დასაბუთებითი პროცესით). განსახილველ შემთხვევაში, ანუ მაშინ, როდესაც ქონების საბაზრო ღირებულება საგადასახადო დავალიანებას ორჯერზე მეტად აღემატება, სააღსრულებო ბიურომ გადაწყვეტილების მიღებისას პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ შემთხვევაში მოვალეს პირდაპირი ზიანი ადგება ნამეტი თანხის ოდენობით. გასათვალისწინებელია ასევე ქონების ყადაღისაგან გათავისუფლებისა და მოვალისათვის დაბრუნების შედეგები, კერძოდ, ის, ამ შემთხვევაში მოელის თუ არა საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას საფრთხე. საქმე იმაშია, რომ არ არსებობს ასეთი საფრთხე, ვინაიდან ქონება თავისუფლდება სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოყენებული ყადაღისაგან, მაგრამ რჩება საგადასახადო ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. შესაბამისად, ქონება რჩება როგორც საგადასახადო დავალიანების უზრუნველმყოფი საშუალება.
აპელანტის მოსაზრებით, განსახილველ საქმეს სააღსრულებო ბიურო მხოლოდ ფორმალურად მიუდგა, როდესაც აუქციონის წარუმატებლობის შემდეგ, პირდაპირ მიიღო ქონების სახელმწიფო საკუთრებაში ნატურით გადაცემის გადაწყვეტილება, მაგრამ „სააღსრულებო წარმოების მხოლოდ ფორმალური წესების დაცვით ჩატარება, არ ადასტურებს მის მართლზომიერებას“ (25.05.2017წ. სუსგ №ბს-908-900 (კ-16)).
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ: ბიურომ დაარღვია კანონი, როდესაც სახელმწიფო საკუთრებაში ნატურით მიაქცია დავალიანებაზე ორჯერზე მეტი (185-ჯერ) ღირებულების ქონება; ბიურომ დაარღვია კომპანიის საკუთრების უფლება (კომპანიას დაახლოებით 140 ათასი ვალის სანაცვლოდ, ჩამოერთვა 3,7 მლნ ღირებულების ქონება, რითაც კომპანიას განაცდევინა მინიმუმ 3,56 მილიონი ლარის ქონებრივი დანაკლისი); ბიურომ დაარღვია საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი, როდესაც 140 ათასი საგადასახადო დავალიანების ამოღების საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად (რასაც სხვა გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაშიც საფრთხე არ ემუქრებოდა) პირს დაუკარგა 3,7 მილიონი ღირებულების ქონება; ბიურომ, დაარღვია აღსრულების თანაზომადობის პრინციპი, როდესაც დაუსაბუთებლად არ გამოიყენა მოვალის ქონების ბიუროს მიერ დადებული ყადაღისაგან განთავისუფლებისა და მოვალისათვის დაბრუნების დისკრეციული უფლებამოსილება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სასამართლოს გადაწყვეტილება მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ. ამავე კანონის 3.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო, ხოლო 5.1 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო აღსრულებას უზრუნველყოფს თავისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების - სააღსრულებო ბიუროების მეშვეობით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ შემოვალების სამსახურის 2013 წლის 6 თებერვლის N0----- ბრძანებით ყადაღა დაედო სს ,,ტ----ს“ ქონებას (მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს). სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 25 თებერვლის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N0-----/- აქტით დასტურდება, რომ ყადაღა დაედო სს ,,ტ----ს“ უძრავ ქონებას (მდებარე: ქ. ზ--------–--------–----------ში, საკადასტრო კოდი: N------------). ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის ბრძანებით (საქმე N-/2----) განისაზღვრა სპეციალიზებული ღია აუქციონის გამართვის გზით სს ,,ტ----ს“ ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია, რეალიზაციის დღისთვის არსებული დავალიანებების ფარგლებში. 2013 წლის 18 სექტემბერს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის ზემოაღნიშნულ ბრძანებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (N-/2----).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242.3 მუხლის თანახმად, მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს საგადასახადო ორგანო.
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და საგადასახადო დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ტ----ს“ დაყადაღებული ქონების მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ 2013 წლის 18 სექტემბერს გაცემული N---- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება მოითხოვა. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, აღმასრულებელმა სს ,,ტ----ს“ გაუგზავნა 2016 წლის 31 მაისის №A---------------- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც სს ,,ტ----ს“ დირექტორს ჩაბარდა 2016 წლის 31 მაისს. ამასთანავე, სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ განახორციელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სააღსრულებო მოქმედებები, მათ შორის, 2016 წლის 31 ოქტომბრის №A---------------- მიმართვის საფუძველზე, შეფასდა სს ,,ტ----ს“ სახელზე რიცხული უძრავი ქონება: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 75661 კვ.მ. ფართით, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (მდებარე - ქ. ზ--------–--------–----------ში, საკადასტრო კოდი: N------------). აღნიშნული დასკვნის თანახმად, შესაფასებელი ქონების საბაზრო ღირებულებამ (დამრგვალებით) შეადგინა 3 723 000 ლარი. 2017 წლის 12 აპრილს თბილისის სააღსრულებო ბიურომ ზემოაღნიშნულ ქონებაზე გამოაცხადა პირველი საჯარო აუქციონი, რომლის ფარგლებშიც ვერ მოხდა ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია და 2017 წლის 20 აპრილს უშედეგოდ დასრულდა. 2017 წლის 20 აპრილს დაინიშნა პირველი განმეორებითი აუქციონი, თუმცა 2017 წლის 28 აპრილს აღნიშნული აუქციონიც უშედეგოდ დასრულდა. 2017 წლის 11 მაისს გამოცხადდა მეორე განმეორებითი აუქციონი, რომელიც ასევე უშედეგოდ დასრულდა 2017 წლის 19 მაისს. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 მაისის NA---------------- განკარგულებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ უძრავი ქონების რეალიზაცია არ განხორციელდა იძულებით აუქციონზე, მოვალე სს ,,ტ----ს“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, მდებარე ქ------------–--------–--- ქუჩა N--ში (ს/კ N------------), მეორე განმეორებითი უშედეგო აუქციონის შემდგომ გადაეცა სახელმწიფოს და აღირიცხა მის საკუთრებად.
აპელანტი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 მაისის NA---------------- განკარგულებას უკანონოდ მიიჩნევს და მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილი იყო მოეთხოვა მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლი იყო ან აღემატებოდა მას. აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, ქონების ღირებულება 112-ჯერ აღემატებოდა საგადასახადო დავალიანებას, რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც გაიცა სასამართლო ბრძანება. მხარე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N9-- ბრძანებით დამტკიცებული ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ XII თავი შეეხება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესს. აღნიშნული „წესის“ 46.1 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტის შედგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე „წესის“ 47.1 მუხლის თანახმად, ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, საგადასახადო ორგანო დოკუმენტებს წერილობითი მიმართვით უგზავნის აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 4-.2 მუხლის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, რომლის შესაბამისად აცნობებს საგადასახადო ორგანოს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის დაწყების თაობაზე, ხოლო რეალიზაციის პროცესის დასრულების შემდგომ დაუყოვნებლივ წარუდგენს განკარგულებას აუქციონზე შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების შესახებ. ამავე „წესის“ 552.1 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანო ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ აცნობებს სახელმწიფო ქონების განკარგვისათვის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს; 552.2 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების განკარგვისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ წერილობითი ინფორმაციის გაგზავნას და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანო, ხოლო 552.3 მუხლის თანახმად, ქონების პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემდგომ საგადასახადო ორგანო ახორციელებს გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების ამ წესის 551 მუხლით განსაზღვრული რიგითობით ჩამოწერას ქონების საბაზრო ღირებულების ოდენობით, შესაბამისი გადაწყვეტილების თარიღით ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელე მხარის პოზიცია, განსახილველ შემთხვევაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რეგულაციის გავრცელების თაობაზე. საგადაახადო კოდექსის 242.1 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს (აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში) შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საგადასახადო ორგანო/აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ქონების საბაზრო ღირებულების ტოლია ან აღემატება მას. ამდენად, საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლი განსაზღვრავს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ორ სხვადასხვა საშუალებას - ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას და პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემას. პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის წესი და პროცედურა განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N9-- ბრძანებით დამტკიცებული ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესით“, ხოლო ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის წესზე მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, მოვალის საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული და ყადაღადადებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონებისა, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებს საგადასახადო ორგანო.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.11 მუხლის თანახმად, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და საგადასახადო ორგანოს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით საგადასახადო ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების განსახორციელებლად გადასახადის გადამხდელისაგან ქონების ნუსხის გამოთხოვას, პირის ქონების აღწერას, შეფასებას, ქონებაზე ყადაღის დადების აქტის შედგენას, დალუქვას, მარეგისტრირებელ ორგანოში გადასახადის გადამხდელის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის უზრუნველყოფას, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საგადასახადო ორგანოს სახელით სასამართლოსადმი მიმართვას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურების განხორციელების შემთხვევაში ამ ქონების რეალიზაციის ან პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით და ამ პუნქტით განსაზღვრული მიზნით სხვა აუცილებელ მოქმედებებს ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
ამავე კანონის 771 მუხლი ითვალისწინებს ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემის შესაძლებლობას გარკვეული წინაპირობების არსებობისას, კერძოდ, 7.21 მუხლის თანახმად, თუ მეორე განმეორებით აუქციონზედაც არ გამოვლინდა გამარჯვებული პირი, ან თუ გამარჯვებულმა პირმა ქონების ფასი არ გადაიხადა ამ კანონით დადგენილ ვადაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში გამოსცეს სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში ქონების ნატურით გადაცემის შესახებ განკარგულება, რომელიც ეგზავნება მარეგისტრირებელ ორგანოს ამ ქონებაზე სახელმწიფო/ავტონომიური რესპუბლიკის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრების რეგისტრაციის მოთხოვნით. თუ განკარგულება არ გამოიცა აღნიშნულ ვადაში, ეს ქონება თავისუფლდება იძულებითი რეალიზაციის განმახორციელებელი კრედიტორის სასარგებლოდ დადებული ყადაღისაგან და უბრუნდება მოვალეს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,ტ----ს“ საკუთრებაში არსებულ ყადაღადადებულ ქონებაზე გამოცხადებული პირველი საჯარო აუქციონი, პირველი განმეორებითი აუქციონისა და მეორე განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, თბილისის სააღსრულებო ბიურომ იხელმძღვანელა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 771 მუხლით და ამავე ნორმით განსაზღვრულ ვადაში, კერძოდ, მეორე განმეორებითი აუქციონის უშედეგოდ დასრულებიდან (2017 წლის 19 მაისი) 15 დღის ვადაში გამოსცა 2017 წლის 22 მაისის სადავო განკარგულება, ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში ნატურით გადაცემის შესახებ. სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული აღსრულების ფარგლებში სახელმწიფოსთვის ქონების ნატურით გადაცემა და არა საგადასახადო კოდექსის XXXV თავით დადგენილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფა - პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის სახით. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელირება, განსახილველ შემთხვევაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის გავრცელების თაობაზე.
პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. ამასთანავე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 3.11 მუხლის საფუძველზე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის პრინციპის გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს ყველა კანონიერი ზომა აღსასრულებელი გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის. ამდენად, არ უნდა იქნეს გაზიარებული მოსარჩელის განმარტება იმის თაობაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააღსრულებო ბიურომ ორი შესაძლო გადაწყვეტილებიდან (ქონების სახელმწიფოსთვის ნატურით გადაცემა და ქონების მოვალისათვის დაბრუნება) პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპების გათვალისწინებით არ დაასაბუთა ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის გადაწყვეტილება და არ დაიცვა კრედიტორისა და მოვალის ინტერესების ბალანსი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ გასაჩივრებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2017 წლის 22 მაისის NA---------------- განკარგულება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სს ,,ტ----ს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ტ----ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მირანდა ერემაძე