1. ყადაღადადებულ ან მოვალის მიერ გადახდილ თანხას, საფასურის და აღსრულების ხარჯის გამოკლებით, აღსრულების ეროვნული ბიურო გადასცემს კრედიტორს.
2. სხვა ყადაღადადებულ ნივთებს აღსრულების ეროვნული ბიურო საჯაროდ ყიდის აუქციონზე.
3. (ამოღებულია).
4. აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე მოვალეს მისცეს შესაძლებლობა, თვითონ მოახდინოს ქონების რეალიზაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს კონტროლით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციით დაიფარება საფასური, აღსრულების ხარჯი და კრედიტორის მოთხოვნები.
5. მოძრავი ნივთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეალიზაციამდე ან რეალიზაციის შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, ამოიღოს ყადაღადადებული ნივთი მოვალის მფლობელობიდან.
საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136
საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.4