თავი VII — 5. ადმინისტრაციული სამართალწარმოება საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით
1. მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.
2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი და ის გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, რომლის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვერ ხერხდება მხარეთა მოწვევა).
3. მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.
4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ, რომელშიც აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მოსამართლის გვარი;
გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს;
დ) საგადასახადო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ბრძანება;
ე) განკარგულება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ;
ვ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
5. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ცალად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – გადასახადის გადამხდელს, ხოლო მესამე – რჩება სასამართლოში.
6. მოსამართლის ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ნაწილში ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას.
7. საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს.
8. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში.
9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281 - სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345
თავი VII6. (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3046 - სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.165
საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 17
ივლისის კანონი
№4063
- ვებგვერდი, 29.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 1
დეკემბრის კანონი №47
- ვებგვერდი, 15.12.2016წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №874
- 01.12.2016 კანონი №47
- 17.07.2015 კანონი №4063
- 06.12.2011 კანონი №5371
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2123. გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის საკითხის გადაწყვეტის წესი 1. მოსამართლე ბრძანებას საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში. 2. მოსამართლე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად. სასამართლო სხდომაზე შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი და ის გადასახადის გადამხდელი ან მისი წარმომადგენელი, რომლის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საგადასახადო ორგანო (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ვერ ხერხდება მხარეთა მოწვევა). 3. მხარეთა გამოუცხადებლობა ან მათი მოწვევის შეუძლებლობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. 4. საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ, რომელშიც აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) საგადასახადო ორგანო, რომელმაც შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს; დ) საგადასახადო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ბრძანება; ე) განკარგულება გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან არდაკმაყოფილების შესახებ; ვ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 5. მოსამართლის ბრძანება დგება სამ ცალად. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შუამდგომლობის წარმდგენ საგადასახადო ორგანოს, მეორე – გადასახადის გადამხდელს, ხოლო მესამე – რჩება სასამართლოში. 6. მოსამართლის ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის ნაწილში ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. 7. საჩივარი მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე შეიტანება ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 48 საათში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს. 8. საჩივარი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში განიხილება შეტანიდან 10 დღის ვადაში. 9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. საქართველოს 2007 წლის 11 ივნისის კანონი №5281 - სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.345 თავი VII6. ადმინისტრაციული(ამოღებულია) სამართალწარმოება საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3046 - სსმI, №24, 10.05.2010წ., მუხ.165 [თავი VII6 . (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება