საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„თავი VII6
ადმინისტრაციული სამართალწარმოება ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებასთან, შეწყვეტასთან ან გაუქმებასთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით
მუხლი 2124 . სასამართლოსთვის მიმართვა
ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის ან გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავაზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აქვს ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მაძიებელს ან თავშესაფრის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის გასაგებ ენაზე, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში.
1. რაიონული (საქალაქო) სასამართლო ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის ან გაუქმების ან თავშესაფრის მიცემის საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და გამოტანილ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში წარდგენიდან 2 თვის ვადაში.
2. სააპელაციო საჩივარი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შეიტანება გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, მხარისათვის მისი გადაცემიდან 15 დღის ვადაში. მოსამართლე სააპელაციო საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.
3. სააპელაციო სასამართლოში მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სააპელაციო საჩივრის განხილვას.
4. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 1 თვის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 17 ივლისი 2015 წ. N4063-რს |