საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
„თავი VII23. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით
მუხლი 2190. მოსამართლის გადაწყვეტილება მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისთვის საკმარის საფუძველს და მისი გამოყენების საჭიროების დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები და მისი იმ ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებასაც ითხოვს სააგენტო.
1. მოსამართლე მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს 3 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე.
2. მოსამართლე მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით.
3. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები და მისი იმ ქმედების შინაარსი, რომლის დროებით შეჩერებაც ხდება;
გ) მითითება სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ და შესაბამისი დასაბუთება;
დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) უარი სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და შესაბამისი დასაბუთება;
გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
5. მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სააგენტოს, მეორე – მოვაჭრეს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში.
1. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.
2. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის თაობაზე მოსამართლის ბრძანებაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან 72 საათის განმავლობაში.
3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები მეორე მხარესაც ეგზავნება.
4. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან 7 დღის ვადაში, ამ კოდექსის 2192 მუხლით დადგენილი წესით.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მუხლი 2194. მოსამართლის ბრძანება მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ, თუ სააგენტომ მოვაჭრეს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია მოსთხოვა და ეს ინფორმაცია განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი.
2. მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს იმ მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს ინფორმაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი.
მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემასა და გასაჩივრებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 2174 მუხლით დადგენილი წესები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ნოემბრიდან.
თბილისი, 12 აპრილი 2022 წ. N1476-VIIIმს-Xმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 2188. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება
- მუხლი 2190. მოსამართლის გადაწყვეტილება მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე
- მუხლი 2191. სააგენტოს შუამდგომლობა მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების შესახებ
- მუხლი 2192. მოვაჭრის გარკვეული ქმედების დროებით შეჩერების საკითხის გადაწყვეტის წესი
- მუხლი 2195. სააგენტოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ
- მუხლი 2196. მოვაჭრის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.04.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 12.04.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1476-VIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 030000000.05.001.020546.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.04.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1476-VIIIმს-Xმპ, 12.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.020546 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.04.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5420129/