თავი VII — 24. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მოვაჭრისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით
1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ, თუ სააგენტომ მოვაჭრეს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია მოსთხოვა და ეს ინფორმაცია განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი.
2. მოვაჭრის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს იმ მოვაჭრის შესახებ ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს ინფორმაციის წარდგენას, და მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი.
საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონი №1476 – ვებგვერდი, 19.04.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 12.04.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 12.04.2022 კანონი №1476
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება