თავი VII — 25. ადმინისტრაციული სამართალწარმოება მომსახურების მიმწოდებლისგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით
1. მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის ვადაში.
2. მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
3. მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი, რომელმაც სააგენტოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა წარუდგინოს;
გ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის ფორმა და ვადა;
დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;
ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
5. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება:
ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება;
გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
6. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო მესამე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში.
7. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.
8. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის ვადაში. მოსამართლე აღნიშნულ საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.
9. სააპელაციო სასამართლო მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს მისი შეტანიდან 72 საათის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3112 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
თავი VII26. ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით
საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3458 - ვებგვერდი, 25.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.07.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 03.07.2023 კანონი №3458
- 13.06.2023 კანონი №3112
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21992199. . მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები 1. მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის ვადაში. 2. მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობას ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. 3. მოსამართლე მომსახურების მიმწოდებლისგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე სააგენტოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მომსახურების მიმწოდებელი, რომელმაც სააგენტოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა წარუდგინოს; გ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის ფორმა და ვადა; დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 5. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 6. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ამ ბრძანების ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო მესამე ეგზემპლარი რჩება სასამართლოში. 7. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას. 8. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის ვადაში. მოსამართლე აღნიშნულ საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. 9. სააპელაციო სასამართლო მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს მისი შეტანიდან 72 საათის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს. 10. სააპელაციო სასამართლოს მიერ მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. (ამოქმედდეს 2024 წლის 5 იანვრიდან)] თავი VII26. ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 39(46), 06/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება