საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3458-XIIრს-Xმპ
სარეგისტრაციო კოდი
030000000.05.001.021023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII26 თავი:

„თავი VII26

ადმინისტრაციული სამართალწარმოება სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით

მუხლი 21100. სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობის განხილვა

1. სამედიცინო სფეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი სახელმწიფო დაწესებულების მიერ წარდგენილ სამედიცინო სფეროში საქმიანობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო 48 საათის განმავლობაში განიხილავს და ამის თაობაზე შუამდგომლობის მიღებიდან  არაუგვიანეს 24 საათისა ატყობინებს და შესაბამის მასალებს უგზავნის იმ მეწარმეს ან მის წარმომადგენელს, რომლის საქმიანობის შეჩერებასაც ითხოვს მაკონტროლებელი ორგანო. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ აუცილებელია ამ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების გამოკვლევა, იგი უფლებამოსილია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენით განიხილოს. აღნიშნული შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის გამართვის დრო და ადგილი. სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

2. სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით.

მუხლი 21​101. სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრება

1. სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

2. სამედიცინო სფეროში საქმიანობის შეჩერების დამტკიცების, ნაწილობრივ დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე საჩივარი შეიტანება ამ განჩინების მიმღებ სასამართლოში, მხარისთვის განჩინების ასლის გადაცემიდან 48 საათის ვადაში.

3. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. საჩივრისა და თანდართული საქმის მასალების ასლები ეგზავნება აგრეთვე მეორე მხარეს.

4. სააპელაციო სასამართლო საჩივარს ერთპიროვნულად, მისი შეტანიდან 48 საათის ვადაში, ამ კოდექსის 21​​100 მუხლით დადგენილი წესით განიხილავს.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.‘‘. 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 აგვისტოდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

3 ივლისი 2023 წ.

N3458-XIIრს-Xმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2023.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 03.07.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3458-XIIრს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 030000000.05.001.021023.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №3458-XIIრს-Xმპ, 03.07.2023, სარეგისტრაციო კოდი 030000000.05.001.021023 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5858568/